შემოგვიერთდით

,,კორპორატიული კულტურის ქეისები” – 26 მარტს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება

HR hub – ის ორგანიზებით, 26 მარტს 12:00-15:00 საათზე (მის: ჩუბინაშვილის 55, N1 პურის ქარხანა) გაიმართება ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები”, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციული კულტურის 3 მაგალითი და ვიმსჯელებთ როგორ ვქმნით, ვავითარებთ და ვმართავთ ამ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხს ორგანიზაციებში.

რატომ კორპორატიული კულტურა?

ორგანიზაციული კულტურა გავლენას ახდენს და მართავს გუნდის წევრების ქცევას. კორპორატიული კულტურა მოიცავს სამუშაო გარემოს, ეთიკას, მიზნებს, ფასეულობებს, მუშაობის სტილს, ურთიერთობებს თანამშრომლებს შორის და ა.შ.

კორპორატიული კულტურა ფილტრია, სამსახურში სწორი ადამიანების ასაყვანად, ისევე როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომლებმაც უნდა აირჩიონ იმუშაონ მათ ღირებულებებთან შესაბამის კულტურაში.

მარტის ღონისძიება ამ მნიშვნელოვან თემას ვუძღვნით.

რომელი კომპანიების ქეისები იქნება წარმოდგენილი და ვინ იქნებიან სპიკერები?

 1. რუსკა თამაზაშვილი –  აჭარაბეთის ადამიანების განვითრებისა და ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი.

თემა: A people თავისუფალი ადამიანების კულტურა;

ღონისძიება ჩატარდება აჭარაბეთის მაღალტექნოლოგიურ საერთო სამუშაო სივრცეში. ამით პრაქტიკულ მაგალითს განვიხილავთ თუ როგორ აისახება კომპანიის კულტურა ყველა დეტალში, რაც ორგანიზაციას, გუნდს, სამუშაო სტილს უკავშირდება.  ამ კომპანიის სამუშაო სივრცე ძალიან მკაფიოდ გადმოსცემს თავად კომპანიის მთავარ ფასეულობებსა და ხედვებს.

შენობა ჩვენთვის განსაკუთრებულია პირველ რიგში იმის გამო, რომ ის იდეალურად გამოხატავს კომპანიის კულტურას და ძირითად ღირებულებებს: არის ღია და თავისუფალი სამუშაო სივრცეებით მოწყობილი. apeople სწორედ თავისუფალი ადამიანების ერთობაა, სადაც ყველას შეუძლია ბოლომდე გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალიზმი. ოფისის საერთო სამუშაო სივრცეები ხალისიანი და ფერადია – მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, დისკრიმინაციის გარეშე, ჩვენი კულტურის ორგანული ნაწილია.” – აცხადებენ კომპანიაში.

2. სულხან სახვაძე Sweeft Digital – ის  HR ბიზნეს პარტნიორი.

თემა: კორპორატიული კულტურა როგორც ცოცხალი ორგანიზმი.

3. თეა მახარაძე – TBC დაზღვევა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.

თემა: თანამშრომლების ბედნიერებაზე ორიენტირებულეი კულტურა

მაკა ყუბუსიძე – Click Events, დამფუძნებელი

4. თემა: შიდა კორპორატიული ღონისძიება, როგორც არამატერიალური მოტივაციის ინსტრუმენტი.

დარეგისტრირდით 26 მარტამდე: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA

ადგილები შეზღუდულია.

ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრანის მხარდაჭერის ნიშნად პოსტერი ლურჯ და ყვითელ ფერებშია. ღონისძიებაზე დასწრებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინაში გასაგზავნი საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენას, რომლებსაც ქართველი HR-ებისა და HR hub-ის სახელით გავგზავნით.  We stand with Ukraine

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.
მის: ჩუბინაშვილის 55, N1 პურის ქარხანა

ღონისძიების პარტნიორია: Grant Thornton Georgia, Kind david KD4US შატო ართვაინი.

 

,,როგორ გავახაროთ თანამშრომლები?!” -15 თებერვალს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება

15 თებერვალს  HR hub – ის ორგანიზებით ღონისძიება HR Online ჩატარდება. Continue reading “,,როგორ გავახაროთ თანამშრომლები?!” -15 თებერვალს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება”

HR hub Next-ის მეთექვსმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეთექვსმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა”

28 ოქტომბერს კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub-ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 ოქტომბერს, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 – დან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება.  Continue reading “28 ოქტომბერს კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება”

webhr.ge – HR მენეჯერების საჭიროებებზე მორგებული სერვისი

ზაქარია ხითარიშვილი კომპანია Webhr.ge-ის დამფუძნებელია.  Continue reading “webhr.ge – HR მენეჯერების საჭიროებებზე მორგებული სერვისი”

9 სექტემბერს HR hub-ის ღონისძიება ,,მოტივაცია და მომავლის ტრენდები HR-ში” გაიმართება

9 სექტემბერს, 19:00 სთ-ზე, Signify-ის მხარდაჭერით, HR hub-ის ონლაინ ღონისძიება ,,მოტივაცია და მომავლის ტრენდები HR-ში” გაიმართება.

Continue reading “9 სექტემბერს HR hub-ის ღონისძიება ,,მოტივაცია და მომავლის ტრენდები HR-ში” გაიმართება”

HR hub Next-ის მეთოთხმეტე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის. Continue reading “HR hub Next-ის მეთოთხმეტე ნაკადის მენტორები ცნობილია”

HR შუა ზღვაში – HR hub – ის ღონისძიება ბათუმში, იახტაზე გაიმართება

14 აგვისტოს, 19:30სთ-ზე, HR hub-ის ისტორიაში პირველად, ჩვენი ღონისძიება ბათუმში, შუა ზღვაში, იახტაზე გაიმართება. Continue reading “HR შუა ზღვაში – HR hub – ის ღონისძიება ბათუმში, იახტაზე გაიმართება”

HR hub Next-ის მეცამეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეცამეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა”

“HR მედეატურის” პირველი ღონისძიება სვანეთში გაიმართება

“HR მედეატური” – ვორქშოპებისა და ტურების სერია საქართველოს კუთხეებში, მედეა ტაბატაძესთან ერთად, იწყება. 

Continue reading ““HR მედეატურის” პირველი ღონისძიება სვანეთში გაიმართება”