Continue reading “17 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება ,,მეამას” სივრცეში გაიმართება”
17 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება ,,მეამას” სივრცეში გაიმართება


Continue reading “17 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება ,,მეამას” სივრცეში გაიმართება”

HR hub – მა ღონისძიებების ახალი სერია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში თებერვალში TOP HR თემებზე ორი სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

ვინ იქნებიან სპიკერები:
თემა: შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები პრაქტიკაში – სიახლეები და მიმდინარე ცვლილებები;
ადგილზე დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო და ფურშეტი.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ორივე ღონისძიებას დაესწროთ. ამ შემთხვევაში ღირებულება 135 ლარი იქნება.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: MEAMA Sfero.ge სასტუმრო EPISODE ბოტანია KD4US Grant Thornton Georgia.

HR სკოლაში სიახლე გვაქვს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, HR მენეჯერებისთვის საჭირო და სასარგებლო ვორქშოპი “ქოუჩინგის ინსტრუმენტები HR მენეჯერებისთვის” შევქმენით.
კურსი განკუთვნილია მოქმედი HR პრაქტიკოსებისთვის, რომელთაც სურთ გაიმრავალფეროვნონ პროფესიული საქმიანობის სპექტრი და დანერგონ მასში ქოუჩინგური პრინციპები და ინსტრუმენტები, რაც შედეგად მოიტანს თანამშრომელთა პროდუქტიულობის ამაღლებას.
კურსის მიზანს წარმოადგენს ქოუჩინგის ძირითადი პრინციპებისა და ინსტრუმენტების გაცნობა და HR-ის საქმიანობაში მათი გამოყენების ხელშეწყობა.
კურსის განმავლობაში განხილული იქნება ქოუჩინგის ძირითადი პრინციპები და ინსტრუმენტები, ასევე როგორ არის მათი ინტეგრირება შესაძლებელი ადამიანური რესურსების მართვის პროცესში.
კურსი დაფუძნებულია გამოცდილებითი სწავლების მეთოდიკაზე, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და სიმულაციებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
ნინო ბერუაშვილი ფლობს ადამიანური რესურსების მართვის და სწავლების სფეროში 15+ წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში, ამჟამად არის ორგანიზაცია ,,MinDoor”-ის მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი. ნინო ფსიქოლოგიის მაგისტრია, ასევე გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლიდერობის პროგრამა (Advanced Leadership Program). ნინო არის სერთიფიცირებული ქოუჩი (Erickson International; Jungian International School, Coaching rising), ასევე არის ემოციური ინტელექტის სერთიფიცირებული ტრენერი (Rochemartin London). გარდა ამისა, პარალელურად დაკავებულია აკადემიური საქმიანობით რამდენიმე უნივერსიტეტში.
ვორქშოპი განკუთვნილია:
დარეგისტრირდით ბმულზე 28 მარტამდე: forms.gle/coaching
მის: სასტუმრო ეპიზოდი პეკინის 41 (გაგარინის მოედნზე).
კურსი მოიცავს 8 შეხვედრას. ჩატრდება სამშაბათს და ხუთშაბათს 19:00 სთ-ზე. თოთოეული ლექცია 2 საათიანია.
კურსის ღირებულებაა 830 ლარი. გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.
სწავლა დაიწყება თებერვლის მეორე ნახევარში.
თითოეული ვორქშოპის ხანგრძლივობაა 2 საათი.
შეხვედრა #1
27 აპრილი სასტუმრო “ეპიზოდი“
შეხვედრა #2
2 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი“
შეხვედრა #3
4 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი“
შეხვედრა #4
11 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი“
შეხვედრა #5
16 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი“
შეხვედრა #6
18 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი“
შეხვედრა #7
23 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი“
შეხვედრა #8
25 მაისი სასტუმრო “ეპიზოდი“
სადემონსტრაციო სესია.
სადემონტრაციო სესიის დროს კურსის თითოეული მსმენელი მონაწილეობას მიიღებს სიმულაციაში, რომლის მეშვეობითაც შეფასდება კურსის განმავლობაში ათვისებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

HR hub-ის ორგანიზებით, 16 იანვარს, KD Meta Restaurant – ში , 19:00სთ-ზე HR კოპორატიული გაიმართება. ეს იქნება კოსტუმირებული, დაუვიწყარი ღონისძიება, სადაც შეგიძლიათ ერთი დღით საყვარელი ფილმის ან წიგნის პერსონაჟად იქცეთ. Continue reading “HR კორპორატიული კარნავალი – ახლა თქვენი დროა!”

HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ისა და კომპანია Softswiss–ის მხარდაჭერით, 10 დეკემბერს, სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში (მის. მერაბ კოსტავას N 14), 14:00სთ-დან 18:00სთ–ის ჩათვლით კარიერის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. Continue reading “10 დეკემბერს, თბილისში “კარიერის ფესტივალი” ჩატარდება”

HR hub – ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 10 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო რუმსის გარდელ ჰოლში, 14:00 – 18:00 სთ-ებში გაიმართება კარიერის მასშტაბური ფესტივალი, რომელიც შედგება რამდენიმე ნაწილისგან: Continue reading ““კარიერის ფესტივალში” მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”


28-29 ოქტომბერს, ბაკურიანი ინნ-ში HR hub-ის ღონისძიება და კვარტეტი ,,რანინას” კონცერტი გაიმართება. Continue reading “28-29 ოქტომბერს “Bakuriani Inn-ში” HR hub-ის ღონისძიება და კვარტეტი ,,რანინას” კონცერტი გაიმართება”

HR hub – ის ორგანიზებით 2 ოქტომბერს (12:00-18:00), კახეთში (თელავი, რუისპირი), Hotel & Wine Cellar ARGE – ში გაიმართება HR რთველი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა.
რთველის შემდეგ გადავინაცვლებთ Hotel & Wine Cellar ARGE – ში, სადაც გაიმართება ღონისძიება და შემდეგი აქტოვობები:
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ძირითადი და არაფორმალური.
პირველ ნაწილში საუბარი იქნება HRM – ის ახალ პროფესიებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომლებიც HR მენეჯერებს ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდებათ.
სპიკერი I: მედეა ტაბატაძე – სპიკერი, ტრენერი, კონსულტანტი.
თემა: HRM – ის ახალი პროფესიები, პოზიციები, საქმიანობები და ამოცანები.
HRM-ს დაემატა ახალი საქმიანობები (მაგ.კომუნიკაციები, დამსაქმებლის ბრენდინგი, Tech და ა.შ) რომლებიც გაჩნდა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. მედეა იასუბრებს რა ახალი მიმართულებები, როლები გვჭირდება ადამიანური კაპიტალის მართვაში, გაგვიზიარებს რჩევებსა და რეკომენდაციებს.
ასევე, გაგაცნობთ კომპანიას Aisitec – სა და ჯეოსოფტს, რომლებიც საინტერესო და სასარგებლო პროდუქტებს წარმოადგენენ სპეციალური შეთავაზებებით.
სპიკერი II: თამარ ბოსიკაშვილი – აისიტექის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
თემა: HR პროცესების სრული გაციფრულება და რუტინული სამუშაოების მინიმუმამდე დაყვანა.
აისიტექი ქართული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2016 წელს. აისიტექმა შექმნა პროდუქტები, რომლებიც ორგანზაციებს ეხმარება ბიზნეს-პროცესებიდან ამოიღონ ქაღალდის დოკუმენტები და სრულად გადავიდნენ საქმეების ელექტრონულ წარმოებაზე.
აისიტექი გთავაზობთ ორ პროდუქტს: ელექტრონული ხელმოწერებისა და დოკუმენტბრუნვის სისტემას www.validate.ge, ასევე ადამიანური რესურსების მართვისა და თვითმომსახურების სისტემას www.selfservice.ge.
validate.ge -ზე შეგიძლიათ ატვირთოთ ნებისმიერი ელექტრონული დოკუმენტი, შეამოწმოთ მასზე დადებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერებისა და შტამპების უტყუარობა, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შესრულებული. ამით სამომავლოდ თავიდან აიცილებთ ყველანაირ პრობლემას, რაც არასწორად ხელმოწერილმა დოკუმენტმა შეიძლება გამოიწვიოს. პორტალის მეშვეობით თავადაც შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი ID ბარათით ან დაადოთ კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. მეტიც, განსხვავებით ID ბარათისგან, რომლის თან ტარება ისედაც სულ საჭიროა, შტამპის ბარათი შეგიძლიათ თან არ იქონიოთ – გჭირდებათ მხოლოდ მისი შეერთება რომელიმე კომპიუტერზე ოფისში. validate.ge საშუალებას მოგცემთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაადოთ შტამპი და თან ისე, რომ უსაფრთხოება სრულად დაცული იყოს. პორტალის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად გაუზიაროთ დოკუმენტები სხვებს, მოიწვიოთ თქვენი თანამშრომლები ელექტრონულ სამუშაო სივრცეებში, რომლებსაც შექმნით პროექტებისთვის, სამუშაო ჯგუფებისთვის ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სხვა მიზნით.
სპიკერი III: ანდრო მესხორაძე – ჯეოსიფთის დირექტორი.
თემა: Google Workspaceკორპორატიულ კულტურაში
მეორე ნაწილში კი გელოდებათ შემდეგი აქტივობები:
თუ სასტუმროში დარჩენას გადაწყვეტთ, გიზიარებთ შეთავზებას.

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.
აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Aisitec ჯეოსოფთი Hotel & Wine Cellar ARGE sfero.ge King David KD4US Grant Thornton Georgia.