28 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში HR Gala ღონისძიება გაიმართა, სადაც 2021 წლის HR პროექტები იყო წარდგენილი. Continue reading “სს გეფა “HR გალა 2021” – ის გამარჯვებულია”
11 და 12 დეკემბერს HR მენეჯმენტის თემაზე ინოვაციური ბანაკის ღონისძიება ჩატარდება
2021 წლის 11 და 12 დეკემბერს „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო’’ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, HR hub-თან თანამშრომლობით, მართავს ინოვაციების ბანაკის ონლაინ (Zoom) ღონისძიებას.
HR მენეჯერებს ეძლევათ შესაძლებლობა მათი ორგანიზაციის სახელით მიიღონ მონაწილეობა ღონისძიებაში ექსპერტის სტატუსით და მოსწავლეებს გაუწიონ კონსულტაციები ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ორგანიზაციიდან წარადგინოთ ასევე ჟიურის წევრი ან ფავორიტ გუნდებს გადასცეთ სიმბოლური საჩუქრები.
ესქპერტებისთვის ღონისძიებაზე დასწრება სავალდებულოა 11 დეკემბერს, ხოლო ჟიურის წევრისთვის 12 დეკემბერს, ღონისძიების განრიგის მიხედვით.
ინოვაციების ბანაკის შესახებ
ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების ღონისძიება, სადაც 15-დან 18 წლამდე 100 ახალგაზრდა ჩაერთვება კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ასევე, სტუდენტები სწავლობენ თუ, როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში, ორგანიზების ყველა ეტაპი იქნება ონლაინ პალატფორმა ZOOM.US-ის მეშვეობით.
გუნდების ფორმირების შემდეგ ახალგაზრდები გაეცნობიან ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც იმუშავებენ 2 დღის განმავლობაში. აღნიშნული ბიზნეს ამოცანა იქნება სპეციფიური და რეალური პრობლემების შესახებ. ეს კი ითვალისწინებს, რომ ისინი ღრმად უნდა გაეცნონ სხვადასხვა მიმართულებებით ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, კარგად უნდა შეისწავლონ ინდუსტრია, სახელმწიფოს მოქმედების სტრატეგია და განავითარონ ისეთი საქონლის და/ან მომსახურების კონცეფცია, რომელიც დაეხმარებათ მათ პრობლემის სწორად და ეფექტურად გადაჭრაში. გუნდებს ეყოლებათ გამოცდილი მენტორები (სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან) და ასევე, ექსპერტები სხვადასხვა ბიზნეს სექტორიდან, რომლებიც გაუწევენ ინტენსიურ კონსულტაციებს, მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას და დაეხმარებიან იდეების განვითარებაში.
ღონისძიებაზე თითოეული გუნდი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნესგეგმის კონცეფცია კანვას მოდელით და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც დღის ბოლოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.
გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება სიმბოლური საჩუქრებით, ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდით: https://forms.gle/XPJfd9givdhwEAGj9
28 დეკემბერს HR გალაზე წლის საუკეთესო HR პროექტები გამოვლინდება
28 დეკემბერს 20:00 საათზე კინოთეატრ ამირანში HR Gala ღონისძიება გაიმართება, სადაც 2021 წლის საუკეთესო HR პროექტები გამოვლინდება.
გადავწყვიტეთ HR hub-ის 2021 წლის ბოლო ღონისძიება განსაკუთრებული და წლის ინოვაციური HR პროექტებით დახუნძლული ყოფილიყო. შესაბამისად ღონისძიების კონცეფციაც ამ იდეის მიხედვით შევქმენით.
Continue reading “28 დეკემბერს HR გალაზე წლის საუკეთესო HR პროექტები გამოვლინდება”
HR hub Next-ის მეთხუთმეტე ნაკადის მენტორები ცნობილია
HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.
HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია. პროექტი დამწყები და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარების, კარიერული წინსვლისა კონტაქტების შეძენის საუკეთესო შესაძლებლობაა.
