HR hub-ის ორგანიზებით 18 ნოემბერს, 16:00სთ-დან სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers – ში (ილია ჭავჭავაძის 37მ), ღონისძიება ,,HR TEAMS” და საახალწლო HR მარკეტი ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ნეთვორქინგი და HR მენეჯერებისთვის საუკეთესო კორპორატიული შეთავაზებების (საახალწლოდ და წლის განმავლობაში საჭირო კორპორატიული პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ) გაზიარება. ერთ სივრცეში, თქვენთვის და თქვენი გუნდებისთვის, საინტერესო, სპეციალურიშეთავაზებები დაგხვდებათ.
მთავარი სცენა დაეთმობა HR გუნდების გამოსვლებს წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ. გვეყოლება ინდივიდუალური სპიკერებიც. ღონისძიება იქნება ინტერაქციული და გექნებათ კითხვა-პასუხის შესაძლებლობა.
დრო რა თქმა უნდა ნეთვორქინგისთვისაც დაგრჩებათ. შეხვდებით ძველ კოლეგებს და იპოვით ახალ პარტნიორებს.
შემოგვიერთდით გუნდებთან ერთად!
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შესაძენად დარეგისტრირდით ამ ბმულზე: forms
დასწრების ღირებულებაა: 150 ლარი.
HR გუნდებისთვის სპეციალური ფასები კი შემდეგია:
- თუ გუნდიდან ესწრება 3 – 5-მდე მონაწილე – 10% ფასდაკლება;
- თუ გუნდიდან ესწრება 5 და მეტი მონაწილე მონაწილე – 15% ფასდაკლება.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 ნოემბერი.
ვინ იქნებიან სპიკერები და რა აქტივობებია დაგეგმილი ღონისძიებაზე?
განრიგი:
16:00-16:30 ღონისძიების გახსნა და HR კორპორატიული მარკეტი – HR-ებისთვის საინტერესო კომპანიების გამოფენა სპეციალური კორპორატიული შეთავაზებებით (გამოფენა მთელი ღონისძიების განმავლობაში გაგრძელდება).
16:0 – 17:00 – ქეთი მახარაშვილი – თიმბოუთის ფასილიტატორი.
თემა: ნდობა გუნდში – რატომ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს უკეთესად?
17:05 – 17:30 “არქის” HR გუნდის გამოსვლა
თემა: Inside Out – ჩვენი ისტორიაა იმაზე, თუ როგორ ვითარდება ბრენდი შიგნიდან — ადამიანებით, მათი ჩართულობითა და ღირებულებებით. როგორ გარდაიქმნება ეს ენერგია ნდობად და ძლიერ HR იდენტობად.
- ეთუნა ჟვანია – ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
- ლიზა ქოიავა – ადამიანური რესურსების განვითარების მენეჯერი;
- სალომე ზირაქაძე – ადამიანური რესურსების მართვის უფროსი მენეჯერი;
- ქეთო მოდებაძე – ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი;
- მარიამ კირვალიძე – ადამიანური რესურსების ადმინისტრაციული მენეჯერი.
17:30 – 17:55 Geo Hospitals • ჯეო ჰოსპიტალსი – ის HR გუნდი
- მარიამ თათხაშვილი – ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დირექტორი;
- სალომე კუპრეიშვილი – პერსონალის ადმინისტრირების განყოფილების ხელმძღვანელი;
- ანი ქობულაძე – პერსონალის ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტი;
- მარიამ ტეხაშვილი – პერსონალის ადმინისტრირების განყოფილების სპეციალისტი;
- ანანო მუშკუდიანი – თანამშრომელთა გამოცდილების კოორდინატორი;
- ქეთი მჟავანაძე – თანამშრომელთა გამოცდილების სპეციალისტი;
- ლიკა მელქაძე – თანამშრომელთა გამოცდილების სპეციალისტი.
თემა: Me in We – Talent wins games, but teamwork wins championships.
როგორ ვინარჩუნებთ გუნდში ანუ “We-ში” ინდივიდუალიზმს ანუ “Me-ს”.
17:55 -18:35 შესვენება
18:35 – 19:00 ნინო ქვარიანი – საქართველოს ფსიქოსინთეზის ინსტიტუტის დამფუძნებელი
თემა: გუნდურობის ფსიქოლოგია: როგორ შევქმნათ ნდობა და უსაფრთხო სივრცე გუნდში?
