შემოგვიერთდით

სამსახური გინდა, მაგრამ გამოცდილება არ გაქვს?

მუშაობა გინდა, თუმცა სამუშაო გამოცდილება არ გაქვს და არ იცი საიდან დაიწყო? Continue reading “სამსახური გინდა, მაგრამ გამოცდილება არ გაქვს?”

როგორ დავსაქმდეთ Retail Group Georgia-ს ახალ ბრენდულ მაღაზიებში?

28 სექტემბერს,  საბურთალოს City Mall-ში Retail Group Georgia-ს 14 ახალი მაღაზია გაიხსნება. Continue reading “როგორ დავსაქმდეთ Retail Group Georgia-ს ახალ ბრენდულ მაღაზიებში?”

,,ჩვენ ვმუშაობთ სიამოვნებისთვის და ეს ემოცია გადამდებია”- თამარა ქლიბაძე

,,ლინკდინმა შემახსენა, რომ 5 წელი გახდა, რაც ერთ კომპანიაში ვმუშაობ. 5 წელი კი, ჩემი აზრით, საკმაოდ დიდი დროა ერთ ადგილას გასატარებლად. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენ ხანში შეიძლება ამოწუროთ თავი ერთ სამუშაო ადგილას?

პირველად ამ თემაზე მაშინ ვიფიქრე, როცა 5 წლის თავზე, პირველი სამსახურიდან წამოვედი და საქმიანობის სფერო რადიკალურად შევიცვალე. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციაში ფსიქოლოგად ვმუშაობდი და ორგანიზაციის ბენეფიციარებსა და კურატორებს კონსულტაციებს ვუწევდი. თავისუფალი სამუშაო გრაფიკი და საათობრივი ანაზღაურება მქონდა. თავად ვგეგმავდი, როდის რამდენი მემუშავა და თავისუფალი დრო ჰობისა და სხვა ინტერესებისთვის როგორ დამეთმო. ერთი შეხედვით იდეალური სამსახური ჩანს დამწყები პროფესიონალისთვის, არა? თუმცა, სწორედ სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გავაანალიზე, რომ იქ 5 წლის გატარება შეცდომა იყო. მივხვდი, რომ გამოცდილება მაკლდა და სხვადასხვა ინდუსტრიებს, დიდი კორპორაციების კულტურას და მათ შესაძლებლობებს არ ვიცნობდი.

ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ბიზნეს სფეროში აღმოვჩნდი. მუშაობა მცირე ზომის საკონსულტაციო კომპანიაში დავიწყე, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებს HR სერვისს უწევდა. აქ ბევრი რამ ვისწავლე და დიდი თუ პატარა კომპანიების კორპორატიულ კულტურასაც მეტ-ნაკლებად გავეცანი. ვხედავდი, რომ ვიზრდებოდი და საჭირო გამოცდილებას ვიღებდი, თუმცა ინტერესიც მატულობდა და გარედან, კონსულტანტის თვალით, დანახული კორპორატიული გარემო და კულტურა აღარ მაკმაყოფილებდა.

პირველი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ 3 კომპანიაში ვიმუშავე. სამივეგან მხოლოდ 2-2 წელი გავატარე.

რატომ მაინცდამაინც ორი წელი?

  • პირველი წელი კომპანიის გაცნობას, საჭიროებების ანალიზსა და დაგეგმარებას სჭირდება.
  • მეორე – სასურველი პროდუქტის შექმნას.

შემდეგ, დგება დრო, როცა ეს ყველაფერი ერთგვარ რუტინაში გადადის და ახალ სამსახურზე ფიქრს ვიწყებ. ისეთ სამსახურზე, სადაც მეტად გავიზრდები და ჩემი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებას შევძლებ.

2 წელი თითქოს ერთგვარ შაბლონად მექცა. ერთ ადგილას უფრო დიდხანს გაჩერება წარმოუდგენლად მეჩვენება და ამიტომაც, ახალ დამსაქმებელს მხოლოდ 2 წლის თანამშრომლობის გარანტიას ვაძლევ.

ევროპაბეთში გადმოსვლის შემდეგ, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ყოველთვის აქ ვმუშაობდი და სხვა სამსახური არც არასდროს მქონია. ინდუსტრიის საოცრად მაღალ ტემპს სიამოვნებით ავყევი და აქ გატარებულ წლებზე მხოლოდ მაშინ დავფიქრდი, როდესაც ევროპაბეთში მუშაობის უკვე მეოთხე წელი მიიწურა. მერე 2 წლიანი შაბლონი გამახსენდა და დავფიქრდი, იქნებ ისევ შეცდომა იყო ერთ ადგილას ამდენ ხანს გაჩერება? რატომ არ მიჩნდებოდა სიახლის ძიების სურვილი?

HR სფეროში თანამშრომელთა გადინება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ხშირად ისმის კითხვა, საშუალოდ რამდენი წელი უნდა გაატაროს დასაქმებულმა ერთ კომპანიაში? ჩემი პირადი გამოცდილებიდან და პროფესიული დაკვირვებიდან გამომდინარე, ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია ჩამომიყალიბდა:

  • ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ეძებს, რის მიღწევას ცდილობს და რა გეგმები აქვს ადამიანს პროფესიული განვითარების გზაზე;
  • მნიშვნელოვანია ისიც, პროფესიული განვითარების რომელ ეტაპზე იმყოფება, იქნება ეს დამწყების, სპეციალისტის თუ ექსპერტის;
  • მთავარი კი, ალბათ, მაინც ის არის, თუ რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა მიზანთან მიმართებაში – რამდენად კარგად შეარჩია კომპანია და გაამართლა თუ არა ორგანიზაციამ დასაქმებულის მოლოდინები.

ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, დაგეგმვაში, არჩევასა და შეფასებაშიც კი. ეს ყველაფერი სრულიად ნორმალური და ბუნებრივია. ყველაზე მთავარი შეცდომის დროული იდენტიფიცირება და სწორი გადაწყვეტილების მიღებაა. ჩემი აზრით, კარიერის დამწყებ საფეხურზე მყოფთათვის ერთ ადგილას 2 წელზე მეტ ხანს გაჩერებას კარგად დაფიქრება და სხვა შესაძლებლობების გაანალიზება სჯობს. გამოცდილება ყველაზე ღირებული რამ არის. სხვისი მაგალითი და გამოცდილება არ გამოგადგება. იმისთვის, რომ მიხვდე, რომელი ინდუსტრიაა საინტერესო, როგორი კორპორატიული კულტურა გიზიდავს, შესაბამისი გამოცდილება უნდა გქონდეს. ეს მხოლოდ შენს ინფორმირებულობაზე არ მოქმედებს. გამოცდილების შეძენა ხედვის ჩამოყალიბებასა და პროფესიული და კორპორატიული კულტურის აღმოჩენაში გეხმარება.

მას შემდეგ, რაც საჭირო გამოცდილებას შეიძენ, სამუშაო ადგილზე თავის რეალიზებას შეძლებ, განვითარებას არ შეწყვეტ და ყოველი დღე თავისუფლებისა და ბალანსის მომტანი იქნება, მაშინ ერთ სამუშაო ადგილას გატარებული წლები კალენდარზე გამოსახულ პირობით ციფრებად იქცევა. მერე ყოველ ორშაბათს სამსახურში მისვლა სასიხარულო იქნება და პარასკევს მეგობრების პოსტები #finallyitsFriday ღიმილს მოგიტანს. ასეთ დროს კი წლები მხოლოდ სიამოვნების განცდას გიტოვებს. კომპანიასთან ერთად განვლილი გზითა და მიღწევებით ამაყობ. იცი, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი და თავგადასავალია, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაგზრდის. ამიტომაც, 5 წლის შემდეგ, თავს ისევ დამწყებად გრძნობ, რომელმაც ეს-ესაა შემოაბიჯა კომპანიაში და ანთებული თვალებით ისრუტავს ყველა სიახლეს.

ევროპაბეთი ჩემთვის ზუსტად ის სამუშაო ადგილია, სადაც ის ყველაფერი ვიპოვე, რაც ჩემთვის იდეალურ დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს. წლების მანძილზე ერთობლივი მუშაობით, ჩვენ შევძელით ისეთი სამუშაო კულტურის შექმნა, სადაც კომპანიის წარმატებაში ყველა მონაწილეობს, ყველა ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და ერთმანეთის წარმატება ისევე გვახარებს, როგორც საკუთარი. ალბათ, სწორედ ესაა ის ძირითადი საიდუმლო, რის გამოც ბოლო რამდენიმე წელია კომპანიაში თანამშრომელთა გადინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია – 10%-ს არ სცდება.” – „ევროპაბეთის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ქლიბაძე

ნინო ჯინჯოლავა: “გასაუბრება დაკარგული დრო არასოდეს არ არის”!

ნინო ჯინჯოლავა – ალბათ ეს სახელი და გვარი HR-ში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას ეცნობა. ნინოს ბიზნეს და სამთავრობო სტრუქტურებში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 19 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. Continue reading “ნინო ჯინჯოლავა: “გასაუბრება დაკარგული დრო არასოდეს არ არის”!”