შემოგვიერთდით

„რომპეტროლ საქართველომ“ თანამშრომელთა ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

„რომპეტროლ საქართველოს“ ორგანიზებით 10 აგვისტოს, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, დიდუბის საგამოფენო სივრცეში, ღია ცის ქვეშ გაიმართა შეხვედრა რომპეტროლის თანამშრომლებთან თემაზე: „კოვიდ-უსაფრთხოება და ჩვენი როლი პანდემიის დასრულებაში.“ Continue reading “„რომპეტროლ საქართველომ“ თანამშრომელთა ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო”

ევოლუშენი თანამშრომლებს ვაქცინაციის წახალისების მიზნით დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს

ევოლუშენი თანამშრომლებს ვაქცინაციის წახალისების მიზნით დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს.

ევოლუშენის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოფისის თანამშრომლები ვაქცინაციისა და მომდევნო დღეს დაისვენებენ. ამავდროულად, საათობრივად მომუშავე ნებისმიერ თანამშრომელს, დასვენების მიუხედავად, სრულად აუნაზღაურდება ვაქცინაციისა და მომდევნო დღე.

კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ოფისში ასევე მოეწყო სწრაფი ტესტების სივრცე, სადაც ევოლუშენის პარტნიორი ლაბორატორიის მხარდაჭერით, თანამშრომლებს კოვიდ 19-ზე ტესტირება სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

“გადავწყვიტეთ, მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს დამატებითი მოტივაცა, რათა მათ მიიღონ აცრის გადაწყვეტილება, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ პანდემიის დასრულებას. გვჯერა, რომ ერთიანი მუშაობა და პასუხისმგებლიანი მიდგომა გადამწყვეტია ამ პროცესში. ჩვენს სტუდიაში პანდემიის დასაწყისიდან უამრავი ცვლილება გატარდა, რათა შეგვექმნა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო – სწორედ ამ მიზნით, სტუდიაში მოეწყო სპეციალური ზონები, სადაც ჩვენი გუნდის ყველა წევრს შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს ვირუსზე ტესტირება,“- აღნიშნა საქართველოს სტუდიის საოპერაციო  ხელმძღვანელმა, ჯეიკობ კლაესონმა.

ევოლუშენი შვედეთში დაფუძნებული ონლაინ სერვისებისა და გადაწყვეტილებების, B2B კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე 5000 – ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

Art Flow – Art Inception Georgia-ს და Talent Flow-ს უნიკალური კოლაბორაციული პროდუქტი

Art Inception Georgia და Talent Flow Management Consulting წარმოგიდგენთ ახალ, უნიკალურ კოლაბორაციულ პროდუქტს – Art Flow. Continue reading “Art Flow – Art Inception Georgia-ს და Talent Flow-ს უნიკალური კოლაბორაციული პროდუქტი”

“ნიკორა სუპერმარკეტის” საზაფხულო აგარაკის სეზონი, პროგრამით ,,განიტვირთე” დაიწყო

„ნიკორას აგარაკის“ პროექტი  კომპანიის ტრადიციაა, რომლის ისტორიაც 2016 წელს დაიწყო და წელსაც „ნიკორა სუპერმარკეტის“  HR დეპარტამენტი თანაგუნდელებს  სპეციალურად ნიკორელებისთვის მოწყობილ საზაფხულო აგარაკზე მასპინძლობს. Continue reading ““ნიკორა სუპერმარკეტის” საზაფხულო აგარაკის სეზონი, პროგრამით ,,განიტვირთე” დაიწყო”

დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში

დაზღვევის განათლების ჰაბი ახალი საგანმანათლებლო პლატფორმაა დაზღვევის საკითხების შესახებ. დეტალების გასაგებად ჩვენ ვესაუბრეთ მის დამფუძნებელს ნინო ნიავაძეს. Continue reading “დაზღვევის განათლების ჰაბი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში”

HR პორტალი – თიბისი დაზღვევის ახალი სერვისი HR მენეჯერებს

HR პორტალი თიბისი დაზღვევის ახალი პლატფორმაა. ჩვენ დავინტერესდით ახალი პროდუქტით და ამის შესახებ მარიკა მამფორიას, საოპერაციო სამსახურის უფროსს ვესაუბრეთ. Continue reading “HR პორტალი – თიბისი დაზღვევის ახალი სერვისი HR მენეჯერებს”

გაახალისე დისტანციური მუშაობა – ,,უფროს” შეთავაზება HR მენეჯერებს

 

“უფრო” სტარტაპია, რომელიც პანდემიის პერიოდში გაეშვა. Continue reading “გაახალისე დისტანციური მუშაობა – ,,უფროს” შეთავაზება HR მენეჯერებს”

პროფესიული მხარდაჭერის პროგრამა HR-ებისთვის

ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ HR Care დაიწყო პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება HR-ებისთვის. Continue reading “პროფესიული მხარდაჭერის პროგრამა HR-ებისთვის”

HR მართვის როლი შრომის უსაფრთხოებაში და ინციდენტების ანალიზის თემაზე ვებინარი ჩატარდება