19:00 – 19:25 თინათინ ბონი – SPHRi. კომპანია Behavency-ის პარტნიორი; საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი ადამინური კაპიტალის მართვის სფეროში
თემა: Why team developnent fails – რატომ ვერ ვითარდება გუნდი?
19:25 – 19:50 თეა ხოშტარია – Lunar Consulting (ლუნარ ქონსალთინგი) დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი
თემა: გუნდში უკუკავშირის მნიშვნელობა.
ღონისძიების ძირითადი ნაწილის დაწყებამდე კი გთავაზობთ ვორქშოპს თემაზე “სასურველი სამუშაო გარემო”, რომელიც 11:00სთ-ზე დაიწყება სასტუმრო პულმანში. მხოლოდ ამ ვორქშოპზე დასწრების ღირებულებაა 89 ლარი.
“პულსი“ შეასრულებს გიდის როლს და დაგეხმარებათ საინტერესო მოგზაურობაში. ვორქშოპს გაუძღვებიან: ეკა ნოზაძე – HR და ბიზნესის ტოპ მენეჯერი, ICF-ის სერტიფიცირებულით ქოუჩი, კონსულტანტი, მენტორი. კახი სამხარაძე პულსის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ნანო ქარდავა – მაგისტრი, ორგანიზაციული განვითარებისა და კონსულტაციების მიმართულებით.
ალბათ ყველა HR პროფესიონალი ისწრაფვის შექმნას ისეთი ‘სასურველი გარემო’ მის ორგანიზაციაში, სადაც ურთიერთობები იქნება პირველ რიგში გულწრფელი, დაბალანსებული, იქნება ერთობის იდეის შეგრძნება და საერთო მამოძრავებელი ენერგია — მოტივაცია.
ვორქშოფის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ წინა ხაზზე წამოწეულია ‘მინდა’(პირადი სურვილები), განსხვავებით ტრენინგებისა და კონსულტაციებისაგან, სადაც ‘უნდას’ უჭირავს წამყვანი პოზიცია. თქვენ არ მოერგებით Mircosoft-ის, Google-ის benchmarkებს, არამედ თქვენნაირი მოტივებითა და იდეებით შთაგონებულ HR-ებთან ერთად იმუშავებთ, შექმნით სასურველ გარემოს ‘პირობით კომპანიაში’,
- გექნებათ საინტერესო მოგზაურობა თქვენ შინაგან სამყაროსთან და დაფარულ გულწრფელ ემოციებთან, მედიტაციის დახმარებით
- ამ ემოციებს — სიტყვებზე გულწრფელად — გამოხატავთ ნახატში, არტ-ტექნიკის დახმარებით
- ააშენებთ “ქალაქს’
- პროცესი მიმდინარეობს სახალისო ფორმატში, თქვენში იღვიძებს ‘შინაგანი ბავშვი და აქვს სარელაქსაციო ხასიათი.
ვორქშოფის მეორე მთავარი გამოწვევა იქნება, რომ თქვენი შექმნილი ‘სასურველი სამუშაო გარემო’ კომპანიაში უნდა შეადაროთ AI-ის ხედვით შექმნილ კომპანიის ვერსიას და მოძებნოთ გაერთიანების გზები ამ ორ ვერსიას შორის.
წინ დიდი თავგადასავალი გელით!
ვორქშოფის ერთ-ერთი ხიბლი ის გახლავთ, რომ მონაწილეები თავადვე არიან დამკვირვებლები, შემქმნელები და სტრატეგიის ავტორები — თუ რა გზებით შეიძლება ახალი აღმოჩენებით შეიქმნას უკეთესი სამუშაო გარემო, შეიქმნას სივრცე და ენერგია, რომლის პირობებშიც, ერთი მხრივ, მიღწეული იქნება კომპანიის მიზნები, ხოლო მეორე მხრივ, დაცული იქნება თანამშრომელთა კმაყოფილების (well-being) ხარისხი.
ვისთვისაა ღონისძიება?
