შემოგვიერთდით

2 ოქტომბერს “არგეში” HR რთველი გაიმართება

HR hub – ის ორგანიზებით 2 ოქტომბერს (12:00-18:00), კახეთში (თელავი, რუისპირი), Hotel & Wine Cellar ARGE – ში გაიმართება HR რთველი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა.

განრიგი

  • 09:00 შეკრება იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებასთან (ავტობუსს ეწერება Omnibus); 
  • 09:30 თბილისიდან გამგზავრება (ზუსტად ამ დროს გავა ავტობუსი);
  • 12:00 რთველი რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში;

რთველის შემდეგ გადავინაცვლებთ Hotel & Wine Cellar ARGE – ში, სადაც გაიმართება ღონისძიება და შემდეგი აქტოვობები:

  • 12:40 სპიეკრი: თამარ ბოსიკაშვილი – აისიტექის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
  • თემა: HR პროცესების სრული გაციფრულება და რუტინული სამუშაოების მინიმუმამდე დაყვანა.
  • 13:25 სპიეკრი: ანდრო მესხორაძე – ჯეოსიფთის დირექტორი.
  • თემა: Google Workspaceკორპორატიულ კულტურაში
  • 13:45 მასტერკლასები და ლანჩი
  • 14:45 სპიეკრი: მედეა ტაბატაძე – სპიკერი, ტრენერი, კონსულტანტი
  • თემა: HRM – ის ახალი პროფესიები, პოზიციები, საქმიანობები და ამოცანები
  • 15:45 თავისუფალი დრო
  • 16:10 თბილისში გამომგზავრება.

ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ძირითადი და არაფორმალური.

პირველ ნაწილში საუბარი იქნება HRM – ის ახალ პროფესიებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომლებიც HR მენეჯერებს ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდებათ.

სპიკერი I: მედეა ტაბატაძე – სპიკერი, ტრენერი, კონსულტანტი.

თემა: HRM – ის ახალი პროფესიები, პოზიციები, საქმიანობები  და ამოცანები.

HRM-ს დაემატა ახალი საქმიანობები (მაგ.კომუნიკაციები, დამსაქმებლის ბრენდინგი, Tech  და ა.შ) რომლებიც გაჩნდა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. მედეა იასუბრებს რა ახალი მიმართულებები, როლები გვჭირდება ადამიანური კაპიტალის მართვაში, გაგვიზიარებს რჩევებსა და რეკომენდაციებს.

ასევე, გაგაცნობთ კომპანიას Aisitec – სა და ჯეოსოფტს, რომლებიც საინტერესო და სასარგებლო პროდუქტებს წარმოადგენენ სპეციალური შეთავაზებებით.

სპიკერი II: თამარ ბოსიკაშვილი – აისიტექის თანადამფუძნებელი და დირექტორი.

თემა: HR პროცესების სრული გაციფრულება და რუტინული სამუშაოების მინიმუმამდე დაყვანა.

აისიტექი ქართული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2016 წელს. აისიტექმა შექმნა პროდუქტები, რომლებიც ორგანზაციებს ეხმარება ბიზნეს-პროცესებიდან ამოიღონ ქაღალდის დოკუმენტები და სრულად გადავიდნენ საქმეების ელექტრონულ წარმოებაზე.

აისიტექი გთავაზობთ ორ პროდუქტს: ელექტრონული ხელმოწერებისა და დოკუმენტბრუნვის სისტემას www.validate.ge, ასევე ადამიანური რესურსების მართვისა და თვითმომსახურების სისტემას www.selfservice.ge.