1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
გაიცანით HR hub Next-ის მეთხუთმეტე ნაკადის მენტორები:
- ნატალი თვალთვაძე Quantori HR ბიზნეს პარტნიორი;
- ანა მაისურაძე ჩირინა HR მენეჯერი;
- სოფიო სამადაშვილი ჯეო ჰოსპიტალსი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
- მარიამ სანაია – TBC ბანკი ტალანტების მართვის გუნდის ლიდერი;
- თამარ ჭირაქაძე HR ადმინისტრაციის, კომპენსაციების და ბენეფიტების განყოფილების უფროსი. კრედო ბანკი;
- ნათია გეწაძე;
- ლანა ხარაზიშვილი გრინვეი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- ნატო კვაჭანტირაძე HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი Retail Group Georgia, Subsidiary of Fawaz Alhokair Group Fashion Retail Performance Management;
- მარიამ სირბილაძე – McDonald’s საქართველო – ადამიანების სწავლებისა და განვითარების ხელმძღვანელი;
- ნინო ამირანაშვილი – Sharm Trading HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 19 ნოემბრამდე: https://forms.gle/4atSYC1zGQ4s4q3z5
HR hub Next-ის მეთოთხმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა
HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეთოთხმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა”
HR შუა ზღვაში – HR hub – ის ღონისძიება ბათუმში, იახტაზე გაიმართება
Tbilisi Jobs – დასაქმების ფესტივალზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო
29 ივლისს, 28:30 – 22:30 HR hub – ის ორგანიზებით, კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი Tbilisi Jobs – ჩატარდება.
მიმდინარედ გართულებულია კანდიდატების მოზიდვა და ამ ფონზე კი ქვეყანაში 307 800 ადამიანი ეძებს სამსახურს.
იქიდან გამოდინარე, რომ 2015 წლიდან გვაქვს დასაქმების ფესტივალების ჩატარების დიდი გამოცდილება, წელსაც ვატარებთ ღონისძიებას, რომელიც კომპანიებს ადამიანური კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება.
ფესტივალი გაიმართება კიკვიძის პარკში.
დასაქმების ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. კანდიდატები კი წინასწარ შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიას, ვაკანსიას და დარეგისტრირდებიან. დასაქმების ფესტივალზე კი სამუშაოს მაძიებლები შეხვდებიან დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.
მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა.
რატომ არის ეს ღონისძიება კომპანიებისთვის საინტერესო?!
- გაზრდით დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობას;
- რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა;
- შეძლებთ სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას/გასაუბრებას/დასაქმებას.
რას გთავაზობთ:
- დამსაქმებლის ბრენდის პრომოუშენი;
- შეხვედრა და გასაუბრება თქვენი კომპანიით/ვაკანსიებით დაინტერესებულ ადამიანებთან;
- თქვენი კომპანიით დაინტერესებული კანდიდატების ბაზის მოწოდება (მათი თანხმობის საფუძველზე).
დაარეგისტრირეთ დამსქმებლის ბრენდი, კომპანიის რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე.
დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება: 300 ლარი + დღგ.
კომპანიების რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ივლისი
საორგანიზაციო დეტალები:
- ფესტივალი გაიმართება დედაენის ბაღში;
- თქვენი სივრცე: 8 კვ.მ;
- რა დაგვხვდებათ: 1 მაგიდა და 4 სკამი;
- როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე: შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.
ფესტივალში მოაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს. დამსაქმებლები კი გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.
გაეცანით რა ხდებოდა HR hub – ის მიერ ორგანიზებულ წინა დასაქმების ფესტივალზე და როგორ იყო მოწყობილი კომპანიების სტენდები: სტატია ფოტოები
ღონისძიების მხარდამჭერია გასტრონომი – პირველი “გურმე” მაღაზიათა ქსელი საქართველოში და ბია.
,,ვაფასებთ ჩვენს გუნდს, ვაღიარებთ მათ დამსახურებას და კიდევ უამრავ სიახლეს ვპირდებით” – სალომე ჟორჟოლიანი
2 ნაბიჯი დინამიური, მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა. არც მიმდინარე წელი ყოფილა გამონაკლისი და კომპანიამ ბევრი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს. Continue reading “,,ვაფასებთ ჩვენს გუნდს, ვაღიარებთ მათ დამსახურებას და კიდევ უამრავ სიახლეს ვპირდებით” – სალომე ჟორჟოლიანი”
“HR მედეატურის” პირველი ღონისძიება სვანეთში გაიმართება
“HR მედეატური” – ვორქშოპებისა და ტურების სერია საქართველოს კუთხეებში, მედეა ტაბატაძესთან ერთად, იწყება.
Continue reading ““HR მედეატურის” პირველი ღონისძიება სვანეთში გაიმართება”
HR ბიზნეს სამიტი 2021 შედგა – როგორია შეფასებები?!
HR ბიზნეს სამიტი 2021 შედგა! ღონისძიება “წინანდლის მამულში” ჩატარდა.
სამიტი 2018 წლიდან ყოველწლიურად იმართება და პანდემიის მიუხედავად წელსაც სრული ანშლაგი იყო, რისთვისაც ღონისძიების დელეგატებს, მხარდამჭერებს და ყველა ადამიანს ვინც ამ დღეს ქმნის უდიდესი მადლობა ეკუთვნის.
