შემოგვიერთდით

,,წარმატების ფორმულა შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიაა” – ინდირა ლორთქიფანიძე

HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია,  ინდირა ლორთქიფანიძე – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. Continue reading “,,წარმატების ფორმულა შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიაა” – ინდირა ლორთქიფანიძე” →

„რომპეტროლ საქართველომ“ თანამშრომელთა ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

„რომპეტროლ საქართველოს“ ორგანიზებით 10 აგვისტოს, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, დიდუბის საგამოფენო სივრცეში, ღია ცის ქვეშ გაიმართა შეხვედრა რომპეტროლის თანამშრომლებთან თემაზე: „კოვიდ-უსაფრთხოება და ჩვენი როლი პანდემიის დასრულებაში.“ Continue reading “„რომპეტროლ საქართველომ“ თანამშრომელთა ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო” →

სალომე გოგაშვილი კომპანია ,,ამაზონის” არეა მენეჯერია

ამ ბოლო დროს ხშირად ვიგებთ ინფორმაციას ქართველების კომპანია ,,ამაზონში” დასაქმების შესახებ, რაც ფრიად სასიხარულოა.  Continue reading “სალომე გოგაშვილი კომპანია ,,ამაზონის” არეა მენეჯერია” →

HR შუა ზღვაში – HR hub – ის ღონისძიება ბათუმში, იახტაზე გაიმართება

14 აგვისტოს, 19:30სთ-ზე, HR hub-ის ისტორიაში პირველად, ჩვენი ღონისძიება ბათუმში, შუა ზღვაში, იახტაზე გაიმართება. Continue reading “HR შუა ზღვაში – HR hub – ის ღონისძიება ბათუმში, იახტაზე გაიმართება” →

ევოლუშენი თანამშრომლებს ვაქცინაციის წახალისების მიზნით დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს

ევოლუშენი თანამშრომლებს ვაქცინაციის წახალისების მიზნით დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს.

ევოლუშენის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოფისის თანამშრომლები ვაქცინაციისა და მომდევნო დღეს დაისვენებენ. ამავდროულად, საათობრივად მომუშავე ნებისმიერ თანამშრომელს, დასვენების მიუხედავად, სრულად აუნაზღაურდება ვაქცინაციისა და მომდევნო დღე.

კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ოფისში ასევე მოეწყო სწრაფი ტესტების სივრცე, სადაც ევოლუშენის პარტნიორი ლაბორატორიის მხარდაჭერით, თანამშრომლებს კოვიდ 19-ზე ტესტირება სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

“გადავწყვიტეთ, მივცეთ ჩვენს თანამშრომლებს დამატებითი მოტივაცა, რათა მათ მიიღონ აცრის გადაწყვეტილება, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ პანდემიის დასრულებას. გვჯერა, რომ ერთიანი მუშაობა და პასუხისმგებლიანი მიდგომა გადამწყვეტია ამ პროცესში. ჩვენს სტუდიაში პანდემიის დასაწყისიდან უამრავი ცვლილება გატარდა, რათა შეგვექმნა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო – სწორედ ამ მიზნით, სტუდიაში მოეწყო სპეციალური ზონები, სადაც ჩვენი გუნდის ყველა წევრს შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს ვირუსზე ტესტირება,“- აღნიშნა საქართველოს სტუდიის საოპერაციო  ხელმძღვანელმა, ჯეიკობ კლაესონმა.

ევოლუშენი შვედეთში დაფუძნებული ონლაინ სერვისებისა და გადაწყვეტილებების, B2B კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე 5000 – ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” ჩატარდა

HR hub-ისა და  studentjob.ge-ის ორგანიზებით, 29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30 – დან 22:30 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” გაიმართა. Continue reading “დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” ჩატარდა” →

თბილისში დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” ჩატარდება

HR hub-ისა და  studentjob.ge-ის ორგანიზებით, 29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30 – დან 22:30 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” გაიმართება.  Continue reading “თბილისში დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” ჩატარდება” →

Art Flow – Art Inception Georgia-ს და Talent Flow-ს უნიკალური კოლაბორაციული პროდუქტი

Art Inception Georgia და Talent Flow Management Consulting წარმოგიდგენთ ახალ, უნიკალურ კოლაბორაციულ პროდუქტს – Art Flow. Continue reading “Art Flow – Art Inception Georgia-ს და Talent Flow-ს უნიკალური კოლაბორაციული პროდუქტი” →

Tbilisi Jobs – დასაქმების ფესტივალზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

29 ივლისს, 28:30 – 22:30  HR hub – ის ორგანიზებით, კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი Tbilisi Jobs – ჩატარდება.

მიმდინარედ გართულებულია კანდიდატების მოზიდვა და ამ ფონზე კი  ქვეყანაში 307 800 ადამიანი ეძებს სამსახურს.

იქიდან გამოდინარე, რომ 2015 წლიდან გვაქვს დასაქმების ფესტივალების ჩატარების დიდი გამოცდილება, წელსაც ვატარებთ ღონისძიებას, რომელიც კომპანიებს ადამიანური კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება.

ფესტივალი გაიმართება კიკვიძის პარკში.

დასაქმების ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. კანდიდატები კი წინასწარ შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიას, ვაკანსიას და დარეგისტრირდებიან. დასაქმების ფესტივალზე კი სამუშაოს მაძიებლები შეხვდებიან დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა.

რატომ არის ეს ღონისძიება კომპანიებისთვის საინტერესო?!

  1. გაზრდით დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობას;
  2. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა;
  3. შეძლებთ სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას/გასაუბრებას/დასაქმებას.

რას გთავაზობთ:

  • დამსაქმებლის ბრენდის პრომოუშენი;
  • შეხვედრა და გასაუბრება თქვენი კომპანიით/ვაკანსიებით დაინტერესებულ ადამიანებთან;
  • თქვენი კომპანიით დაინტერესებული კანდიდატების ბაზის მოწოდება (მათი თანხმობის საფუძველზე).

დაარეგისტრირეთ დამსქმებლის ბრენდი, კომპანიის რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე.

დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება: 300 ლარი + დღგ.

კომპანიების რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ივლისი

საორგანიზაციო დეტალები:

  • ფესტივალი გაიმართება დედაენის ბაღში;
  • თქვენი სივრცე: 8 კვ.მ;
  • რა დაგვხვდებათ: 1 მაგიდა და 4 სკამი;
  • როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე: შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

ფესტივალში მოაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს. დამსაქმებლები კი გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.

გაეცანით რა ხდებოდა HR hub – ის მიერ ორგანიზებულ წინა დასაქმების ფესტივალზე და როგორ იყო მოწყობილი კომპანიების სტენდები: სტატია  ფოტოები

ღონისძიების მხარდამჭერია გასტრონომი – პირველი “გურმე” მაღაზიათა ქსელი საქართველოში და ბია.

,,ვაფასებთ ჩვენს გუნდს, ვაღიარებთ მათ დამსახურებას და კიდევ უამრავ სიახლეს ვპირდებით” – სალომე ჟორჟოლიანი

2 ნაბიჯი დინამიური, მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული  კომპანიაა. არც მიმდინარე წელი ყოფილა გამონაკლისი და კომპანიამ ბევრი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს. Continue reading “,,ვაფასებთ ჩვენს გუნდს, ვაღიარებთ მათ დამსახურებას და კიდევ უამრავ სიახლეს ვპირდებით” – სალომე ჟორჟოლიანი” →