საქართველოს კანონმდებლობით ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია: Continue reading “რა სახის დისკრიმინაციულ მოთხოვნებს შეიცავს ვაკანსიები?”
რა სახის დისკრიმინაციულ მოთხოვნებს შეიცავს ვაკანსიები?


საქართველოს კანონმდებლობით ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია: Continue reading “რა სახის დისკრიმინაციულ მოთხოვნებს შეიცავს ვაკანსიები?”

15 მარტს 17:00 რეკრუტინგის მართვის ინოვაციური სისტემის GoandGrow ონლაინ პრეზენტაცია HR hub – ის Facebook – გვერდზე გაიმართება. Continue reading “GoandGrow – 15 მარტს რეკრუტინგის მართვის ინოვაციური სისტემის პრეზენტაცია გაიმართება”

ვაგრძელებთ რუბრიკას ,,უხუცესი თანამშრომელი” და ამჟამად 88 წლის ჟუჟუნა ჯაფოშვილი-ხუტუაშვილი გვინდა გაგაცნოთ, რომელიც თელავის რაიონის სოფ. ფშაველის საშ. სკოლაში 50 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. Continue reading “,,მასწავლებლისთვის უდიდესი მიღწევა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურებაა” – 88 წლის ჟუჟუნა ჯაფოშვილი”

საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 1-ელი მარტიდან დამსაქმებლები ვალდებულნი იქნებიან აღრიცხონ დასაქმებულის სამუშაო საათები. Continue reading “WEEKSy – სამუშაო საათების აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემა შეიქმნა”
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l
შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ JTI-ს HR ბიზნეს პარტნიორის თიკო ჯანაშვილის ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
ჩვენ JTI ვართ, Japan Tobacco International და ჩვენ თავისუფლების გვჯერა. არჩევანის თავისუფლების პირობებში, ჩვენ შეუზღუდავი შესაძლებლობისაც გვჯერა. ბოლო 20 წელია, ინოვაციურ და მრავალფეროვან პროდუქტებს ვქმნით, ჩვენს მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება რომ შევუქმნათ. ასე გავიზარდეთ, ასე განვვითარდით იმ 130 ქვეყანაში, სადაც ვმუშაობთ.
თუმცა, ჩვენი ბიზნესი სულაც არ არის უბრალოდ ბიზნესი. ჩვენი ბიზნესი ჩვენი თანამშრომლები არიან, მათი ტალანტი, მათი პოტენციალი. ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ჩვენს თანამშრომელს აქვს თავისუფლება, იყოს უბრალოდ ის, ვინც არის, გაიზარდოს, იმოგზაუროს და განვითარდეს, სწორედ მაშინ ხდება საოცარი ამბები ჩვენი ბიზნესის სასარგებლოდ.
თუ შენც მზად ხარ, არჩევანი გააკეთო ისეთ კარიერაზე, რომელსაც შეიყვარებ, ისეთ კომპანიაში, რომელსაც შეიყვარებ, შემოგვიერთდი: #JoinTheIdea.
უფრო მეტს კი ჩვენი ვებგვერდიდან შეიტყობ: jti.com
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს
შეცდომებს, რომლებზეც სწავლობ. იმედგაცრუებას, რომლის გამო მეტად აფასებ ღირსეულ ადამიანებს. ადამიანის მომავლის ერთგვარი ჭვრეტის უნარს.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ
ადამიანის მიდგომას, ღირებულებებს, ერთგულებას და მზაობას, ისწავლოს და განვითარდეს.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც
განვიხილავ ყველა რეზიუმეს. ფორმის გამო უარს რეზიუმის წაკითხვაზე არასოდეს ვამბობ.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში
განვითარების უდიდესი შესაძლებლობები, კარგი გუნდი, საერთაშორისო გარემო, საინტერესო ბიზნესი.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს
იყავით გულწრფელები. ილაპარაკეთ, თქვენ გისმენენ. განვითარდით. შეაფასეთ და დააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები.

დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. Continue reading “სამსახურს ეძებ?! – ნიკორა ტრეიდს შენთვის ვაკანსიები აქვს”

„ფილიპ მორის საქართველო“ ზედიზედ მესამედ დასახელდა წლის საუკეთესო დამსაქმებლად, რაც კომპანიის მიერ ადამიანთა რესურსების ბრწყინვალე მართვისა და ასევე, სამუშაო გარემოს თანამედროვე საჭიროებებისადმი მისადაგების შედეგია. Continue reading “„ფილიპ მორის საქართველო“ უკვე მესამედ დასახელდა საუკეთესო დამსაქმებლად”

ახალი წელი საჩუქრებთან ასოცირდება.
ჰოდა, ჩვენც სასარგებლო და საჭირო საჩუქარი მოგიმზადეთ – ადიზესის მეთოდოლიგიის მიხედვით შექმნილი წიგნი „ეფექტური თათბირები“, რაც ძალიან გამოადგებათ დამფუძნებლებს, დირექტორებს, HR მენეჯერებსა და ბიზნესის სხავდასხვა მიმართულების, მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს.
HR hub – ის წევრები, მეგობრები და პარტნიორები საჩუქრად მიიღებენ ადიზესის მეთოდოლიგიის მიხედვით შექმნილ წიგნს „ეფექტური თათბირები“.
წიგნის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოქვეყნების პროექტი განხორციელდა HR hub – ისა და ადიზესის ინსტიტუტის ქართველი მეგობრების პარტნიორობით: ზურაბ კაპანაძე შპს ,,რეტკოს“ CEO, დავით ურუშაძე სს ,,ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი, თემურ ალექსანდრია სს ,,ნიკორა ტრეიდის“ ფინანსური დირექტორი.
ისინი ადიზესის მეთოდოლოგიას სხვადასხვა ტექნიკებს იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც ეფექტური, პრაქტიკული ინსტრუმენტია და გირჩევენ თქვენც, მზად არიან კონსულტაციისთვისაც.
ადიზესის მეთოდოლოგია უკვე ორმოც წელზე მეტია მსოფლიოს მასშტაბით უამრავ კომპანიას ეხმარება წარმატებით შექმნან ურთიერთნდობასა და პატივისცემაზე დამყარებული კორპორატიული კულტურა და მტკიცე ორგანიზაციული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ იყვნენ ეფექტურები და შედეგიანები როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
ამ მეთოდოლოგიის გაცნობისთანავე აღვფრთოვანდით მისი საოცარი მიგნებებითა და მიდგომებით, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია მარტივად გავუმკლავდეთ კომპანიებში ერთი შეხედვით ამოუხსნელ და გადაუჭრელ პრობლემს.
მოხარული ვართ, რომ თქვენ, ქართველი მენეჯერები გაიცნობთ ამ მეთოდოლოგიას, რადგან ყველანაირი აქტივობა, ტრანსფორმაცია და ეფექტური კომუნიკაცია კომპანიაში სწორად წარმართული თათბირით იწყება.
მადლობა საკონსულტაციო კომპანია Talent Flow-ს და მის დამფუძნებელს – ლიკა ნოზაძეს წიგნის ავტორებთან პარტნიორობის ნაწილში შეტანილი წვლილისთვის!
საჩუქრის მისაღებად გთხოვთ შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:
HR hub გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, ჰარმონიულ სამუშაო გარემოს, პოზიტიურ ცვლილებებსა და წარმატებებს!
მადლობა მეგობრობისთვის!
სიყვარულით,
HR hub-ის გუნდი

პირველი არხის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს თამარ შუბლაძე უხელმძღვანელებს. Continue reading “პირველი არხის გუნდს მედეა ტაბატაძე და თამარ შუბლაძე შეუერთდნენ”
