შემოგვიერთდით

,,კომპანიის წარმატება დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლებზე” – მიშა აბაიაძე მოორ ეიბისის დირექტორი

მოორ ეიბისი 2008 წლიდან ეწევა  საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების მომსახურებას, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საქმიანობის შესახებ ვესაუბრეთ მის დირექტორს მიშა აბაიაძეს.

HR hub: რას გვეტყვით ადამიანური კაპიტალის მართვის თქვენეულ მიდგომაზე, რაც გამოარჩევს კომპანიას, როგორც დამსაქმებელს და როგორ აისახება ამ მიდგომის ეფექტიანობა შედეგებზე?

„მოორ“-ში ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანებს, წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო შესაძლებლობები და ინდივიდუალურობა. ვაცნობიერებთ, რომ კომპანიის წარმატება დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლებზე და ვაფასებთ თითოეული მათგანის ძალისხმევას.

ჩვენი სამუშაო გარემო დაფუძნებულია გუნდურობაზე, თანამშრომლობაზე და ერთმანეთის მხარდაჭერაზე. ჩვენ გვსურს მივცეთ თანამშრომლებს თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალება. ამისთვის, ვცდილობთ ხშირად დავგეგმოთ არაფორმალური აქტივობები, რათა ახალმა თანამშრომლებმა მალე გაიარონ ადაპტაციის პერიოდი და შეძლონ  საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა გუნდური მუშაობის პროცესშიც.

გვჯერა, რომ პროფესიული განვითარების მუდმივი ხელშეწყობა კომპანიის მხიდან, ზრდის თანამშრომლების მოტივაციას დამოუკიდებლადაც გაეცნონ სიახლეებს თავიანთ სფეროში და იყვნენ მუდმივად არსებული ტენდენციების თანადროულები რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის შესრულებული სამუშაოს ხარისხს და აისახება კომპანიის დამკვეთების კმაყოფილებაზე.

HR hub: რა კარიერულ შესაძლებლობებს ქმნის კომპანია ახალგაზრდა ტალანტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერას?

ადამიანებს, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს კარიერაში, ჩვენთან აქვთ უსაზღვრო შესაძლებლობები მიაღწიონ წარმატებას კარიერაში. სტაჟირების ეტაპიდანვე ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ „მოორ“-ის კომპანიის შიდა და საერთაშორისო გუნდის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგებით, პროფესიული ზრდის მუდმივი შესაძლებლობით და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობით.

კარიერის საწყისი ეტაპიდანვე ახალგაზრდებს შეუძლიათ მიიღონ ახლო საქმიანი ურთიერთობების გამოცდილება დირექტორებთან და მენეჯერებთან და ჰქონდეთ უფრო მეტი პირდაპირი კონტაქტი კლიენტებთან მრავალფეროვან სამუშაო გარემოში.

ჩვენი კომპანიის კარი ღიაა ჩვენი სფეროთი დაინტერესებული ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია ჩვენი კლიენტებისათვის დამატებითი ღირებულების შეთავაზება. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვეძებთ  მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე და აქვთ სურვილი იყვნენ ჩვენი ზრდისა და წარმატების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ ასეთი თანამშრომლები ჩვენს გუნდში და შევუქმნათ ყველა პირობა განვითარებისთვის, მათი სამუშაო გამოცდილების მიუხედავად.

HR hub: რა შედეგებით დასრულდა HR hub – ის მიერ ორგანიზებული დასაქმების ფესტივალი „საყოველთაო გასაუბრება“ თქვენი კომპანიისთვის? რა იყო ფესტივალზე მოსული კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები?

„საყოველთაო გასაუბრება“ ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო. შევეცადეთ მაქსიმალურად ბევრი  კანდიდატისთვის მიგვეცა საშუალება. კომპანიის აუდიტის, აუთსორსინგის და შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შედეგად, წლევანდელმა დასაქმების ფორუმმა წარმატებულად ჩაიარა და რამდენიმე კანდიდატი ჩვენს კომპანიას შემოუერთდა.

როგორც უკვე ვახსენე, ჩვენი მიზანი ახალგაზრდებისთვის კარიერული განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა, შესაბამისად დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი ვაკანსიებისთვის სამუშაო გამოცდილება ნამდვილად არ ყოფილა გადამწყვეტი. ჩვენი ინტერესის საგანი აქტიური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული კანდიდატები იყვნენ, რომელთაც ვაკანტური პოზიციის შესაბამისი, მინიმალური აუცილებელი თეორიული ცოდნა და განვითარების შინაგანად დიდი მოტივაცია გააჩნდათ.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

„მოორი“ როგორც კომპანია მუდმივად იზრდება და ვითარდება. ჩვენი მიზანია ვიყოთ ხარისხიანი მომსახურების მომწოდებელი საქართველოში. მომავალ თანამშრომლებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ ისინი იმუშავებენ მაღალი რეპუტაციის ბრენდის საერთაშორისო ქსელში, რომელიც დაეხმარებათ მათ კარიერული წარმატების მიღწევაში. ჩვენ გვჯერა უწყვეტი განათლების და მივისწრაფით ჩვენი თანამშრომლების უნარების განვითარებისათვის რათა ისინი გახდნენ პროფესიონალები.

