შემოგვიერთდით

ალერგიის საწინააღმდეგო ცნობილი მედიკამენტი – საინტერესო ფაქტები კეტოტიფენის შესახებ

ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია.  ამიერიდან შემოგთავაზებთ ახალ რუბრიკას  ,,ჯანმრთელობა”, სადაც გაგიზიარებთ საჭირო რჩევებს, მედიკამენტების შესახებ ინფორმაციებს და ვისაუბრებთ სტრესზე, რომელიც დიდი დოზით არის ჩვენს ცხოვრებაში.

რუბრიკას დავიწყებთ ალერგიის საწინააღმდეგო ცნობილ მედიკამენტზე საუბრით, ვინაიდან ალერგია ბევრ ადამიანს აწუხებს და ეს მათ პროდუქტიულ მუშაობაშიც ხელს უშლის.

ალერგიის საწინააღმდეგო ცნობილი მედიკამენტი — საინტერესო ფაქტები კეტოტიფენის შესახებ

კეტოტიფენი ანტიჰისტამინური საშუალებაა. მოხმარება რეკომენდებულია ალერგიული მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისას, ალერგიული რინიტისა (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) და კონიუნქტივიტის (თვალის შემაერთებელი გარსის ანთება) წინააღმდეგ. 

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, კეტოტიფენი 1970 წელს შეიქმნა შვეიცარიაში. მისი პირველი მწარმოებელი კომპანია Sandoz Pharmaceuticals იყო და პირვანდელი დანიშნულება ანაფილაქსიური რეაქციების საწინააღმდეგო მოქმედება გახდლათ. 

აშშ-ში კეტოტიფენი ამჟამად ოფთალმოლოგიაში გამოიყენება და ურეცეპტოდ გაიცემა თვალის ალერგიული რეაქციების, ქავილის დროს. კანადაში მისი შეძენა მხოლოდ რეცეპტითაა შესაძლებელი და ატოპიური ასთმის წინააღმდეგ გამოიყენება. 

მექსიკასა და ევროპულს ქვეყნებში კეტოტიფენს დაახლოებით იმ დანიშნულებით იყენებენ, როგორითაც ქართულ საზოგადოებაში — სხვადასხვა ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ, იქნება ეს ჭინჭრის ციება (ურტიკარია), კვებითი ალერგიები თუ სხვა.

მედიკამენტი გვხვდება როგორც ტაბლეტების, ისე სუსპენზიის, ანუ სიროფის სახით. 

კეტოტიფენის ტაბლეტი, ისევე, როგორც კეტოტიფენის სიროფი, ურეცეპტოდ გაიცემა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მიღებამდე ექიმთან გავიაროთ კონსულტაცია. 

კეტოტიფენი ასთმიანი პაციენტებისთვის

წამალი ასთმის მქონე პაციენტებშიც გამოიყენება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ აქტიური შეტევის დროს ნაკლებად ეფექტიანია. სწორედ ამიტომ, კეტოტიფენს პრევენციის მიზნით უფრო იყენებენ. ასთმის საწინააღმდეგო სხვა წამლებთან მოქმედებით კეტოტიფენი ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას, სიმპტომებსა და სიმძიმეს. 

მისი გამოყენება, უმეტესწილად, სუსტად გამოხატული ატოპიური (ალერგიული) ბრონქული ასთმის ხანგრძლივი მკურნალობისას არის რეკომენდებული.

კეტოტიფენის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ამ მედიკამენტის გამოყენება სხვა წამლებთან ერთად საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ წამალთან შეიძლება მისი მიღება. თუკი რომელიმე პრეპარატს ან პრეპარატებს უკვე იღებთ, კეტოტიფენის დალევამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან — შეიძლება წამლების ერთად მიღება რეკომენდებული არ იყოს.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა კეტოტიფენისა და ნოშპას ერთად მიღებაა. ერთი მხრივ, სპაზმის საწინააღმდეგო წამალი და მეორეს მხრივ, ანტიალერგიული მოქმედების პრეპარატი ხშირად გამოიყენება სპაზმურ-ალერგიული ხველის დროს. 

თუმცა, ორი განსხვავებული მოქმედების პრეპარატის ერთად მიღებამდე უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა გარემოება. მაგალითად, როგორ ურთიერთქმედებს ამ წამლების შემადგენელი აქტიური ნივთიერებები ერთმანეთთან, უნდა გამოვრიცხოთ მათი ურთიერთქმედებით გამოწვეული ალერგიული რეაქციები. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია, რომ მედიკამენტების მიღებამდე სპეციალისტთან გავიაროთ კონსულტაცია.

მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკად აღიარებული მაიოს ჰოსპიტალის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ კეტოტიფენი არ გამოვიყენოთ შემდეგ მედიკამენტებთან:

  • ამიფამპრიდინი;
  • ბუპროპიონი;
  • დონეპეზილი;
  • პიტოლისანტი.