ღონისძიება მხარდამჭერებმა და დელეგატებმა შეაფასეს. გამომსვლელებმა კი მათი სპიკერობის გამოცდილების ემოციაზე მოგვიყვნენ.
Signify – ის დირექტორი ზვიად წოწკოლაური ღონისძებას დადებითად აფასებს: “მოხარულები ვართ, რომ Signify წელს HR ბიზნეს სამიტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. სამიტის ფარგლებში საშუალება მოგვეცა 300-მდე HR მენეჯერისთვის პირადად გაგვეცნო და გვეჩვენებინა ჩვენი პროდუქტი – ელექტრონული ხელმოწერების პირველი პლატფორმა საქართველოში. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ღონისძიება გამოვიდა. ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს.”
“თიბისი დაზღვევა წლის მთავარი HR ღონისძიების პარტნიორი გახლდათ. დიდი ხანია თვალს ვადევნებთ ამ ღონისძიებებს და ვხედავთ, როგორ იზრდება მასშტაბები, სპიკერების პროფესიული მრავალფეროვნება და თემების არეალი. სწორედ ამიტომ დიდი სიამოვნებით გამოვხატეთ მზაობა, რომ წელს ჩვენც გავმხდარიყავით ამ ყველაფრის ნაწილი და პარტნიორი.
საქართველოში, სამწუხაროდ, არ ვართ განებივრებული ასეთი მასშტაბური ღონისძიებებით, სადაც გარდა იმისა, რომ საინტერესო სპიკერებს მოვუსმენთ, შეგვიძლია გამოცდილება გავუზიაროთ კოლეგებს და პარტნიორებს. ვფიქრობ, მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მუდმივად საქმის კურსში იყოს იმის თაობაზე, რა ხდება HR სფეროში, და არა მარტო ამ სფეროში, ნამდვილად ღირს ყოველწლიურად ამ ღონისძიებებზე დასწრება და კოლეგების აზრების და სიახლეების მოსმენა.
წარმატებებს ვუსურვებთ HR hub-ს და მის გუნდს. იმედი გვაქვს მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური, საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება თითოეული ღონისძიება, რაც საბოლოო ჯამში ძალიან გამოადგება HR საზოგადოებას და მთლიანად საქმიან სფეროს.” – აღნიშნა TBC დაზღვევის დირექტორმა ნინო გაჩეჩილაძემ.
დელეგატების ნაწილმა, ღონისძიების ორგანიზაციული მხარე დადებითად შეაფასა, თუმცა მინუსებზეც ისაუბრა.
“მიუხედავად მცირე ხარვეზისა, ძალიან კარგი იყო, ამასთან წლიდან წლამდე საგრძნობია თქვენი და თქვენი ღონისძიების პროგრესი, საქმე რომელსაც აკეთებთ დიდებულია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სწორი ორგანიზაციული კულტურის განვითარებაში.” – ნინო ეფხოშვილი.
“ტრადიცია გრძელდება, რომელიც მნიშვნელივან როლს თამაშობს ამ სფეროს განვითარებაში. ამ პანდემიის ჟამს ამდენი ნაცნობი და ახლიბელი ადამიანის ნახვა იყო ერთი სიამოვნება, ამიტომ ვფიქრობ რომ 31 მაისი შედგა.” – ნინო ფეიქრიშვილი, Self.Ge – ის დამფუძნებელი.
“ეს დღე ნამდვილად გვჭირდება. მით უმეტეს წელს – მთელი წელი ჩაკეტილი ცხოვრების მერე ამდენი ადამიანი შევხვდით სასიამოვნო გარემოში და პროფესიული სიახლეები გავაზიარეთ. მადლობა თქვენ. მე ვისიამოვნე.” – დეა ჩხაიძე.
“მეორე წელია რაც შემოგიერთდით და ერთი სიამოვნებაა ეს დღე ჩემთვის. გარდა ამისა, ძალიან საჭიროა კარიერული განვითარებისთვის.” – ია კაპანაძე.
“ეს დღე ნამდვილად გვჭირდებოდა ყველას. მადლობა თქვენ იმისათვის რომ მოგვეცით შესაძლებლობა რომ შევხვედროდით ერთმანეთს და უამრავი საინტერესო აქტივობის მონაწილე ვყოფილიყავით თუ ძალიან საინტერესო და კარგი სფიჩებისთვის მოგვესმინა. ჩემთვის სამიტზე სპიკერობის გამოცდილება განსაკუთრებულია.” – სალომე კვახაძე.