validate.ge -ზე შეგიძლიათ ატვირთოთ ნებისმიერი ელექტრონული დოკუმენტი, შეამოწმოთ მასზე დადებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერებისა და შტამპების უტყუარობა, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შესრულებული. ამით სამომავლოდ თავიდან აიცილებთ ყველანაირ პრობლემას, რაც არასწორად ხელმოწერილმა დოკუმენტმა შეიძლება გამოიწვიოს. პორტალის მეშვეობით თავადაც შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი ID ბარათით ან დაადოთ კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. მეტიც, განსხვავებით ID ბარათისგან, რომლის თან ტარება ისედაც სულ საჭიროა, შტამპის ბარათი შეგიძლიათ თან არ იქონიოთ – გჭირდებათ მხოლოდ მისი შეერთება რომელიმე კომპიუტერზე ოფისში. validate.ge საშუალებას მოგცემთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაადოთ შტამპი და თან ისე, რომ უსაფრთხოება სრულად დაცული იყოს. პორტალის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად გაუზიაროთ დოკუმენტები სხვებს, მოიწვიოთ თქვენი თანამშრომლები ელექტრონულ სამუშაო სივრცეებში, რომლებსაც შექმნით პროექტებისთვის, სამუშაო ჯგუფებისთვის ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სხვა მიზნით.

სპიკერი III: ანდრო მესხორაძე – ჯეოსიფთის დირექტორი.

თემა: Google Workspaceკორპორატიულ კულტურაში

Google-ის სერვისები რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.
Google-ის სერვისები ბიზნესისთვის რომელიც კორპორატიულ კომუნიკაციასა და კოლაბორაციას გაამარტივებს
  • კორპორატიული მეილი Gmail-ზე;
  • საოფისე აპლიკაციები – Editors – რედაქტორები, Docs, Sheets, Slides, Forms;
  • Google Drive ღრუბლოვანი ფაილსაცავი;
  • Calendar – საქმიანი და გაზიარებადი კალენდარი;
  • Meet – ვიდეო და აუდიო კონფერენცია;
  • Chat –  ვკორპორატიული ჩეთი, Rooms-ი, Tasks;
  • და სხვა Google Workspace – აპლიკაციები;
  • Geosoft როგორც Google Cloud -ის პარტნიორი და როლი ქართულ ბიზნესში.

მეორე ნაწილში კი გელოდებათ შემდეგი აქტივობები:

  1. რთველში მონაწილეობა;
  2. კახური შოთის გამოცხობა;
  3. ჩურჩხელების ამოვლება;
  4. მწვადის შეწვა მაყალზე;
  5. ღვინის დეგუსტაცია.

დარეგისტრირდით 30 სექტემბრამდე: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA

თუ სასტუმროში დარჩენას გადაწყვეტთ, გიზიარებთ შეთავზებას.

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Aisitec ჯეოსოფთი  Hotel & Wine Cellar ARGE  sfero.ge King David KD4US Grant Thornton Georgia.

HR სფეროში სამაგიდო წიგნი, „WHO“ – საჩუქარი ორგანიზაციების დამფუძნებლებს, დირექტორებსა და HR მენეჯერებს

თქვენთვის საჩუქარი გვაქვს! Continue reading “HR სფეროში სამაგიდო წიგნი, „WHO“ – საჩუქარი ორგანიზაციების დამფუძნებლებს, დირექტორებსა და HR მენეჯერებს” →

დასაქმების მაძიებელთათვის ახალი პლატფორმა talantebi.ge შეიქმნა

ჩაერთე ჩვენს კამპანიაში „რას ნიშნავს ტალანტები შენს კომპანიაში“! Continue reading “დასაქმების მაძიებელთათვის ახალი პლატფორმა talantebi.ge შეიქმნა” →

15 სექტემბერს HR hub-ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება

15 სექტემბერს, 19:00 – 22:00 სთ-ზე, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთლის 118, პავილიონი N3, დარბაზი E), HR hub – ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

Continue reading “15 სექტემბერს HR hub-ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება” →

HR კურსი “მომავალი ტალანტები HR-ში” – HR კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. დარეგისტრირდით!

მესამე წელია HR hub-მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის პირველი, ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის HR სკოლა შექმნა. Continue reading “HR კურსი “მომავალი ტალანტები HR-ში” – HR კარიერის შესანიშნავი დასაწყისია. დარეგისტრირდით!” →

“ტალანტების დეფიციტი – ბიზნესის N1 გამოწვევა” – 2 აგვისტოს Meta Business Hotel-ში HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება

2 აგვისტოს, 19:00სთ-ზე, Meta Business Hotel-ში HR hub – ის მორიგი ღონისძიება ყველაზე ,,ცხელ” თემას დაეთმობა. Continue reading ““ტალანტების დეფიციტი – ბიზნესის N1 გამოწვევა” – 2 აგვისტოს Meta Business Hotel-ში HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება” →

საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი 2022 შედგა!