გვჯერა, რომ ამ პროცესს დასასრული არ აქვს და ყოველთვის ვზრუნავთ როგორც ჩვენი მომსახურების სრულყოფაზე, ისე თანამშრომელთა კმაყოფილებაზე. კლიენტთა პორტფელის ზრდას შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გაზრდაც მოსდევს, შესაბამისად, ვცდილობთ მუდმივად ვიზრუნოთ ახალი ძალების დროულად მოზიდვაზე, რომ შევინარჩუნოთ დამკვეთების და თანამშრომლების კმაყოფილება. ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმაც და ძირითადი ორიენტირიც.

11 და 12 დეკემბერს HR მენეჯმენტის თემაზე ინოვაციური ბანაკის ღონისძიება ჩატარდება

2021 წლის 11 და 12 დეკემბერს „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო’’ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში,  HR hub-თან თანამშრომლობით, მართავს ინოვაციების ბანაკის ონლაინ (Zoom) ღონისძიებას.

HR მენეჯერებს ეძლევათ შესაძლებლობა მათი ორგანიზაციის სახელით მიიღონ მონაწილეობა ღონისძიებაში ექსპერტის სტატუსით და მოსწავლეებს გაუწიონ კონსულტაციები ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ორგანიზაციიდან წარადგინოთ ასევე ჟიურის წევრი ან ფავორიტ გუნდებს გადასცეთ სიმბოლური საჩუქრები.

ესქპერტებისთვის ღონისძიებაზე დასწრება სავალდებულოა 11 დეკემბერს, ხოლო ჟიურის წევრისთვის 12 დეკემბერს, ღონისძიების განრიგის მიხედვით.

  • დეტალები ღონისძიების შესახებ ბმული;
  • ღონისძიებიეს განრიგი ბმული.

ინოვაციების ბანაკის შესახებ

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების ღონისძიება, სადაც 15-დან 18 წლამდე 100 ახალგაზრდა ჩაერთვება კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ასევე, სტუდენტები სწავლობენ თუ, როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში, ორგანიზების ყველა ეტაპი იქნება ონლაინ პალატფორმა ZOOM.US-ის მეშვეობით.

გუნდების ფორმირების შემდეგ ახალგაზრდები გაეცნობიან ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც იმუშავებენ 2 დღის განმავლობაში. აღნიშნული ბიზნეს ამოცანა იქნება სპეციფიური და რეალური პრობლემების შესახებ. ეს კი ითვალისწინებს, რომ ისინი ღრმად უნდა გაეცნონ სხვადასხვა მიმართულებებით ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, კარგად უნდა შეისწავლონ ინდუსტრია, სახელმწიფოს მოქმედების სტრატეგია და განავითარონ ისეთი საქონლის და/ან მომსახურების კონცეფცია, რომელიც დაეხმარებათ მათ პრობლემის სწორად და ეფექტურად გადაჭრაში. გუნდებს ეყოლებათ გამოცდილი მენტორები (სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან) და ასევე, ექსპერტები სხვადასხვა  ბიზნეს სექტორიდან, რომლებიც გაუწევენ ინტენსიურ კონსულტაციებს, მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას და დაეხმარებიან იდეების განვითარებაში.

ღონისძიებაზე თითოეული გუნდი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნესგეგმის კონცეფცია კანვას მოდელით და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც დღის ბოლოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება სიმბოლური საჩუქრებით, ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.

ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდით: https://forms.gle/XPJfd9givdhwEAGj9 

28 დეკემბერს HR გალაზე წლის საუკეთესო HR პროექტები გამოვლინდება

28 დეკემბერს 20:00 საათზე კინოთეატრ ამირანში HR Gala ღონისძიება გაიმართება, სადაც 2021 წლის საუკეთესო HR პროექტები გამოვლინდება.

გადავწყვიტეთ HR hub-ის 2021 წლის ბოლო ღონისძიება განსაკუთრებული და წლის ინოვაციური HR პროექტებით დახუნძლული ყოფილიყო. შესაბამისად ღონისძიების კონცეფციაც ამ იდეის მიხედვით შევქმენით.