მაღალი ჩართულობით წარიმართა ვორქშოპებიც.
“პალიტრა მედია ჰოლდინგის შიდა კომუნიკაციების მენეჯერი, მარიამ ზუმბაძე: “კომპანიამ HR ბიზნეს სამიტის მონაწილეებს წელსაც ბევრი სიურპიზს გაუკეთა. პალიტრის დასასვენებელ სივრცეში დელეგატებმა დაისვენეს, გაეცნენ და წაიკითხეს ბიზნეს ლიტერატურა, მიიღეს გათამაშებაში მონაწილეობა და გადაიღეს უამრავი სამახსოვრო ფოტო. Networking ოთახში კი მონაწილეებმა მეგობრულ გარემოში გაიცნეს ერთმანეთი, შეაჯერეს გამოცდილება და მოსაზრებები, აღმოაჩინეს ახალი შესაძლებლობები და დაიმუხტნენ დადებითი ემოციებით. იყო გათამაშებები და საჩუქრები პალიტრასგან”.
“2021 წლის HR ბიზნეს სამიტზე კომპანია „ნიკორა ტრეიდი“ განსხვავებული ფორმატით წარსდგა და HR პროფესიონალებს „ნიკორა არტ-სივრცეში“ უმასპინძლა, სადაც მათ არამარტო განტვირთვის შესაძლებლობა მიეცათ, არამედ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ თერაპიული შედეგი – აღედგინათ ენერგია და შინაგანი ბალანსი. სამიტის ფარგლებში, ჩვენი მიზანი გახდა ჩვენ კოლეგებსა და HR სფეროში დასაქმებულთათვის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა. გადავწყვიტეთ, შეგვეთავაზებინა მათთვის განსხვავებული პროგრამა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა „ნიკორა არტ-სივრცე“, პროგრამით ,,არტ-თერაპია პროფესიონალებისათვის“, ამისათვის გამოყენებული იქნა მანდალა-თერაპია და მანდალები, როგორც დაკავშირებულობისა (ნეთვორქინგის) და ერთიანობის სიმბოლო.
მონაწილეთა უკუკავშირის საფუძველზე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ „ნიკორა ტრეიდის“ არტ-სივრცემ, სამიტის ფარგლებში, საკმაოდ დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა, რასაც ვორქშოფზე მონაწილეთა დიდი რაოდენობაც მეტყველებს.
“ნიკორა არტ-სივრცის” სტუმრებს კომპანიისაგან გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო გათამაშების ფარგლებში განხორციელდა ორი იღბლიანი დელეგატის გამოვლენა. გამარჯვებულებს კომპანის „ნიკორა ტრეიდის“ მხრიდან გადაეცა საჩუქრად: წინანდლის მამულში, უქმეების გასატარებლად, სასტუმროს ვაუჩერები.
მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს HR ბიზნეს სამიტი 2021 – ის ორგანიზებისა და რა თქმა უნდა, მეგობრობისთვის.” – თათია ბაკაშვილი, HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
“სამიტის მონაწილეებისაგან შემდგარი მიკრო-ჯგუფებში ქოუჩინგური მუშაობის შედეგად გამოვალინეთ როგორ უნდა გავზარდოთ საქმიანობის ეფექტიანობა და ვუპასუხოთ ახალ HR გამოწვევებს ახალი ქცევებით, უნარებითა და შესაძლებლობებით.” – ნინო ბერუაშვილი, ICF საქართველო .
“აჭარაბეთი ვორქშოპზე სახელწოდებით ,,როგორია შენი კორპორატიული ავატარი?“ დელეგატებს კომპანიის კულტურისა და ღირებულებების კვლევის მნიშვნელობასა და მის გუნდში გავრცელებაზე ვესაუბრეთ” – ანი გოცირიძე, HRდეპარტამენტის ხელმძღვანელი.
My Gallery – ნიკა ჯაფარიძის ხატვის მასტერკლასზე შეიქმნა ბევრი დასამახსოვრებელი და საინტერესო ნამუშევარი.
სპიკერების გამოსვლების ნახვა ჩვენს Youtube არხზე შეგიძლიათ.
HR ბიზნეს სამიტი Signify.ge – ის მხარდაჭერით და თიბისი დაზღვევის პარტნიორობით ჩატარდა.
ვერცხლის სპონსორები: Grant Thornton Georgia King David KD4US Rem•Bow Events პალიტრა მედია ჰოლდინგი ნიკორა სუპერმარკეტი BIA • ბია Hotsale.ge.
ღონისძიების მხადამჭერია ასევე კვლევითი კომპანია ანოვა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი
ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთვარა HR ღონისძიებას!