15 სექტემბერს, 19:00 – 22:00 სთ-ზე, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთლის 118, პავილიონი N3, დარბაზი E), HR hub – ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
Continue reading “15 სექტემბერს HR hub-ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება”

15 სექტემბერს, 19:00 – 22:00 სთ-ზე, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთლის 118, პავილიონი N3, დარბაზი E), HR hub – ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
Continue reading “15 სექტემბერს HR hub-ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება”

2 აგვისტოს, 19:00სთ-ზე, Meta Business Hotel-ში HR hub – ის მორიგი ღონისძიება ყველაზე ,,ცხელ” თემას დაეთმობა. Continue reading ““ტალანტების დეფიციტი – ბიზნესის N1 გამოწვევა” – 2 აგვისტოს Meta Business Hotel-ში HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება”

HR ბიზნეს სამიტი 2022 შედგა!
HR hub – ის მეხუთე, საიუბილეო წლის მთავარი HR ღონისძიება 7 ივლისს შატო მუხრანში სრული ანშლაგით ჩატარდა. 600 – ზე მეტი სტუმრის (HR პროფესიონალები და დირექტორები) წინაშე 10 სპიკერი წარსდგა. აუდიტორიის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სპიკერის წოდება დავით ბირმანმა მოიპოვა. ღონისძიების წარმდგენია eteam.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემა HR ტრანსფორმაცია იყო, რომლის გარშემოც დაიგეგმა სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე, მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები (ვორკშოპი), HR კაფე და სხვა.
ღონისძიებაზე დაანონსდა HR hub – ის ახალი იცნიციატივის შესახებაც. ორგანიზაცია მასშტაბურ სახელფასო კვლევას ჩაატარებს.
ტრადიცია არც ამჯერად დავარღვიეთ და HR ბიზნეს სამიტზე რეგისტრირებული პირველ მონაწილეს, ნათია ქუტიძეს Kreston Georgia-ს მიერ დაწესებული საჩუქარი გადაეცა.
საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ტრადიციული გათამაშებისა და გამაჯვებულებისთვის პრიზების გადაცემის შემდეგ, დაგვირგვინდა ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების კონცერტით.
ღონისძიების ფასილიტაცია უზრუნველყო კომპანია – Teamboat-მა. ფასილიტატორი კი პაატა პაპავა იყო.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Kreston Georgia, Signify, Dreamland Oasis Chakvi, პროექტი ESCape – დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება
შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Grant Thornton Georgia Sfero.ge King David KD4US პალიტრა მედია ჰოლდინგი BIA • ბია Hotsale.ge.
მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი


HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია eteam.

Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2022-ის ვორქშოფები და მასტერკლასები ცნობილია”

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია eteam. Continue reading “7 ივლისს შატო მუხრანში საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება”


HR hub – ის ორგანიზებით, 3 ივნისს ვაკის პარკში, დასაქმებისა და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. Continue reading ““დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე” კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

HR hub – ის ორგანიზებით, 26 მარტს ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები” ჩატარდა. ღონისძიებას 65-ზე მეტი HR მენეჯერი დაესწრო. Continue reading “26 მარტს HR hub – ის ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები” ჩატარდა”

HR hub – ის ორგანიზებით, 26 მარტს 12:00-15:00 საათზე (მის: ჩუბინაშვილის 55, N1 პურის ქარხანა) გაიმართება ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები”, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციული კულტურის 3 მაგალითი და ვიმსჯელებთ როგორ ვქმნით, ვავითარებთ და ვმართავთ ამ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხს ორგანიზაციებში.
რატომ კორპორატიული კულტურა?
ორგანიზაციული კულტურა გავლენას ახდენს და მართავს გუნდის წევრების ქცევას. კორპორატიული კულტურა მოიცავს სამუშაო გარემოს, ეთიკას, მიზნებს, ფასეულობებს, მუშაობის სტილს, ურთიერთობებს თანამშრომლებს შორის და ა.შ.
კორპორატიული კულტურა ფილტრია, სამსახურში სწორი ადამიანების ასაყვანად, ისევე როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომლებმაც უნდა აირჩიონ იმუშაონ მათ ღირებულებებთან შესაბამის კულტურაში.
მარტის ღონისძიება ამ მნიშვნელოვან თემას ვუძღვნით.
რომელი კომპანიების ქეისები იქნება წარმოდგენილი და ვინ იქნებიან სპიკერები?
1. რუსკა თამაზაშვილი – აჭარაბეთის ადამიანების განვითრებისა და ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი.
თემა: A people თავისუფალი ადამიანების კულტურა;
ღონისძიება ჩატარდება აჭარაბეთის მაღალტექნოლოგიურ საერთო სამუშაო სივრცეში. ამით პრაქტიკულ მაგალითს განვიხილავთ თუ როგორ აისახება კომპანიის კულტურა ყველა დეტალში, რაც ორგანიზაციას, გუნდს, სამუშაო სტილს უკავშირდება. ამ კომპანიის სამუშაო სივრცე ძალიან მკაფიოდ გადმოსცემს თავად კომპანიის მთავარ ფასეულობებსა და ხედვებს.
“შენობა ჩვენთვის განსაკუთრებულია პირველ რიგში იმის გამო, რომ ის იდეალურად გამოხატავს კომპანიის კულტურას და ძირითად ღირებულებებს: არის ღია და თავისუფალი სამუშაო სივრცეებით მოწყობილი. apeople სწორედ თავისუფალი ადამიანების ერთობაა, სადაც ყველას შეუძლია ბოლომდე გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალიზმი. ოფისის საერთო სამუშაო სივრცეები ხალისიანი და ფერადია – მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, დისკრიმინაციის გარეშე, ჩვენი კულტურის ორგანული ნაწილია.” – აცხადებენ კომპანიაში.
2. სულხან სახვაძე Sweeft Digital – ის HR ბიზნეს პარტნიორი.
თემა: კორპორატიული კულტურა როგორც ცოცხალი ორგანიზმი.
3. თეა მახარაძე – TBC დაზღვევა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.
თემა: თანამშრომლების ბედნიერებაზე ორიენტირებულეი კულტურა
მაკა ყუბუსიძე – Click Events, დამფუძნებელი
4. თემა: შიდა კორპორატიული ღონისძიება, როგორც არამატერიალური მოტივაციის ინსტრუმენტი.
დარეგისტრირდით 26 მარტამდე: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA
ადგილები შეზღუდულია.
ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრანის მხარდაჭერის ნიშნად პოსტერი ლურჯ და ყვითელ ფერებშია. ღონისძიებაზე დასწრებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინაში გასაგზავნი საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენას, რომლებსაც ქართველი HR-ებისა და HR hub-ის სახელით გავგზავნით. We stand with Ukraine

ღონისძიების პარტნიორია: Grant Thornton Georgia, Kind david KD4US შატო ართვაინი.