HR hub–ის ორგანიზებით, 3 ოქტომბერს, Pullman Tbilisi Axis Towers – ში, 17:00-20:00 სთ-ზე კარიერის და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით. Continue reading “3 ოქტომბერს თბილისში “კარიერისა და დასაქმების” ფესტივალი გაიმართება”
Radisson RED Tbilisi – კრეატიული სამუშაო გარემო ტურიზმის სექტორში
HR hub–ის ორგანიზებით, 14 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. Continue reading “Radisson RED Tbilisi – კრეატიული სამუშაო გარემო ტურიზმის სექტორში”
6 მაისს, ვაკის პარკში კარიერის ფესტივალი ჩატარდება
HR hub–ის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით, 6 მაისს ვაკის პარკში 14:00სთ-დან 17:00სთ–ის ჩათვლით კარიერის ფესტივალი გაიმართება. Continue reading “6 მაისს, ვაკის პარკში კარიერის ფესტივალი ჩატარდება”
24 მარტს ვორქშოპი ,,როგორ გარდავქმნათ პრობლემა შესაძლებლობად?” ჩატარდება
HR hub – ის ღონისძიებების სერია TOP HR თემები გრძელდება. 24 მარტს 18:00 King David-ში, Meta Business Hotel-ში (მ.ალექსიძის 12) ვორქშოპი “როგორ გარდავქმნათ პრობლემა შესაძლებლობად?” ჩატარდება. Continue reading “24 მარტს ვორქშოპი ,,როგორ გარდავქმნათ პრობლემა შესაძლებლობად?” ჩატარდება”
დასაქმების ფესტივალში მონაწილე კომპანიები ცნობილია
HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. Continue reading “დასაქმების ფესტივალში მონაწილე კომპანიები ცნობილია”
3 ივნისს ვაკის პარკში დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება
HR hub–ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 3 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთ–ის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით. კომპანიები იხილეთ აქ:dasakmebis-festivalis-kompaniebi/.
ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge -ზე.
შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანია, ვაკანსია და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გაგზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალებს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.
დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.
კიდევ რა გელოდებათ?
ადგილზე დაგხვდებათ წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming. ფესტივალის სტუმრებს აქ შეეძლებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებენ ვიზიტორებს. სტუმრები შეძლებენ მოისმინონ სხვადასხვა ქეისები, რჩევები და გაითვალისწინონ გამოცდილი თანამშრომლების მიერ გაცემული რეკომენდაციები. იმედი გვაქვს მათ რჩევებს გამოიყენებთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. Upgaming წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც გლობალურ ბაზარზე 150-მდე საერთაშორისო კომპანიას უმაღლესი ხარისხის ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს აწვდის. ის ისეთ სიურპრიზებს გიმზადებთ, აქამდე არცერთ დასაქმების ფესტივალზე რომ არ ყოფილა. როგორ? ამას ადგილზე გაიგებთ.
რომელი სპიკერები იქნებიან წარმატების კუთხეში?
17:30სთ. – ალტერბრიჯის გზა: 7 ნაბიჯი იდეიდან შედეგამდე.
სპიკერი: ნათია გოცაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის დამფუძნებელი და რექტორი
18:00სთ გაიმართება ვორქშოპი თემაზე: სურვილების ფორმირება მიზნებად!
ვორქშოფზე გაიგებთ:
- რა ძალა აქვს სიტყვას;
- ჩვენი რომელი სუბ-პიროვნებაა პასუხისმგებელი სურვილების გაჯღერებაზე;
- რა ან ვინ გვიშლის ხელს სურვილების ასრულებაში;
- როგორ უნდა გარდავქმნათ სურვილები მიზნებად;
- რა გვჭირდება მიზნების მისაღწევად.
ხანგრძლივობა: 1 სთ
ტრენერი: თამარ შოშიაშვილი – ტრანსფორმაციული ქოუჩი. განათლებისა და ცნობიერების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.
მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით ვაკის პარკში.
დაგვიჯერეთ, პარასკევი საღამოს აქ გატარება ნამდვილად ღირს. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ.
თუ გინდათ, რომ დასაქმების ფესტივალის შესახებ მიიღოთ სიახლეები, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და შეტყობინებებს გამოგიგზავნით: https://forms.gle/2PXzuQPYpYJ36K499
დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:
- გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
- გაესაუბროთ დამსაქმებელს პირადად;
- დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
- იპოვოთ სამსახური;
- მოისმინოთ სპიკერების გამოსვლები და მიიღოთ მათგან კარიერული რჩევები და რეკომენდაციები.
- საქმიანად, საინტერესოდ, სასიამოვნოდ და ხალიასიანად გაატაროთ რამდენიმე საათი.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს.
დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.ge, Grant Thornton Georgia, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, King David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.
მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.
დასაქმების ფესტივალზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო
28 ოქტომბერს, 17:00 – 20:00 HR hub – ის ორგანიზებით, ღია სივრცეში, განახლებულ კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” ჩატარდება. Continue reading “დასაქმების ფესტივალზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”
Gasaubreba.ge – HR hub რეკრუტინგული კამპანიების პლატფორმას ქმნის
დღეს დასაქმების ბაზარზე სერიოზული გამოწვევებია. განსაკუთრებით დაბალია ვაკანსიებზე გამოხმაურება და გართულებულია კანდიდატების დაინტერესება, მოზიდვა და ვაკანტური პოზიციების შევსება. Continue reading “Gasaubreba.ge – HR hub რეკრუტინგული კამპანიების პლატფორმას ქმნის”
ევოლუშენ საქართველო პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად კომპანიებს პარტნიორობის ახალ მოდელს სთავაზობს
ევოლუშენი საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ერთერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. კომპანია, რომელიც მსოფლიოში ონლაინ სერვისებისა და ლაივ გადაწყვეტილებების სფეროში ლიდერის პოზიციებს წლებია არ თმობს, ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. Continue reading “ევოლუშენ საქართველო პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად კომპანიებს პარტნიორობის ახალ მოდელს სთავაზობს”
რატომ და როგორ გავხდეთ ფრილანსერი? რჩევები ნებისმიერი პროფესიის ადამიანს
დღევანდელმა რეალობამ გვაჩვენა, რომ პროფესიების უმრავლესობა არც ისეთი სტაბილურია როგორიც გვეგონა და სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეიძლება დავკარგოთ შემოსავლის წყარო. Continue reading “რატომ და როგორ გავხდეთ ფრილანსერი? რჩევები ნებისმიერი პროფესიის ადამიანს”