ცხადია, ამ შემთხვევაში იგულისხმება ისიც, რომ კეტოტიფენის გამოყენება არ შეიძლება ზემოხსენებული მედიკამენტების მთავარ, აქტიურ ნივთიერებასთან ერთად. ამიტომაც, წამლის დასახელების გარდა უნდა დავაკვირდეთ შედგენილობებსაც.

კეტოტიფენის ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

კეტოტიფენი ალერგიის წინააღმდეგ მუშაობს, სწორედ ამიტომ, მის დანიშვნასთან ერთად უმჯობესი იქნება, ჩვენს ექიმს კვების რაციონზეც დავუსვათ კითხვა. 

გამომდინარე იქიდან, რომ მკურნალობა ინდივიდუალური პროცესია და ყველასთვის ერთნაირად არ მიმდინარეობს, შესაძლოა, კონკრეტული საკვებისა თუ სასმელის რაციონიდან ამოღება დაგვჭირდეს  ამაზე კი გადაწყვეტილება ექიმმა უნდა მიიღოს.

ერთადერთი, რაც დანამდვილებით უნდა გამოვრიცხოთ ანტიალერგიული მკურნალობის, მათ შორის, კეტოტიფენის მიღების დროსაც, ალკოჰოლია. თუკი ასთმისა და ხველის საწინააღმდეგო მკურნალობას გადიხართ  თამბაქო და სხვა მსგავსი მოხმარების პროდუქტიც უნდა ამოიღოთ ყოველდღიურობიდან.

HR კალენდარი – როგორ ვგეგმავთ ახალ სამუშაო წელს HR – ში?

HR hub–ის ორგანიზებით, 25 ნოემბერს, 17:00სთ-ზე, წისქვილის “თეატრში” (ბელიაშილის 99) ღონისძიება “HR Christmas Market” – კორპორატიული შეთავაზებების ბიზნეს გამოფენა გაიმართება. დელეგატები ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორიდან  დაესწრებიან.  Continue reading “HR კალენდარი – როგორ ვგეგმავთ ახალ სამუშაო წელს HR – ში?”

საცურაო აუზი, სტრესისგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალებაა

ყოველდღიურად ჩაფლული ვართ სამუშო რეჟიმში, რომელიც ძალიან სტრესულია. განტვირთვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცურვა.  Continue reading “საცურაო აუზი, სტრესისგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალებაა”

Job Fest – ში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hubის ორგანიზებით,  5 თებერვალს, ჰოლიდეი ინნში (26 მაისის მოედანის N1), 17:00-19:00 სთ-ზე Job Fest – კარიერისა და დასაქმების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით, ტრენინგ ცენტრები და განათლების სერვისების მომწოდებელი ორგანიზაციები. სამუშაოს მაძიებლებისთვის ფესტივალში მონაწლეობა თავისუფალია. Continue reading “Job Fest – ში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

“საახალწლო HR კორპორატიულ მარკეტში” მონაწილეობისთვის კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ის ორგანიზებით, 25 ნოემბერს, 17:00სთ-ზე,  წისქვილის “თეატრში” (ბელიაშილის 99) პირველად საქართველოში, მასშტაბური ყოველწლიური “HR კორპორატიული მარკეტი” გაიმართება. Continue reading ““საახალწლო HR კორპორატიულ მარკეტში” მონაწილეობისთვის კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

23 ოქტომბერს HR hub – ის ღონისძიება “მოტივაციისა და ბენეფიტების” თემაზე გაიმართება

HR hub–ის ორგანიზებით, 23 ოქტომბერს, 17:00სთ-ზე, თიბისი კონცეპტის სივრცეში, (მარჯანიშვილის 7) ბიზნეს ღონისძიება “მოტივაციისა და ბენეფიტების” თემაზე გაიმართება. დელეგატები ღონისძიებას კერძო და საჯარო სექტორიდან  დაესწრებიან.  Continue reading “23 ოქტომბერს HR hub – ის ღონისძიება “მოტივაციისა და ბენეფიტების” თემაზე გაიმართება”

3 ოქტომბერს თბილისში “კარიერისა და დასაქმების” ფესტივალი გაიმართება

HR hubის ორგანიზებით,  3 ოქტომბერს, Pullman Tbilisi Axis Towers – ში, 17:00-20:00 სთ-ზე კარიერის და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით. Continue reading “3 ოქტომბერს თბილისში “კარიერისა და დასაქმების” ფესტივალი გაიმართება”

მალდივებიდან ოფისში: ანუ როგორ დავუბრუნდეთ საქმეს ზაფხულის დასვენების შემდეგ

HR hub წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას HR ქოუჩინგი, რომლის პარტნიორია Erickson Coaching International-ის წარმომადგენლობა საქართველოში. Continue reading “მალდივებიდან ოფისში: ანუ როგორ დავუბრუნდეთ საქმეს ზაფხულის დასვენების შემდეგ”