HR ბიზნეს სამიტი 2022 შედგა!

HR hub – ის მეხუთე, საიუბილეო წლის მთავარი HR ღონისძიება 7 ივლისს შატო მუხრანში სრული ანშლაგით ჩატარდა. 600 – ზე მეტი სტუმრის (HR პროფესიონალები და დირექტორები) წინაშე 10 სპიკერი წარსდგა. აუდიტორიის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სპიკერის წოდება დავით ბირმანმა მოიპოვა. ღონისძიების  წარმდგენია  eteam.

წლევანდელი სამიტის მთავარი თემა HR ტრანსფორმაცია იყო, რომლის გარშემოც დაიგეგმა  სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე, მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები (ვორკშოპი), HR კაფე და სხვა.

ღონისძიებაზე დაანონსდა HR hub – ის ახალი იცნიციატივის შესახებაც. ორგანიზაცია მასშტაბურ სახელფასო კვლევას ჩაატარებს.

ტრადიცია არც ამჯერად დავარღვიეთ და HR ბიზნეს სამიტზე რეგისტრირებული პირველ მონაწილეს, ნათია ქუტიძეს Kreston Georgia-ს მიერ დაწესებული საჩუქარი გადაეცა.

საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ტრადიციული გათამაშებისა და გამაჯვებულებისთვის პრიზების გადაცემის შემდეგ, დაგვირგვინდა ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების კონცერტით.

ღონისძიების ფასილიტაცია უზრუნველყო კომპანია – Teamboat-მა. ფასილიტატორი კი პაატა პაპავა იყო.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Kreston Georgia, Signify, Dreamland Oasis Chakvi, პროექტი ESCape – დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება

შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Grant Thornton Georgia Sfero.ge King David KD4US  პალიტრა მედია ჰოლდინგი  BIA • ბია  Hotsale.ge.

მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი   InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი

“მხარს ვუჭერთ ბიზნესს ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით.” – მარიამ იობიძე

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. რა დაგხვდებათ სამიტზე? გამორჩეული სპიკერები ინსპირაციული ქეისებით, მასტერკლასები, ვორქშოპები, ნეთვორქინგი “HR კაფეში” და ბევრი სიურპრიზი.

წელს ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებს ESCape. ჩვენ მარიამ იობიძეს ვესაუბრეთ და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: ESCape HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის მხარდამჭერია, რატომ გადაწყვიტეთ წლის მთავარი HR ღონისძიების მხარდაჭერა?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რომ ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი საინტერესო და თავისი შინაარსით მრავალფეროვანი ღონისძიების მხარდაჭერა. გვჯერა რომ ეს ჩვენთვის სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო გამოცდილება იქნება. ჩვენი მოტივაცია, ვყოფილიყავით სამიტის მხარდამჭერები განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. მათ შორის, უმთავრესი იყო სამიტის და მისი ორგანიზატორის – HR hub – ის წარმატებული და საქმიანი იმიჯი ქართულ ბიზნეს-სივრცეში. სამიტი აერთიანებს  ქართულ ბაზარზე ოპერირებად აქტიურ ბიზნესებსა და დამსაქმებლებს. შესაბამისად,  ეს პლატფორმა, პროექტისთვის  კარგი შესაძლებლობაა გაავრცელოს ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიაში იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სთავაზობს პოტენციურ დამსაქმებლებსა და ბიზნეს-პარტნიორებს.