Continue reading “28 დეკემბერს HR გალაზე წლის საუკეთესო HR პროექტები გამოვლინდება”

“HR hub Next – ის კურსის გავლა მეგობრების რეკომენდაციით გადავწყვიტე. ჩემი მოლოდინები სრულად გამართლდა”- თათია კობიაშვილი

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading ““HR hub Next – ის კურსის გავლა მეგობრების რეკომენდაციით გადავწყვიტე. ჩემი მოლოდინები სრულად გამართლდა”- თათია კობიაშვილი”

USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი “კერძო სექტორის სტიმულირება უნარების განვითარების პროცესში ჩართვისთვის”. Continue reading “USAID-ის პროგრამის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა”

ტეგები:

დაიფინანსე სწავლა და დასაქმდი აგროჰაბში!

აგროჰაბის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს პირველი ნატურალური პროდუქტების  ჰიპერმარკეტ აგროჰაბის ქსელში დასაქმებული სტუდენტი თანამშრომლების სწავლის დაფინანსებას.

2021 წლის ნოემბრიდან სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოიყენონ უნიკალური შანსი, დასაქმდნენ აგროჰაბში და მიიღონ სასწავლო გრანტი 600 ლარამდე, რაც ზოგიერთი სტუდენტისთვის სწავლის დარჩენილი ნაწილის 90%-მდე შეადგენს.

გარდა ამისა, სტუდენტი-დასაქმებულები ისარგებლებენ კომპანიის თანამშრომლებისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითაც.

ჩვენი მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა სპეციალობაზე, მივცეთ შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ აგროჰაბში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. გვაქვს მუშაობის მოქნილი გრაფიკები, ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკა, ბონუსების და ლოიალობის სისტემები და სხვა საინტერესო სამოტივაციო სქემები. ამ პროექტის წარმოწყებით კი, გვინდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი ასევე არის განათლება და განვითარება.

უნდა ავღნიშნო, რომ  ამ ინიციატივის დაფინანსებით აგროჰაბს თავისი წვლილი შეაქვს შრომისმოყვარე ახალგაზრდების განათლების საქმეში“- განმარტავს აგროჰაბის დირექტორი ლაშა გოცირიძე პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ასეული სტუდენტი-დასაქმებულის წახალისება.

HR hub Next-ის მეთხუთმეტე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის.

კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

HR hub Next-ის პროექტი 2018 წლის ნოემბერში ჩაეშვა და მას უკვე 200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.  პროექტში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია. პროექტი დამწყები და ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის განვითარების, კარიერული წინსვლისა კონტაქტების შეძენის საუკეთესო შესაძლებლობაა.

1 თვის განმავლობაში HR hub Next-ის წევრები დაესწრებიან 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაატარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ ეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

გაიცანით HR hub Next-ის მეთხუთმეტე ნაკადის მენტორები:

  1. ნატალი თვალთვაძე Quantori  HR ბიზნეს პარტნიორი;
  2. ანა მაისურაძე  ჩირინა HR მენეჯერი;
  3. სოფიო სამადაშვილი ჯეო ჰოსპიტალსი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
  4. მარიამ სანაია – TBC ბანკი  ტალანტების მართვის გუნდის ლიდერი;
  5. თამარ ჭირაქაძე HR ადმინისტრაციის, კომპენსაციების და ბენეფიტების განყოფილების უფროსი. კრედო ბანკი;
  6. ნათია გეწაძე;
  7. ლანა ხარაზიშვილი გრინვეი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  8. ნატო კვაჭანტირაძე HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი Retail Group Georgia, Subsidiary of Fawaz Alhokair Group Fashion Retail Performance Management;
  9. მარიამ სირბილაძე – McDonald’s საქართველო – ადამიანების სწავლებისა და განვითარების ხელმძღვანელი;
  10. ნინო ამირანაშვილი  Sharm Trading HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

HR hub Next-ში მოსახვედრად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა  19 ნოემბრამდე: https://forms.gle/4atSYC1zGQ4s4q3z5

HR Crazy Party სასტუმრო ბაკურიანი ინნში გაიმართება

HR პროფესიონალები მუდმივად ზრუნავენ თანამშრომლებზე. ჩვენ კი გადავწყვიტეთ მათზე ვიზრუნოთ და განტვირთვის დღეები მოვუწყოთ.

Continue reading “HR Crazy Party სასტუმრო ბაკურიანი ინნში გაიმართება”

HR hub Next-ის მეთხუთმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეთხუთმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა”

რატომ არის აღმასრულებელი თანაშემწეობა მნიშვნელოვანი და საინტერესო პროფესია?

სწორად აწყობილი ორგანიზაციული სტრუქტურა წარმოადგენს სასიცოცხლო ხაზს კომპანიის წარმატებისთვის. კომპანიებში, განსაკუთრებით კი დიდ კომპანიებში საკვანძო თანამდებობებს შორის უპირობოდ მოიაზრება აღმასრულებელი თანაშემწე. Continue reading “რატომ არის აღმასრულებელი თანაშემწეობა მნიშვნელოვანი და საინტერესო პროფესია?”

ტეგები: