შემოგვიერთდით

“კარფური”-ს მთავარი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია” – ანა მგალობლიშვილი

HR hubის ორგანიზებით,  14 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. Continue reading ““კარფური”-ს მთავარი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია” – ანა მგალობლიშვილი”

Radisson RED Tbilisi – კრეატიული სამუშაო გარემო ტურიზმის სექტორში

HR hubის ორგანიზებით,  14 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. Continue reading “Radisson RED Tbilisi – კრეატიული სამუშაო გარემო ტურიზმის სექტორში”

8 ივნისს თბილისში “დამსაქმებლის ბრენდების მასშტაბური გამოფენა” გაიმართება

HR hubის ორგანიზებით, 8 ივნისს 16:00სთ-ზე ვაკის პარკში (ღონისძიება ტარდება ღია ცის ქვეშ, ამიტომ თუ ამინდი შეიცვალა და გადადება მოგვიწია, მინიმუმ 1 კვირით ადრე გაცნობებთ) დამსაქმებლის ბრენდების მასშტაბური გამოფენა და დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას კერძო და საჯარო სექტორის 100-მდე ორგანიზაცია მიიღებს.

ღონისძიების მიზანია ორგანიზაციებმა კანდიდატებს და პოტენციურ თანამშრომლებს გააცნონ სამუშაო გარემო, პირობები და ის უპირატესობები, რაც მათ გამოარჩევს სხვა დამსქმებლებისგან. ასევე, დასაქმების ხელშეწყობა.

დამქირავებლის ბრენდინგი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღეს კანდიდატების დასაინტერესებლად მეტი ძალისხმევა და კანდიდატებთან გაასმაგებული კომუნიკაციაა საჭირო. ჩვენი ღონისძიება, სწორედ დამსაქმებლის ბრენდებს დაეხმარება ცნობადობის გაზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.

გარდა გამოფენისა, სურვილის შემთხვევაში, ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დირექტორებს, HR მენეჯერებს, თამნამშრომლებს, შეუძლიათ 15 წუთიანი პრეზენტაციით მიმართონ აუდიტორიას და მოუყვნენ კანდიდატებს თუ რა კარიერული შეთავაზება აქვს კომპანიას.

სპიკერები ტალანტების მხრიდან კომპანიის რეპუტაციის შეფასების 4 ძირითად  ფაქტორზე ისაუბრებენ:

  1. როგორ ზრენავენ თანამშრომლებისკარიერულ განვითარებაზე;
  2. როგორია კომპანიის კულტურა და რა ბენეფიტებია ორგანიზაციაში;
  3. რა სარგებელს ქმნის კომპანია საზოგოადოებისთვის, რადგან დღესდღეობით ადამიანები სულ უფრო მეტად მიისწრაფვიან დასაქმდნენ ისეთ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებული CSR მიდგომებით გამოირჩევიან;
  4. როგორია ორგანიზაციაში თანამშრომლების გამოცდილება;
  5. როგორ პოზიციონირდება კომპანია, როგორც დამსაქმებელი.

ღონისძიების ფორმატი შემდეგნაირია:

  • გამოფენა Employer Brand Space  – სტენდების სივრცე, სადაც კერძო და საჯარო ორგანიზაციები წარმოაჩენენ დამსაქმებლის ბრენდებს;
  • დასაქმების ფესტივალი – თუ ორგანიზაციებს მიმდინარედ ღია ვაკანსიებიც აქვთ,  შეხვდებიან მათი ორგანიზაციით დაინტერესებულ კანდიდატებს და ადგილზევე მოხდება გასაუბრებები.

დამსაქმებლის ბრენდი არის თქვენი ორგანიზაციის იმიჯი, როგორც „საუკეთესო ადგილი დასაქმებისთვის“ არსებული თანამშრომლების  და ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმოდგენით გარე ბაზრებზე (აქტიური და პასიური კანდიდატები, კლიენტები, მომხმარებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები). ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი ორგანიზაციას ეხმარება როგორც საუკეთესო ტალანტებს მოზიდვაში ასევე, არსებული თანამშრმლების ჩართულობა-შენარჩუნებაში.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია გამოფენაში/ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?

მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირეთ კომპანია/დამსაქმებლის ბრენდი ამ ბმულზე: docs.google.com/forms 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 მაისი.

მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას.

ვინ მოვა ღონისძიებაზე:

ღონისძიებას დაესწრება 10 000-მდე კანდიდატი.

ასაკობრივი ჯგუფი:

  • 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
  • 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:

  1. დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობა.
  2. სამუშაოს მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება.

რა არის დასაქმების ბრენდების გამოფენაში/დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:

  • თბილისი (ვაკის პარკი): 615 ლარი + VAT
  • თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge

საორგანიზაციო დეტალები:

  • თქვენი სივრცე: 4 კვ.მ
  • ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;

როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:

შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

პროექტის თაიმლაინი:

1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. დამსაქმებლის ბრენდების გამოფენა და დასაქმების ფესტივალი.

HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.

გადაავლეთ თვალი წინა დასაქმების ფესტივალების ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები: 

  1. კარიერისა და დასაქმების ფესტივალიები;
  2. საყოველთაო გასაუბრება;
  3. Tbilisi Jobs;
  4. Expo Job;
  5. ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
  6. ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
  7. Job Fest.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან სასტუმრო ეპიზოდი და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.

საქართველოს მომავალი ევროპაშია %uD83C%uDDEC%uD83C%uDDEA 🇪🇺

HR hub პროექტს “100 დამსაქმებლის ბრენდი, რომელსაც უნდა იცნობდე” იწყებს

ჩვენი პროექტის „100 დამსაქმებლის ბრენდი, რომელსაც უნდა იცნობდე“ მიზანია საზოგადოებას, კანდიდატებს გავაცნოთ კომპანიების როგორც დამსაქმებლების კონკურენტული უპირატესობები, ფასეულობები, კულტურა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და სამუშაო გარემო. Continue reading “HR hub პროექტს “100 დამსაქმებლის ბრენდი, რომელსაც უნდა იცნობდე” იწყებს”

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hubის ორგანიზებით,  14 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. Continue reading “დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

Tbilisi Jobs – დასაქმების ფესტივალზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

29 ივლისს, 28:30 – 22:30  HR hub – ის ორგანიზებით, კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი Tbilisi Jobs – ჩატარდება.

მიმდინარედ გართულებულია კანდიდატების მოზიდვა და ამ ფონზე კი  ქვეყანაში 307 800 ადამიანი ეძებს სამსახურს.

იქიდან გამოდინარე, რომ 2015 წლიდან გვაქვს დასაქმების ფესტივალების ჩატარების დიდი გამოცდილება, წელსაც ვატარებთ ღონისძიებას, რომელიც კომპანიებს ადამიანური კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება.

ფესტივალი გაიმართება კიკვიძის პარკში.

დასაქმების ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. კანდიდატები კი წინასწარ შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიას, ვაკანსიას და დარეგისტრირდებიან. დასაქმების ფესტივალზე კი სამუშაოს მაძიებლები შეხვდებიან დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა.

რატომ არის ეს ღონისძიება კომპანიებისთვის საინტერესო?!

  1. გაზრდით დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობას;
  2. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა;
  3. შეძლებთ სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას/გასაუბრებას/დასაქმებას.

რას გთავაზობთ:

  • დამსაქმებლის ბრენდის პრომოუშენი;
  • შეხვედრა და გასაუბრება თქვენი კომპანიით/ვაკანსიებით დაინტერესებულ ადამიანებთან;
  • თქვენი კომპანიით დაინტერესებული კანდიდატების ბაზის მოწოდება (მათი თანხმობის საფუძველზე).

დაარეგისტრირეთ დამსქმებლის ბრენდი, კომპანიის რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე.

დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება: 300 ლარი + დღგ.