22 დეკემბერს, 16:00სთ-დან 18:30 სთ-მდე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის შრომის უსაფრთხოებისა და ადამიანური რესურსების კომიტეტების ორგანიზატორობითა და HR hub, ფროფერთი ჯორჯიასა და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თანაორგანიზატორობით, გაიმართება ვებინარი თემაზე “HR მართვის როლი შრომის უსაფრთხოებაში, ინციდენტების ანალიზი”.
სპიკერები იქნებიან:
  • დავით თხელიძე – ICC Georgia-ს შრომის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, საფკოს დამფუძნებელი;
  • თორნიკე თოდრია – საფკოს დამფუძნებელი;
  • სალომე არღვლიანი – ICC Georgia-ს ადამიანური რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ევა-ს დამფუძნებელი.
ვებინარში მონაწილეობის მიღება უფასოა. მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: shorturl.at/djsK1
შეხვედრა ჩატარდება ზუმის პლატფორმაზე. სამუშაო ენა ქართული.
ვებინარის განრიგი:
ინციდენტების პრევენცია, ანგარიშგება, მოკვლევა და მიზეზების ზუსტი ანალიზი!
  • მისასალმებელი სიტყვა – 10 წუთი;
  • HR-ის როლი ორგანიზაციაში სტრატეგიული თემების დაგეგმარებაში -10 წუთი;
  • შრომის უსაფრთხოების ზოგადი მიმოხილვა (საერთაშორისო პრაქტიკა) – 20 წუთი;
  • ადგილობრივი კანონმდებლობის მიმოხილვა (შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი, ინციდენტების ანგარიშგება მოკვლევის დადგენილება) – 20 წუთი;
  • HR დეპარტამენტის როლი შრომის უსაფრთხოების მართვის ციკლში – 20 წუთი;
  • რა არის ინციდენტი და მისი კლასიფიკაცია – 10 წუთი;
  • ინციდენტების გამომწვევი მიზეზები (უშუალო და სისტემური) – 10 წუთი;
  • ინციდენტების მოკვლევის ტექნიკა (IOSH საერთაშორისო მოკვლევის მეთოდი) – 20 წუთი;
  • გაზიარებული, ინციდენტის მაგალითის განხილვა (ინტერაქტივი)- 20 წუთი;
  • ინციდენტების მოკვლევის შედეგების შემდგომი გადანაწილება/გაზიარება – 10 წუთი;
  • კითხვა-პასუხი – 20 წუთი;
  • HR-ის მზაობა შრომის უსაფრთხოების პერსონალის დაკონტრაქტებისთვის (შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა) – 10 წუთი;
  • ვებინარის მოკლე შეჯამება – 10 წუთი.
ვებინარზე დასასწრები ზუმის ბმული: https://theonevalley.zoom.us/j/99665512199…
Meeting ID: 996 6551 2199
Passcode: 553688

დასაქმების ონლაინ კვირეული – დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება

პროექტის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ,,აგროდუოს” და HR hub-ის ორგანიზებით, დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 1 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე დასაქმების ონლაინ კვირეული გაიმართება.

პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობების გაძლიერებას და დასაქმების მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტრენინგი, მასტერკლასები და საინფორმაციო შეხვედრები ექვს სხვადასხვა რეგიონში:

  • მცხეთა-მთიანეთი;
  • სამცხე-ჯავახეთი;
  • სამეგრელო;
  • შიდა ქართლი;
  • რაჭა-ლეჩხუმი;
  • კახეთი.

1 დეკემბერი 15:00 საათზე ტრენინგზე,  ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს ისეთი თემები როგორიცაა:

  • ლინკდინის როლი დასაქმებაში;
  • დასაქმების ელექტრონული პლატფორმების მიმოხილვა;
  • გასაუბრებისთვის მომზადება;
  • რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შექმნა.

Zoom/რეგისტრაციისთვის: გადადით ლინკზე

 USAID Zrda  უზრუნველყოფს მასტერკლასებს შემდეგ დარგებში:

2 დეკემბერი:

  1. მეფუტკრეობა 11:00 საათი – https://us02web.zoom.us/j/88657908746
  2. მეხილეობა 15:00 საათი – https://us02web.zoom.us/j/89408263823

დასაქმების კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდები ასევე შეხვდებიან დამსაქმებელს, მოისმენენ კომპანიისა და ვაკანსიის შესახებ დამატებით ინფორმაციას. მოახდენენ დამსაქმებელთან საკუთარი თავის პრეზენტაციას და დასვამენ შეკითხვებს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მეწარმეებთან/დამსაქმებლებთან შეხვედრები: 5 და 7 დეკემბერი.

დასაქმების ონლაინ კვირეულში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა/მეწარმეებმა მოგვწერეთ info@hrhub.ge.

დარეგები და რეგიონები: სამეგრელო:მებაღეობა; მეხილეობა. სამცხეჯავახეთი: მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, ვეტერინარია კახეთი: მეხილეობა, მეცხოველეობა, ფერმერობა მეთევზეობაში. მცხეთამთიანეთი: მეხილეობა შიდა ქართლი: მეფუტკრეობა.

პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.