შემოგვიერთდით

სამსახურს ეძებ?! – “ეფეს საქართველოს” შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l 

შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ეფეს საქართველოს პერსონალის მართვის უფროსის ნინო თვალთვაძის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

ეფეს საქართველო – ANADOLU EFES-ის შვილობილი კომპანია – უკვე 10 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს და ქართული ლუდის ბაზარზე ლიდერი პოზიცია უკავია. ჩვენი კომპანიის საქმიანობაში მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტი თანამშრომლებისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა. ეფეს საქართველოს კორპორაციული კულტურა ეფუძნება ღირებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებლის მოტანას როგორც კომპანიის, ისე საზოგადოებისათვის.

  • გვიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებთ
  • მოქნილები ვართ ცვლილებების მიმართ
  • ერთობლივად ვმუშაობთ და ერთად ვიზრდებით
  • ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს საქმიანობაზე
  • სამართლიანები ვართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებისა თუ ქმედებისას

აღსანიშნავია, რომ ბინზეს გადაწყვეტილებების მიღებისას, ჩვენი თითოეული ნაბიჯი დამყარებულია ჩვენი კომპანიის ღირებულებებზე. ჩვენი კორპორაციული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მზრუნველობაა. კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. თითოეული თანამშრომელი ითავისებს ორგანიზაციის კორპორაციულ კულტურას და გარემოზე ზრუნვის მაღალ პასუხისმგებლობას.

ვამაყობთ, რომ ჩვენი შრომით ბედნიერებას ვუზიარებთ სხვებს. ჩვენი მისიაც ხომ ეს არის – „ერთად ვაწარმოოთ სიხარული!“

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….

ჩემთვის, იყო HR პროფესიონალი ნიშნავს, რომ იყო კომპეტენტური, განვითარებაზე ორიენტირებული, თანამშროლებზე ორიენტირებული, ემპათიით და მაღალი ჩართულობით დაეხმარო თანამშრომლებს, რომ შეუქმნა ისეთი გარემო, სადაც მაქსიმალურად გამოავლენენ შესაძლებლობებსა და პოტენციალს. უზრუნველყო სამართლიანობა და ხშირი, კონსტრუქციული უკუკავშირი.

რაც შეეხება რეკრუტერს, მან უნდა შეძლოს, რომ გასაუბრების პროცესში შექმნას მეგობრული გარემო, დასვას სწორი სიტუაციური კითხვები, რათა დაეხმაროს პოტენციურ კანდიდატს გახსნაში და მისი შესაძლებლობებისა და უნარების მაქსიმალურად წარმოჩენაში.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ

კანდიდატის მოტივაციას, შემართებას, განვითარებაზე ორიენტირებულობას, გულახდილობას, პიროვნულ უნარებსა და ღირებულებებს, რადგან ის თანხვედრაში უნდა იყოს კომპანიის კორპორაციულ კულტურასთან.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც

პირველ ეტაპზე განვიხილავთ ყველა შემოსულ რეზიუმეს, საიდანაც ვარჩევთ შესაბამის კანდიდატებს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

ჩვენ კანდიდატებს ვთავაზობთ განვითარების შესაძლებლობას, ძლიერ კორპორაციულ კულტურას, კონსტრუქციულ და დროულ უკუკავშირს, აღიარებას, იდეებისა და ინოვაციების მხარდაჭერას, რასთან დაკავშირებითაც მოქმედებს სპეციალური პროექტი – An-Idea; ასევე, სხვადასხვა მონეტარულ და არამონეტარულ წახალისებას.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს

პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ სწორად აირჩიონ პროფესია და განსაზღვრონ ინტერესის სფერო, იმისათვის, რომ მათი სამუშაო არ გახდეს მოსაწყენი და უინტერესო მათთვის. იყვნენ მიზანდასახულები, თავდაჯერებულები და განვითარებაზე ორიენტირებულები. გასაუბრებაზე იყვნენ გულწრფელები, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ გამოავლინონ მათი უნარები, დაარწმუნონ პოტენციური დამსაქმებელი საკუთარ შესაძლებლობებში. ინტერვიუმდე წინასწარ მოემზადონ, გაეცნონ დამსაქმებლის მოლოდინებს და მოიძიონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის შესახებ.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.

სამსახურს ეძებ?! – ალტერ სფეისს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.

დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით:  https://bit.ly/3pgic8l 

შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.

ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ალტერ სფეისის  ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს ლიკა სიხარულიძის ინტერვიუს.

HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?

ჩვენი მრავალპროფილური კომპანიის საქმიანობა უკვე მრავალ გამოცდილ წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა მიმართულებებით, როგორც საკონსულტაციო, ისე მარკეტინგულ სფეროში, ჩვენ შევძელით უდიდესი გამოცდილებისა და წარმატების მოხვეჭა. ჩვენი წარმატებისა და საერთაშორისო ბაზარზე პოპულარობის გასაღები ჩვენი ახალგაზრდა, ენერგიული და მუდმივად მზარდი გუნდია.

კორპორატიული კულტურის თვალსაზრისით, ჩვენი კომპანია გამოირჩევა ინოვაციებისა და გუნდური ატმოსფეროს დანერგვითა და იმპლემენტაციით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა დასაქმებულის მოტივაციის ამაღლების საფუძველზე, სასურველი წარმატებული შედეგის მიღება.