კომპანიების რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ივლისი

საორგანიზაციო დეტალები:

  • ფესტივალი გაიმართება დედაენის ბაღში;
  • თქვენი სივრცე: 8 კვ.მ;
  • რა დაგვხვდებათ: 1 მაგიდა და 4 სკამი;
  • როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე: შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

ფესტივალში მოაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს. დამსაქმებლები კი გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.

გაეცანით რა ხდებოდა HR hub – ის მიერ ორგანიზებულ წინა დასაქმების ფესტივალზე და როგორ იყო მოწყობილი კომპანიების სტენდები: სტატია  ფოტოები

ღონისძიების მხარდამჭერია გასტრონომი – პირველი “გურმე” მაღაზიათა ქსელი საქართველოში და ბია.

დამსაქმებლის ბრენდირება – apeople

თანამედროვე ორგანიზაციები დღეს დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. Continue reading “დამსაქმებლის ბრენდირება – apeople”

300-მდე ვაკანსია 30 პოზიციაზე -„ევექსი კლინიკები“ დასაქმების მასშტაბურ პროექტს იწყებს!

300-მდე ვაკანსია 30 პოზიციაზე -„ევექსი კლინიკებმა“ დასაქმების მასშტაბური პროექტი დაიწყო. Continue reading “300-მდე ვაკანსია 30 პოზიციაზე -„ევექსი კლინიკები“ დასაქმების მასშტაბურ პროექტს იწყებს!”

დამსაქმებლის ბრენდინგის 5 დიდებული მაგალითი

კომპანიის იმიჯზე ზრუნვა, დამსაქმებლის ბრენდინგი ე.წ. Employer Branding ყველა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია.

მაინც როგორ უნდა შევქმნათ დამსაქმებლის ბრენდი? როგორ დავაინტერესოთ ტალანტები, რომლებიც ჩვენი კომპანიის წარმატებას განაპირობებენ. ინსპირაციისთვის, გავეცნოთ 5 დიდი ბრენდის ისტორიას, რომლებმაც ეს იდეა სრულიად ახალ დონეზე აიყვანეს.

L’Oreal

კოსმეტიკური გიგანტი L’oreal მუდმივად იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დამსაქმებელი, მაგრამ ბოლო წლებში ბაზრის სწრაფმა ზრდამ ყველა ახალი მიმართულებით ტოპ ტალანტის მოძიება ლ’ორეალს მნიშვნელოვნად გაურთულა და შედეგად, კომპანია საკუთარი რეკრუტმენტის სტრატეგიების სისწორეზე დააფიქრა.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ L’oreal-ს დამსაქმებლის ბრენდინგის კუთხით ძალიან ნათელი მესიჯები აქვს. მათი  ყოველი ქმედება კომპანიას წარმოაჩენს, როგორც:

  • ამაღელვებელი გამოცდილება
  • შთამაგონებელი გარემო
  • უნაკლოობისკენ  სწრაფვის სკოლა

Google

გუგლი ყოველთვის ყველაზე სასურველი დამსაქმებლების სიის სათავეში იმყოფება (თუ საერთოდ პირველ ადგილზე არა), მაგრამ როგორ ინარჩუნებენ ისინი დამსაქმებლის ასეთ ძლიერ ბრენდს? ზუსტად ისე, როგორც თავად კომპანია ფუნქციონირებს: ინოვაციებით

gDNA პროექტის ფარგლებში, Google-მა მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯა იმის გასარკვევად, თუ რამდენად დაცულია მათი თანამშრომლების ე.წ. Work-Life ბალანსი, რაც მილენიალებისთვის მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. აღნიშნულმა კვლევამ მენეჯმენტს საშუალება მისცა დახმარებოდნენ თანამშრომლებს სამუშაოსა და ცხოვრების ჰარმონიულად შეთანხმებაში. მეორე მხრივ კი, კვლევის რეზულტატების საჯაროდ გამოქვეყნებით, კომპანიამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მათი მთავარი საზრუნავი თანამშრომლების კეთილდღეობა და კმაყოფილებაა.