კერძო და საჯარო სექტორის:
- HR გუნდებისთვის (HR დირექტორები, HR მენეჯერები, HR სამსახურის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლები);
- HR სფეროთი დაინტერესებული ადამიანები;
- დამფუძნებლები, დირექტორები,
- მენეჯერული რგოლისთვის, C-Suite – TOP მენეჯერებისთვის;
ღონისძიების პარტნიორები არიან: სამუშაო სივრცე Network, Grant Thornton Georgia და Geosoft.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება HR კორპორატიული მარკეტი, სადაც გელოდებათ საინტერესო სპეციალური შემოთავაზებები, შემდეგი კომპანიებსგან:
- პიელ ნატურალსი – წარმოდგენილი გვექნება ჩვენი ბესტსელერი პროდუქტებისგან შემდგარი სტენდი. ასევე, ადგილზე დაგხვდებათ ტესტერები და დატესტავთ თქვენთვის საინტერესო ყველა პროდუქტს. ჩვენს სტენდთან დაგახვედრებთ სპეციალურ კორპორატიულ შეთავაზებებს.
- Tibaaneli – ჩვენს სტენდთან დაგახვედრებთ ჩვენს ღვინოებს, რომლების დაგემოვნების შესაძლებლობაც გექნებათ.
- Aromaco და Laline გაერთიანდნენ, რათა შემოგთავაზონ განსაკუთრებული და მრავალფეროვანი საახალწლო და კორპორატიული საჩუქრები თქვენი თანამშრომლებისთვის და ბიზნეს პარტნიორენისთვის, რომლებიც საუკეთესოს იმსახურებენ.
- შპს კალდი კოფი – Varanini ყავის იტალიური გემო და არომატი. ჩვენს სტენდთან დაგხვდებათ პრემიუმ ხარისხის მარცვლების ყავა.
- ბიჰეივენსი – კომპანია ბიჰეივენსი – გუნდური მუშაობის გაუმჯობესების სრული გზა. მარტივი 4-ეტაპიანი პროცესი, რომელიც ადგენს გუნდის საჭიროებებს, აერთიანებს ყველას, ავითარებს მნიშვნელოვან უნარებს და აჩვენებს, რა პროგრესს აღწევს გუნდი.
- შპს აფფროფერთი – ჩვენ ვართ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სარეკლამო კომპანია “არტე”, რომელიც გთავაზობთ ბრენდირებულ პროდუქციას თქვენი კომპანიისთვის.”არტე”-ს საკმაოდ ბევრი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ბაზარზე გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ტარიფებით და მაღალი პასუხისმგებლობით. ‘’არტე’’-ს პროდუქცია იწარმოება საქართველოში და მთლიანი მომსახურება ერთ სივრცეშია გაერთიანებული, რაც მოიცავს სამკერვალოს და ბრენდირებისთვის განკუთვნილ დანადგარებს. ”არტე” გამოირჩევა ხარისხისით და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, რომელიც აღნიშნულ საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.რაც შეეხება შეთავაზებას, ჩვენ კომპანიიებისთვის გვექნება საახალწლო ბოქსების, საჩუქრების და ბრენდირებული უნიფრომების შეთავაზება სპეციალური ფასით. ბრენდირებულ პროდუქციას წარმოვადგენთ გამოფენაზე და სპეციალურ შეთავაზებას კომპანიებისთვის.
- Kass Land – ეკო ტურიზმი: დაცული ტერიტორია – წალკის კანიონი, პროექტის სიმბოლო -კანიონის თავზე გადაჭიმული 240 მეტრის სიგრძის ბრილიანტის ხიდი, სასტუმრო კომპლექსი – 55 ნომრით, 62 ვილჰაუსი, ექსტრემალური ატრაქციები( ზიპ ველოსიპედი, გიგანტური საქანელა). ატრაქციონების პარკი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
- Snacky – საქართველოში ვაწარმოებთ მიწისთხილის კარაქს, დანამატების გარეშე. არის ჯანსაღი და გემრიელი, დამზადებულია მხოლოდ 100% არაგენმოდიფიცირებული მიწისთხილის მარცვლებისგან, დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე. გვაქვს როგორც კრემისებრი, ისე ხრაშუნა ტექსტურით 1 კილოგრამიანი და 400 გრამიანი ქილებით. წელს დავამატეთ 50 გრამიანი შეფუთვა, რომელიც სატარებლად და გამოსაყენებლად ძალიან პრაქტიკულია.
- CN Group – შენი სანდო პარტნიორი ჩინეთში! ჩვენ გთავაზობთ პროდუქციის მოძიებას/დამზადბას ჩინეთში სანდო მწარმოებლისგან და ხარისხის კონტროლს.