HR hub: მოგვიყევით პროექტის შესახებ

„ESCape – დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ არის ევროკავშირის ერთ-ერთი მსხვილი პროგრამის – “უნარები დასაქმებისთვის” ქოლგის ქვეშ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ხორციელდება კონსორციუმის მიერ. კონსორციუმში წამყვანი ორგანიზაცია არის ფრიდრიხ ებერტის ფონდი და მთავარი პარტნიორია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. პროექტის მთავარი მიზანია დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში. აღნიშული მიზნის მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს, ქვეყანაში არსებული დასაქმების ხელშეწყობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი სტრუქტურების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. პროექტის ფარგლებში დავნერგეთ ინდივიდზე ორიენტირებული კონსულტირება-ქოუჩინგის და მენტორობის სრულიად ახალი მოდელი, რომელიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლების შესაბამისი კომპეტენციების,  უნარ-ჩვევების განვითარებას და მათთვის რეალური დასაქმების პერსპექტივების  გაჩენას. პროექტი სთავაზობს ბიზნესს მხარდაჭერას და დახმარებას გაუმკლავდეს ქართულ შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, როგორიც არის, მაგალითად, შეუსაბამობა დამსაქმებლის საჭიროებებსა და სამუშაოს მაძიებლის შესაძლებლობებს და კომპეტენციებს შორის ან სამუშაო ძალის ხშირი გადინება.

ამ მიზნის მისაღწევად პროექტის მთავარ ინსტრუმენტს „დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები“ წარმოადგენს. დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრი ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში. ცენტრებში, მაღალკვალიფიციური კონსულტანტები ახდენენ  შრომის ბაზარზე არსებული დასაქმების შესაძლებლობების ანალიზს, ბიზნესის საჭიროებების კვლევას და დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის ინტერესების თანხვედრას.

ამასთან, პროექტი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან ინკლუზიური ბიზნეს-გარემოს გასავითარებლად, რომ ის გახდეს მეტად მოქნილი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და შესთავაზოს თანაბარი პირობები და გარემო სამუშაოს მაძიებელს. ამ მიზნით, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვთავაზობთ გადამზადებას ინკლუზიურობის გაძლიერების მიმართულებით.

HR hub: როგორ იქნებით წარმოდგენილი სამიტზე და ბიზნეს სექტორთან სამომავლო თანამშრომლობისთვის რა შეთავაზება გექნებათ ღონისძიების მონაწილეებისთვის?

ჩვენი სამიტში მონაწილეობით გვსურს გავაკეთოთ განახცადი, რომ ვართ ღია ბიზნეს-სექტორთან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მზად ვართ გავუწიოთ მათ მხარდაჭერა და შევთავაზოთ მაქსიმალურად მათ ინტერესებზე და შესაძლებლობებზე მორგებული სერვისები შესაბამისი ადამიანური რესურსის მოზიდვის და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით. ჩვენი სერვისი მოიაზრებს დამსაქმებლის მოლოდინების, მოთხოვნებისა და შესაძლებლობების დეტალურ შესწავლას და ანალიზს. ამის გათვალისწინებით,  ვთავაზობთ მას ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას.

აქვე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო რომ სერვისი სრულად არაკომერციულია!

სამიტის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლები უფრო დეტალურად გაეცნობიან პროექტს და მის სერვისებს, პირადად შეხვდებიან პროექტის კონსულტანტებს და განიხილავენ უშუალოდ მათთვის საჭირო და სასარგებლო სერვისების მიღების შესაძლებლობას.

HR hub: როგორია პროექტის სამომავლო გეგმები?

გვსურს, რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე დავასაქმოთ და ბიზნესთან პარტნიორობით, შევქმნათ კერძო-საჯარო თანამშრომლობის ისეთი ეფექტური და წარმატებული მოდელი, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძობს არსებობას.

აღნიშნულის გარდა, გვსურს, უზრუნველვყოთ პროექტის შედეგების მდგრადობა დასაქმების ან მომიჯნავე სფეროში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებით. ამისთვის, მათ გავუზიარებთ ჩვენ მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.

დარწმუნებული ვარ რომ ამ სამიტში მონაწილეობა დასახული გეგმის შესრულებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

“ენთები” HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის HR Expo – ში იღებენ მონაწილეობას

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. რა დაგხვდებათ სამიტზე? გამორჩეული სპიკერები ინსპირაციული ქეისებით, მასტერკლასები, ვორქშოპები, ნეთვორქინგი “HR კაფეში” და ბევრი სიურპრიზი.