Starbucks

როგორც gDNA-ს შემთხვევაში ვნახეთ, საუკეთესო ბრენდინგ საკომუნიკაციო სტრატეგიებში არსებული თანამშრომლების ჩართვა სწორი გადაწყვეტილებაა. მაგალითად, Starbucks ამას შედარებით უფრო პირდაპირ, სოციალური მედიის დახმარებით აკეთებს. #sbuxjobschat ჰეშთეგის გამოყენებით, ადამიანებს ტვიტერსა და ინსტაგრამზე შეუძლიათ პირდაპირ გაესაუბრონ სტარბაქსის არსებულ თანამშრომლებს, მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და მიიღონ კომპანიის, როგორც დამქირავებლის რეალური სურათი. თანამშრომლების აქტიურად ჩართვითა და პოტენციური თანამშრომლების მაქსიმალურად დაინტერესებით, სტარბაქსი ნათლად გვიჩვენებს მის დამოკიდებულებას თანამშრომლების შერჩევის მიმართ, რითაც მის, დამქირავებლის ბრენდს კიდევ უფრო აძლიერებს.

Salesforce

2015 წელს, საერთაშორისო ჟურნალმა Fortune, Salesforce ტოპ 10 საუკეთესო დამქირავებელს შორის დაასახელა. აღნიშნულ რანჟირებაში დიდი წვლილი კომპანიის ბრენდის იმიჯს მიუძღვის. Salesforce-მა საკუთარი დამქირავებლის ბრენდის განვითარება მთლიანად მიანდო თავის თანამშრომლებს, ეს კი ძალიან ძლიერი და ყოვლისმომცველი რეფერალური პროგრამის წყალობით მოახერხა. წარმოუდგენელი სამსახურეობრივი ბენეფიტები, როგორიცაა პირველი კლასის თვითმფრინავის ბილეთი, 5000$ სახარჯო ფული და სხვა, საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სტაჟიორების 60%-ს კომპანიაში დარჩენის სურვილი გამოეთქვა. ისეთი  გარემოს შექმნით, სადაც შერჩევის პროცესს დიდწილად არსებული თანამშრომლები აპიარებენ და განაგებენ კიდეც, კომპანიამ შეძლო ძალიან ჯანსაღი და მიმზიდველი კომუნიკაციის დამყარება პოტენციურ და არსებულ თანამშრომლებს შორის.

Acuity Insurance

2015 წელს, ვისკონსინში დაარსებულმა კომპანიამ ზემო აღნიშნული ჟურნალ Fortune-ის ტოპ ათი დამსაქმებლის სიაში მესამე ადგილი დაიკავა. დიდწილად ეს განაპირობა მათმა შთამაგონებელმა ბრენდ იმიჯმა თანამშრომლებისა და შერჩევის პროცესის მიმართ. Acuity თანამშრომლებს წარმოუდგენელ სამსახურეობრივ ბენეფიტებს სთავაზობს: განათლების დასაფინანსებელი ულიმიტო ფონდები, კომპენსირებული სამუშაო კვირები და ასევე მნიშვნელოვანი სამედიცინო პაკეტები.

 ალბათ ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ხელმძღვანელობა თანამშრომლებს ნებას რთავს თავიანთი სიტყვა თქვან კომპანიის მომავლის, გეგმებისა და სტრატეგიების განვითარების კუთხით, რაც ხორციელდება კიდეც ფართომასშტაბიან შეხვედრებსა და სხვადასხვა აქციების შედეგად, როგორიცაა, მაგალითად, თანამშრომელთა სახელზე ქველმოქმედების გაწევა და სხვა.

დამსაქმებლის ბრენდინგი თანამშრომლების შერჩევის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს. ეს 5 ბრენდი კი ამას იდეალურად ახორციელებს.

სტატიის ავტორი:  რატი წიკლაური

წყარო: http://www.thegarnergrp.com/blog/5-great-employer-branding-examples