HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია eteam.
HR ბიზნეს სამიტის განრიგი ცნობილია


HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია eteam.

Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2022-ის ვორქშოფები და მასტერკლასები ცნობილია”

Alhokair Retail Group Georgia Great Place to Work სერტიფიკატის მფლობელი გახდა.
მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება ძალიან დიდი წარმატებაა. მიმდინარე სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე ნატო კვაჭანტირაძეს, HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.
HR hub: როგორ იღებს კომპანია Great Place to Work სერტიფიკატს/სტატუსს? რას ნიშნავს იყო გამორჩეული დამსაქმებელი?
საერთაშორისო კომპანია Great Place to Work®, წარმოადგენს სამუშაო ადგილზე კულტურის შემსწავლელ ორგანიზაციას, რომლის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს შექმნან და შეინარჩუნონ დასაქმებულთათვის მიმზიდველი სამუშაო გარემო.
სერტიფიცირების პროცესი მოიცავს როგორც სამუშაო პოლიტიკებისა და პროცესების შესწავლას ისე ჩაღრმავებულ და რაც მთავარია ანონიმურ კვლევას თანამშრომელთა ჩართულობის, ნდობის ინდექსისა და კმაყოფილების კუთხით. დამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემთხვევაში ორგანიზაცია ხდება სერთიფიცირებული 1 წლის ვადით და ენიჭება სხვადასხვა საკომუნიკაციო მერჩენდაიზინგის გამოყენების უფლება რათა ბაზარზე პოზიციონირება დაიწყოს როგორც საუკეთესო დამსაქმებელმა.
საუდის არაბეთში, ჩვენი დედა კომპანია ასევე სერთიფიცირებულია და მე-12ე ადგილს იკავებს საუკეთესო 30 კომპანიას შორის.
HR hub: რა არის Retail Group Georgia – ს, როგორც დამსაქმებლის, კონკურენტული უპირატესობა?
უდავოა, რომ თითოეული თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულება პასუხობს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებებს, კომპანიის საცალო სექტორში ადმინისტრაციული სექტორის იდენტურად 5 დღიანი სამუშაო კვირა გვაქვს, საპენსიო შენატანის თანამშრომლის წილს ანაზღაურებს კომპანია, ჩვენი თანამშრომლებისთვის დღესასწაულების საჩუქრებით გალამაზება ჩვენი ჩვეული რიტუალია, ასევე წელს დაინერგა ახალი საკომისიოების სისტემა, რომელიც თითოეული გაყიდული ნივთიდან აგენერირებს დამატებით შემოსავალს, ოფიციალურ დასვენების დღეებზე მუშაობა ზეგანაკვეთურად ანაზღაურება, ვთანამშრომლობთ სუპერ თანამედროვე ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიასთან, რის მეშვეობითაც უზრუნველვყავით თანამშრომელთა სისტემური პატრონაჟი და ეფექტურად ვმართეთ კოვიდ პანდემიის 2 წლიანი ხანა.
HR hub: რა პროგრამები გაქვთ დანერგილი თქვენი თანამშრომლების ტრენინგებისა და განვითარების მიმართულებით? კარიერული ზრდის რა შესაძლებლობებს სთავაზობთ მათ?
კომპანიაში 2 წლის წინ დაიწყო სისტემური გადამზადება საქმიანობისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარების მიზნით. ხოლო წელს კარიერის დაგეგმვისა და განვითარების ახალი მოდული გაეშვა რომელიც თავის თავში მოიცავს დასწავლის მოდულსაც და კრავს ერთ სრულ ციკლს თანამშრომლის აყვანიდან, მის ბოლო სამუშაო დღემდე. ეს უკანასკნელი ეფექტური საშუალებაა თანამშრომლის მიერ კარიერული წინსვლის დაგეგმვისა და ნებისმიერი მიმართულებით გაჩენილი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. თანამშრომლებმა იციან თუ რა პროგრამებია დასაძლევი კარიერის მომდევნო საფეხურზე ასასვლელად, ხელი მიუწვდებათ მასალაზე თუ რა, როგორ, რისთვის და როდის უნდა ისწავლონ რათა დააკმაყოფილონ დაწინაურებისთვის საჭირო მოთხოვნები.
HR hub: მოგვიყევით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
კომპანია ეყრდნობა 4 ძირითად ღირებულებას, ესენია: მომხმარებელზე ორიენტირებულობა, გუნდურობა, გაძლიერება, და გულწრფელობა. ჩამოთვლილი ღირებულებები ერთიანდება ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის – ნდობის ირგვლივ, რომელიც სოციალურ ცხოვრებაში ფუნდამენტია ჩვენი ქცევის თუ გადაწყვეტილების.
ჩვენი მთავარი ამოცანაა გვყავდეს ნდობით აღჭურვილი თანამშრომლები, და შევქმნათ გარემო სადაც თანამშრომლები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ, სადაც შეეძლებათ დაუშვან შეცდომები და აღიარონ ეს, სადაც მოითხოვენ დახმარებას და არავინ განსჯით მათ ამის გამო. მუდმივად ვცდილობთ წავახალისოთ ინდივიდუალიზმი და ვუბიძგოთ დაგვანახონ თავისი თავის საუკეთესო ვერსიები. უდავოა, რომ ნდობაზე დაყრდნობილი ურთიერთობებით აუცილებლად მივაღწევთ უფრო დიდ წარმატებას.
HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
ჩვენ არ ვჩერდებით, პანდემიის პერიოდშიც კი 4 მაღაზია გავხსენით და ბრენდი Kiko Milano შემოვიყვანეთ საქართველოს ბაზარზე. ბუნებრივია წელს გაფართოვების კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს, რაც გულისხმობს როგორც არსებული ბრენდებით ჩვენს ზღვისპირა ქალაქ ბათუმში შესვლას, ასევე ახალი საერთაშორისო დონის ბრენდების საქართველოს ბაზარზე შემოყვანას, რათა ჩვენს ძვირფას მომხმარებელს ყოველთვის საუკეთესო და უკონკურენტო არჩევანის საშუალება მივცეთ.


უკვე მეორე წელია რაც კომპანია Signify HR ბიზნეს სამიტის უცვლელი მხარდამჭერია. ელექტრონული ხელმოწერების ყველაზე მარტივი და საიმედო პლატფორმა წლებია, HR მენეჯერებს საქმიანობას მნიშვნელოვნად უმარტივებს. Continue reading “„HR პროცესებში მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება საქმიანობის ხარისხსა და შედეგს ზრდის“ – HR ბიზნეს სამიტის უცვლელი მხარდამჭერი Signify”

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია e team. Continue reading ““HR ბიზნეს სამიტი – HR მენეჯერებს საშუალებას გვაძლევს გავიზიაროთ გამოცდილება და მივიღოთ ინსპირაცია” – თამარ ქლიბაძე”

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია eteam. Continue reading “7 ივლისს შატო მუხრანში საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება”

HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. Continue reading “დასაქმების ფესტივალში მონაწილე კომპანიები ცნობილია”

რამდენად ხშირად გიფიქრიათ, რომ ადგილი სადაც მუშაობთ თქვენთვის არ არის? ვერ გრძნობთ თავს კომფორტულად გუნდში? არ მოგწონთ დავალებები რომლებზეც მუშაობთ ან საქმე რომელსაც აკეთებთ? Continue reading “ბედნიერება სამსახურში = პროდუქტიულობის ბუსტერს”

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეთვრამეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა”

პაშა ბანკი ტალანტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება! Continue reading “GROW – პაშა ბანკში ფრონტ ოფისის სტაჟირებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა იწყება”