ასევე, მოეწყობა HR EXPO – HR მენეჯერებისთვის საინტერესო პროდუქტების/სერვისების გამფენა, სადაც ენთები სასიამოვნო და საინტერესო გარემოს დაგახვედრებენ.

დეტალებზე ნინო დავითაშვილს – ენთების თანამშრომელთა და მომხმარებელთა გამოცდილების მიმართულების ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.

HR hub: ენთები HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის HR Expo – ში იღებთ მონაწილეობას, პირველ რიგში თქვენი კომპანიისა და სერვისების შესახებ რომ მოგვიყვეთ …

ენთები ბუღალტრული, საგადასახადო და ფინანსური სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, 60-ზე მეტი თანამშრომლითა და 350-ზე მეტი პარტნიორი (მომხმარებელი) კომპანიით. კომპანია დაფუძნდა 2015 წლის ბოლოს და ამ დროიდან კომპანიის მთავარი მიზანია გახადოს პრემიუმ ხარისხის ბუღალტერია ხელმისაწვდომი, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. ვემსახურებით ისეთ ცნობილ ქართულ ბრენდებს, როგორებიცაა: „8000 მოსავალი“, „მადამ კოკო“, „საქართველოს რაგბის კავშირი“, „ჩიკორი“, „ქარდილი“, “Wyndham“-ი, „გიფერი“ და მრავალი სხვა.

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ წლის მთავარი HR ღონისძიებაში მონაწილეობა?

მომსახურების სფეროში მოღვაწე ნებისმიერი კომპანიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამშრომლების როლი. სწორედ თანამშრომელი ქმნის სერვისს და განსაზღვრავს მიწოდებული მომსახურების ხარისხს.  ამიტომ, ჩვენი მიზანია რომ მოვიძიოთ, პროფესიულად განვავითაროთ და  შევინარჩუნოთ მოტივირებული თანამშრომლები, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ კლიენტი კომპანიების კმაყოფილების მაღალ ხარისხს. ამავე მიზნიდან გამომდინარე,  2022 წელს, კომპანიამ გააძლიერა HR დეპარტამენტი.

HR სამიტზე მონაწილეობაც სწორედ ამ მიზანთანაა თანხვედრაში, რომ კიდევ უფრო მეტად აქტიური ვიყოთ ამ მიმართულებით, რათა გავხდეთ კიდევ უფრო მიმზიდველი დამსაქმებელი ქართულ ბაზარზე და დავასაქმოთ განვითარებაზე ორიენტირებული მოტივირებული ადამიანები. ამისათვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავი გავაცნოთ ღონისძიებაზე წარმოდგენილ სტუმრებსაც.

ამავდროულად ჩვენი მიზანია, სწრაფად მზარდ კომპანიაში შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ არსებული ნდობა, გუნდური სულისკვეთება, ვიზრუნოთ თანამშრომელთა განვითარებასა თუ ბრენდის რეპუტაციაზე. ამ კუთხითაც, ეს ღონისძიება ჩვენი გუნდისთვის უკეთესი გარემოს შექმნაზე ორიენტირებული ახალი იდეების, სიახლეების გაცნობისა და საინტერესო პარტნიორების მოძიების წყაროა.

ჩვენ გვექნება ჩვენი სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს მივაწვდით ინფორმაციას ჩვენი კომპანიის შესახებ და თავისუფალ დროს გვექნება სახალისო ტურნირი, სადაც მონაწილეებისთვის შესაძლებელი იქნება საჩუქრების მოგება.

HR hub:როგორ იქნებით წარმოდგენილი სამიტზე და რა შეთავაზება გექნებათ ღონისძიების მონაწილეებისთვის?

ორი სპეციალური შეთავაზება მოვამზადეთ ღონისძიების მონაწილეებისთვის.