„ალტერ სფეის“-ის მისიაა დავეხმაროთ ახალგაზრდა სტუდენტებს და არამხოლოდ, განავითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები ამჟამინდელ რთულ და კონკურენტულ დასაქმების სფეროში, რითაც ჩვენი კომპანია უქმნის მყარ ნიადაგს მათი კარიერული მიზნების მისაღწევად.

კომპანიის მთავარი ღირებულებები და ქცევის წესები დარეგულირებულია შიდა  ქცევის კოდექსებით, რომლებიც დაფუძნებულია საერთაშორისოდ აღიარებული კოდექსების მიხედვით.

HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ HR მენეჯერი უფრო ფართო პროფესიაა, ვიდრე რეკრუტერი. იგი მონაწილეობს, არამხოლოდ შერჩევაში, არამედ კომპანიაში დასაქმებულების მენეჯმენტის პროცესებში. HR მენეჯერმა უნდა იცოდეს ადამიანის ფსიქოლოგიის საფუძვლები.  ვფიქრობ, რომ პროფესიონალმა რეკრუტერმა უნდა იცოდეს ორგანიზაციის მართვის საკითხები, ბაზარი, რომელშიც ის სპეციალიზდება და მასში მყოფი პიროვნებები, პერსონალის ძებნისა და შერჩევის ტექნოლოგია, მიუკერძოებლობა და ფოკუსირება შედეგებზე. ვფიქრობ, რომ რეკრუტერის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილად იქნება ათვისებული ყველა ზემოთ აღნიშნული პუნქტი.

HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ

ადამიანის მოტივაციას, მის დამოკიდებულებას და ინტერესს  კონკრეტულ ვაკანტურ პოზიციაზე. შესაძლოა, კანდიდატს არ ჰქონდეს გამოცდილება კონკრეტულ სფეროში, თუმცა მოტივაცია და ინტერესი საკმარისია საქმის ეფექტურად ათვისებასა და საბოლოო წარმატებული შედეგისთვის.

HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც

რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ რეზიუმე იქნება თანმიმდევრულად და ლაკონურად შედგენილი, თუმცა არასდროს შეგვიფასებია რეზიუმე უარყოფითად მისი ვიზუალური მახასიათებლებით. ვცდილობთ, ყურადღება გავამახვილოთ დოკუმენტის შინაარსობრივ მხარეზე და იმაზე, თუ რამდენად თანხვედრაშია კანდიდატის მახასიათებლები ჩვენს მოთხოვნებთან.

HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?

პირველ რიგში, მოლოდინი იმისა, რომ კომპანიაში დახვდებათ მოწესრიგებული და მეგობრული გარემო, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც მისცემენ მათ საშუალებას განვითარდნენ პროფესიულად, გაიუმჯობესონ მატერიალური მხარე, ვინაიდან კანდიდატებს ვთავაზობთ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასა და კონკურენტუნარიან საბონუსე სისტემას. თითოეული კანდიდატის მომავალი კარიერული თვალსაზრისით მათ ხელშია. კომპანიის მხრიდან მუდმივი საინტერესო გამოწვევები აუცილებლად მისცემს მათ მოტივაციას თავად შექმნან და განავითარონ საკუთარი კარიერა.

HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს

ჩემი რჩევა იქნება, დაისახონ მიზნები და თავდაჯერებულად განაგრძონ სვლა მათ მისაღწევად. არ დაკარგონ მოტივაცია და არასდროს დანებდნენ წინაღობებს.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrowSS.ge jobsGrant Thornton Georgiaრადიო იმედი.

სამსახურს ეძებ?! – ციტადელს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.  Continue reading “სამსახურს ეძებ?! – ციტადელს შენთვის ვაკანსიები აქვს”

სამსახურს ეძებ?! – “ფორს-მაჟორი • Force Majeure-ს” შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ის ორგანიზებით და World Vision საქართველოს მხარდაჭერით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

Continue reading “სამსახურს ეძებ?! – “ფორს-მაჟორი • Force Majeure-ს” შენთვის ვაკანსიები აქვს”

სამსახურს ეძებ?! – GHS Consulting-ს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ის ორგანიზებით და World Vision საქართველოს მხარდაჭერით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

Continue reading “სამსახურს ეძებ?! – GHS Consulting-ს შენთვის ვაკანსიები აქვს”

სამსახურს ეძებ?! ,,თერმას” შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.  Continue reading “სამსახურს ეძებ?! ,,თერმას” შენთვის ვაკანსიები აქვს”

სამსახურს ეძებ?! ,,ორ ნაბიჯს” შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.  Continue reading “სამსახურს ეძებ?! ,,ორ ნაბიჯს” შენთვის ვაკანსიები აქვს”

სამსახურს ეძებ?! სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტს“ შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.  Continue reading “სამსახურს ეძებ?! სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტს“ შენთვის ვაკანსიები აქვს”

სამსახურს ეძებ?! IT Academy STEP-ს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა  და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.  Continue reading “სამსახურს ეძებ?! IT Academy STEP-ს შენთვის ვაკანსიები აქვს”

სამსახურს ეძებ?! – ევოლუშენ საქართველოს შენთვის ვაკანსიები აქვს

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.  Continue reading “სამსახურს ეძებ?! – ევოლუშენ საქართველოს შენთვის ვაკანსიები აქვს”