HR Conference Armenia

We are pleased to invite Georgian HR community to participate in the Annual Regional Conference entitled The Science of Leadership that will be held on October 4 at the Memorial Complex of Sardarapat Battle in Armenia.
For the past 12 years, our Annual Regional Conference has served as a hub of learning, bringing together great speakers from all over the world and attracting about 3,500 people from 40 different countries to Armenia.
This year you will explore how the human brain, artificial intelligence, and psychology all shape the leadership. Practical sessions, discussions, networking, and exciting keynote speeches will help everyone understand how our brains work and how the leadership mindset is changing in the contemporary world. The focus will be on the challenges we face in our changing world, where the human brain should use AI for better outcomes and more efficient leadership.
The participation package of 220 USD includes:
– 3 keynote speeches
– two sessions of your choice
– meals throughout the day
– group activities, games, and networking
– expo and guide tour in museum
– transportation to and from the event venue
– gala dinner!
* Discounts available for groups of 5 or more delegates from the same company.
Let’s reflect together and discuss what leadership should look like at the intersection of human brain and artificial intelligence development.
Conference language: English
For details and registration: https://hrconference.biz/sessions
If you have any questions don’t hesitate to contact us
 +37494584696 (whatsapp or mobile) and
It would be a pleasure to host you for this event!

Arpi Karapetyan

Founder, General Manager
Cascade Consultants

10 უნარი, რომელიც რეზიუმეში უნდა მიუთითოთ 2024 წელს

უნარები რეზიუმეს განუყოფელი ნაწილია. არ აქვს მნიშვნელობა, განაცხადს ავსებთ დაწინაურებისთვის, იცვლით პოზიციას ან ახალ   ინდუსტრიაში გადადიხართ სამუშაოდ, უნარები განსაზღვრავს თქვენი რეზიუმეს ვარგისიანობას. მომავალი დამსაქმებლისთვის განათლებასა და გამოცდილებაზე მნიშვნელოვანი, სწორედ თქვენი უნარები იქნება გადაწყვეტილების მისაღებად.

LinkedIn – ზე  კომპანიების 40% აღიარებს, რომ კანდიდატებს ეძებენ მათი უნარების შესაბამისად. უნარების მითითება რეზიუმესა თუ LinkedIn-ის პროფილზე, უპირატესობას გაძლევთ სამსახურის ძიების პროცესში.

რომელი უნარები უნდა მივუთითოთ რეზიუმეში?!

უნარები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა – რბილი უნარები და მყარი უნარები.

უნარები ამ ორ ჯგუფად ერთიანდება იმის გათვალისწინებით, დაკავშირებულია თუ არა ისინი კონკრეტულ სამუშაოსთან, კომპეტენციასთან, პირად და ადამიანურ უნარებთან და ა.შ.

რატომ უნდა მივუთითოთ რეზიუმეში სხვებთან კომუნიკაციის უნარები?

ინტერპერსონალური უნარები, რბილი უნარების შემადგენელი ნაწილებია და გულისხმობს სხვა ადამიანებთან მუშაობის უნარს. ინტერპერსონალური უნარების განსაკუთრებულობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე და რომელ ინდუსტრიაში მუშაობთ, ისინი თანაბრად მნიშვნელოვანია ნებისმიერ ტექნიკურ სამსახურში.

არ აქვს მნიშვნელობა რა შედის თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში – პარტნიორობის ჩამოყალიბება, გაყიდვები, შეხვედრებზე პრეზენტაციების გაკეთება, მეილების დაწერა – ინტერპერსონალური უნარები გულწრფელი, სანდო და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბების საფუძველია.

10 ინტერპერსონალური უნარი, რომელიც უნდა მიუთითოთ რეზიუმეში 2024 წელს;

Forbes გვიზიარებს ყველაზე გამორჩეულ ინტერპერსონალურ უნარებს, რომლებიც უნდა მიუთითოთ რეზიუმეში. გაზიარებული სია ეფუძნება სხვადასხვა კვლევებსა და ანგარიშებს, რომლებზეც LinkedIn-ის გუნდის წევრები, World Economic Forum და Coursera მუშაობდნენ.

ჩამოთვლილი უნარები თქვენს რეზიუმეში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანეთ, თუ ისინი ნამდვილად ასახავს და შეესაბამება თქვენს პიროვნებას:

  1. კომუნიკაცია
  2. ემპათია
  3. ემოციური ინტელექტი
  4. ლიდერობა
  5. კონფლიქტის გადაჭრა
  6. პრობლემების მოგვარება
  7. აქტიური მოსმენა
  8. მოლაპარაკებების წარმოება
  9. ნეთვორქინგი
  10. გუნდური მუშაობა

რეზიუმეში უნარების მითითებასთან ერთად, გასაუბრებისთვის მოამზადეთ პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ გამოიყენეთ კონკრეტული უნარი სამსახურში.

წყარო: საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია ინსორსი