კერძოდ კი:

  1. კომპანიების დამფუძნებლებისთვისა და დირექტორებისთვის, რომლებიც ამჟამად არ არიან ჩვენი მომხმარებლები, მაგრამ ეძებენ ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების პროვაიდერს საკუთარი ბიზნესისთვის, ვთავაზობთ ჩვენს მომსახურებებზე 15%-იან ფასდაკლებას. ივლისის ბოლომდე, პრომო კოდით: “HR Business Summit 2022_Ants”, რომელსაც დაკონტაქტებისას მიაწვდით ჩვენს წარმომადგენელს, ავტომატურად მიიღებთ ყველა ჩვენ სერვისზე 15%-იან ფასდაკლებას, ჩვენს ელექტრონულ გვერდზე (ants.ge) მითითებულ ფასებთან შედარებით.
  2. ამავდროულად, გვინდა ხალისიანი განწყობა შევუქმნათ სამიტის სტუმრებს და მარტივი, დართსის თამაშის პრინციპით, მოვუყვეთ ჩვენს კომპანიაზე. ერთგვარი სპორტულ- ინტელექტუალური მარათონი იქნება, სადაც სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ დართსის ტურნირში, უპასუხონ სახალისო შეკითხვებს და მოიგონ სიმბოლური და დასამახსოვრებელი საჩუქრები ჩვენი კომპანიისგან. ტურნირში გამარჯვებულს კი ჩვენგან საჩუქრად გადაეცემა, ბორჯომში, მაღალი კლასის სასტუმროში, პარტნიორთან ერთად 2 დღიანი ვიზიტი.

იმედს ვიქონიებთ, რომ საინტერესო და სახალისო თავგადასავალი იქნება ყველასთვის, ჩვენს სივრცეში სტუმრობა.

HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები 

„რიგის“ გუნდის წევრობა ნიშნავს ქართულ კულინარიაში სწრაფად დაიმკვიდრო წარმატებული მზარეულის სახელი – ნიკა ბორაშვილი

რიგი გასტროდუქანის შესახებ გეცოდინებათ. უკვე რა ხანია, ზედ მტკვრის პირას, ნაღდი თბილისური რიგი გამართეს. ძველი ყაიდა ახალთან შეაზავეს, ქართული სამზარეულოს მარგალიტები სულ კუთხე-კუთხე აგროვეს და გულთბილი მასპინძლობა აქაურობის მთავარ წესად აქციეს.

მთელი ეს ამბავი კიდევ, მათი კეთილი ამფსონების გარეშე, არაფრის დიდებით არ გამოვიდოდა. ესენი არიან, ვინც არიან — მათი მარჯვენაცა და მარცხენაც. რიგის გონიცა და განგებაც. გაიცანი, ეამხანაგე და კარგადაც მოუსმინე — თუ ამათ რიგებში ყოფნა მოინდომო, მათი კარი შენთვისაც ღიაა! ხმა გააგონე, კარგ ალაგას უნდა მოგაწყონ!

როგორც ხედავთ, ჩვენც მათ ყაიდაზე აგვამეტყველეს და სიახლეც გაგვიზიარეს, რომ თურმე გასტრონომიული დუქანი „რიგი“ ახალი წევრების შემოსამატებლად ემზადება და ყველა, ვინც ამ გამორჩეულ ადგილას დასაქმებას მოინდომებს, მათ გუნდში ელიან. თუ უკვე დაინტერესდი აქ მუშაობით, გადადი ბმულზე მინდა მუშაობა.

მანამდე კი, ამ სტატიაში საინტერესო ადამიანს ნიკა ბორაშვილს, გასტრონომიული დუქანი „რიგის“ შეფ-მზარეულს, გაგაცნობთ.

HR hub: ნიკა საიდან დაიწყო კულინარიის მიმართ თქვენი დაინტერესება? როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ კულინარიაა ის სფერო, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ?

კულინარიით დაინტერესების მთავარი მოტივაცია ჩემი  ოჯახის წევრები და მათ მიერ გემრიელად მომზადებული კერძები აღმოჩნდა. როდესაც სახლში უგემრიელესი კერძების სურნელი ტრიალებდა, ვფიქრობდი, რომ ჩემი ადგილიც შეიძლებოდა სამზარეულოში მეპოვნა. 16 წლიდან უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სამზარეულო ჩემი საყვარელი ადგილი გახდებოდა.

HR hub: თქვენთვის, როგორც შეფ-მზარეულისთვის რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც თვლით, რომ თავი წარმატებულად გაართვით?

ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რიგის კონცეფციის იდეის ჩამოყალიბება იყო; პირველი ნაბიჯებიდან ჩართული ვიყავი მენიუს შედგენაში; თითოეული კერძი, რომლითაც დღეს თავს ვიწონებთ, დიდი შრომისა და ფიქრის შედეგად შეიქმნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. თუმცა, დავამატებ, რომ ჩვენი კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ვფიქრობ, მთავარი გამოწვევები წინ გვაქვს.

HR hub: ბოლო დროს საქართველოში მზარეულის პროფესიის პოპულარობა იზრდება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ პროფესიით ასეთი დაინტერესება?

ჩვენი ქვეყანა მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაა, რომლის მთავარ კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება ქართული ძირძველი კულინარია თავისი კუთხური გამორჩეული გემოებით; ვფიქრობ, ამიტომ გადაწყვიტა ახალმა თაობამ, რომ სტუმრებს ეს დიდი კულტურული მემკვიდრეობა დაახვედროს შესაბამის დონეზე განვითარებული და თანამედროვე ეპოქას მორგებული.

HR hub: რამდენად რთულია კულინარიულ სფეროში თავის დამკვიდრება და რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც კულინარიისადმი ინტერესით გამოირჩევიან, თუმცა წარუმატებლობის ეშინიათ?

კულინარიის სფეროში თავის დამკვიდრება არც თუ ისე ადვილია. პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის ნებისმიერ მზარეულს სჭირდება სამზარეულოში ყველა იმ ეტაპისა და ბარიერის გავლა და გადალახვა, რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებს მის წინსვლასა და განვითარებას. რას ვეტყოდი? ალბათ, იმას რომ არ უნდა შეეშინდეთ ამ საფეხურების ავლა და წარმატება აუცილებლად ექნებათ.

HR hub: „რიგის“ სამზარეულოს განსაკუთრებულობაზე ბევრს საუბრობენ. რა არის თქვენი საიდუმლო, რაც მას სხვა სამზარეულოსგან გამოარჩევს და ასე განსაკუთრებულს ხდის?

ჩვენი მთავარი საიდუმლო დანერგილი კონცეფციის ზედმიწევნით სწორად შესრულებაშია. ამ პროცესში გუნდის თითოეული წევრი ჩართულია და დაუღალავად შრომობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „რიგში“ მოსულ სტუმარს იმედი არ გაუცრუვდეს და ყველა კერძით მოიხიბლოს ისე, როგორც აქამდე არასდროს;

HR hub: თქვენს სამსახურზეც მოგვიყევით, რას ნიშნავს იყო „რიგის“ გუნდის წევრი?

იყო „რიგის“ გუნდის წევრი ნიშნავს იმას, რომ ახლო მომავალში დაიმკვიდრო ქართულ კულინარიაში წარმატებული მზარეულის სახელი. „რიგის“ სამზარეულო იძლევა უსაზღვრო გამოწვევებს ძველი და ახალი კულინარიის შერწყმის შესასწავლად.

HR hub: გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე

დაუღალავი შრომით ვაგრძელებთ წინსვლას, სტუმრების მოზიდვას ჩვენი ხარისხითა და გემოებით. ასევე, „რიგში“ ახალი წევრების შემომატებისთვის ვემზადებით და მზად ვარ რიგიანად დავხვდეთ.

HR hub: ნიკა ახლა რა ვაკანსიებია „რიგში“?

მზარეულებისა და მეხინკლის აქტიური ვაკანსიები გვაქვს. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს სამზარეულო და მზადაა ჩვენი დიდი გუნდისა და ოჯახის წევრი გახდეს.

თუ მზად ხართ, თქვენს თავზე სტუმრების რიგიანი გამასპინძლება აიღოთ, მაშინ დარეგისტრირდით ამ ბმულზე და შევხვდებით გასაუბრებაზე: https://forms.gle/GdeTcqPR5qNjn3bu7

დარეგისტრირება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.