- Funwell AI – Funwell AI — არის ინტერაქტიული ფოტოაპარატი, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს გადაიღონ სუპერ-მხიარული ფოტოები სხვადასხვა სტილში, მაგრამ ერთი თემატიკით — იქნება ეს კორპორატიული, ქორწილი , დაბადებისდღე, ნათლობა თუ ნებისმიერი ტიპის ივენთი.
- Day Maker – ეს არის გემოვნებით ორგანზებული და შერჩეული კორპორატიული ღონისძიება/საჩუქრები, ქორწილი, დაბადების დღე, საბავშვო გასართობი ღონისძიება და ნებისმიერი სახის ღონისძიების გაფორმება / დეკორაცია.
- შენი ბარი – ბარის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს: გახსნის ცერემონიებს, კერძო წვეულებებს, ბიზნეს შეხვედრებს, თიმბილდინგებსა და კორპორატიულ წვეულებებს პროფესიონალური ბარის მომსახურებით.
- შპს ვუდთინსი – ვუდთინსი არის ბრენდი ემოციებზე. ჩვენი მიზანია, ადამიანების ემოციები და განწყობა მატერიალიზდეს აქსესუარების სახით, რომელიც მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. გვჯერა, რომ ვუდთინსი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საყვარელი სასაჩუქრე იდეაა ადამიანებისთვის, რადგან ისინი ჩვენი პროდუქტებით ერთმანეთს, ყველაზე ღირებულს, ემოციებს უზიარებენ. სტენდზე წარმოდგენილი გვექნება საახალწლო სასაჩუქრე ნაკრებები და სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები კომპანიებისთვის. თემატური შინაარსის აქსესუარები.
- მირაბალდები – „მირაბალდები“ 2021 წლიდან ფუნქციონირებს და ჩვენს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ნივთები — ჩანთები, სანიშნეები, მაისურები და სხვა ატარებს როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალურ მისიას: გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება ძალადობის მსხვერპლი ქალების განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო აქტივობების დაფინანსებას.
- თრიდიზაინი – შეარჩიეთ ჩვენთან ახალი წლის განწყობით შთაგონებული კორპორატიული სასაჩუქრე ყუთები!
- Geosoft – კორპორატიული Gmail, Docs, Drive, Calendar, Meet, თქვენს დომენზე
- DGN Consulting – ბიზნეს კონსალტინგი და ფინანსური სერვისები.
- Flowmaster – ფლომასტერი არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც თქვენს პირად და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავს.
- Gaamos – ორცხობილები, მასტერკლასები, შემოქმედებითი ბოქსები.
- უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
- HR სკოლა – HR hub-ის დამოუკიდებელი პროდუქტია, რომელიც უნიკალურ პროგრამებს სთავზობს HR მენეჯერებს და ახალ-ახალი, უფრო დიდი გამოწვევების დაძლევაში ეხმარება.
- ძველი სუფრა – ძველი სუფრა არის ქართულ კულტურით შათაგონებული კომპანია, რომელიც ქმნის სახლის დეკორსა და პირად აქსესუარებს ქართული ორნამენტებით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პრემიუმ ხარისხის საახალწლო სასაჩუქრე ყუთები სხვადასხვა თემატიკით, ხოლო სტუმრებს საშუალება ექნებათ თავადაც ააწყონ ნაკრები ჩვენი კოლექციიდან.
ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს სამ მიმართულებას — ტექსტილს, მინას და ფაიფურს. - ჩაროზი • charozi – ჩვენ წარმოვადგენთ ბრენდს ჩაროზი — თანამედროვე ქართულ ტკბილეულს, რომელიც ტრადიციულ რეცეპტებზეა დაფუძნებული.
წელს გელოდებათ საახალწლო ტკბილეულის ბუკეტები, ტკბილი ნაძვის ხე, სიურპრიზით სავსე ხელთათმანები, სხვა და სხვა სასაჩუქრე ნაკრებები და მრავალი სხვა სიახლე. - გასტრონომი – საუკეთესო სასაჩუქრე პროდუქტები და სეტები ახალი წლისთვის!
თუ თქვენც დაინტერესებული ხართ HR Expo – ში მონაწილეობით ან ღონისძიების სრული სასპონსორო შემოთავაზებით, მოგვწერეთ: info@hrhub.ge
დეტალები აქ: hrhub.ge/hrmarket2025/









