შემოგვიერთდით

ევოლუშენ საქართველო პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად კომპანიებს პარტნიორობის ახალ მოდელს სთავაზობს

ევოლუშენი საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ერთერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. კომპანია, რომელიც მსოფლიოში ონლაინ სერვისებისა და ლაივ გადაწყვეტილებების სფეროში ლიდერის პოზიციებს წლებია არ თმობს, ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. Continue reading “ევოლუშენ საქართველო პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად კომპანიებს პარტნიორობის ახალ მოდელს სთავაზობს” →

პროფესიული მხარდაჭერის პროგრამა HR-ებისთვის

ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ HR Care დაიწყო პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება HR-ებისთვის. Continue reading “პროფესიული მხარდაჭერის პროგრამა HR-ებისთვის” →

შეფ HR – გემრიელი და მხიარული საახალწლო HR ღონისძიება

26 დეკემბერს “შეფ HR” – გემრიელი და მხიარული საახალწლო ონლაინ HR ღონისძიება ჩატარდება.
HR hub-ის ელფებმა ძალიან ბევრი იფიქრეს თქვენთვის 2020 წლის ყველაზე განსხვავებული და რაც მთავარია მხიარული ღონისძიება მოეწყოთ.

Continue reading “შეფ HR – გემრიელი და მხიარული საახალწლო HR ღონისძიება” →

გლობალური ბაზრის კრიზისის ფონზე გრანთ თორნთონი მდგრადობას ინარჩუნებს

გრანთ თორნთონ ინტერნეშენალმა ფინანსური წელი შეაჯამა. Continue reading “გლობალური ბაზრის კრიზისის ფონზე გრანთ თორნთონი მდგრადობას ინარჩუნებს” →

HR მართვის როლი შრომის უსაფრთხოებაში და ინციდენტების ანალიზის თემაზე ვებინარი ჩატარდება

22 დეკემბერს, 16:00სთ-დან 18:30 სთ-მდე, საერთაშორისო სავაჭრო პალატის შრომის უსაფრთხოებისა და ადამიანური რესურსების კომიტეტების ორგანიზატორობითა და HR hub, ფროფერთი ჯორჯიასა და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თანაორგანიზატორობით, გაიმართება ვებინარი თემაზე “HR მართვის როლი შრომის უსაფრთხოებაში, ინციდენტების ანალიზი”.
სპიკერები იქნებიან:
  • დავით თხელიძე – ICC Georgia-ს შრომის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, საფკოს დამფუძნებელი;
  • თორნიკე თოდრია – საფკოს დამფუძნებელი;
  • სალომე არღვლიანი – ICC Georgia-ს ადამიანური რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ევა-ს დამფუძნებელი.
ვებინარში მონაწილეობის მიღება უფასოა. მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: shorturl.at/djsK1
შეხვედრა ჩატარდება ზუმის პლატფორმაზე. სამუშაო ენა ქართული.
ვებინარის განრიგი:
ინციდენტების პრევენცია, ანგარიშგება, მოკვლევა და მიზეზების ზუსტი ანალიზი!
  • მისასალმებელი სიტყვა – 10 წუთი;
  • HR-ის როლი ორგანიზაციაში სტრატეგიული თემების დაგეგმარებაში -10 წუთი;
  • შრომის უსაფრთხოების ზოგადი მიმოხილვა (საერთაშორისო პრაქტიკა) – 20 წუთი;
  • ადგილობრივი კანონმდებლობის მიმოხილვა (შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი, ინციდენტების ანგარიშგება მოკვლევის დადგენილება) – 20 წუთი;
  • HR დეპარტამენტის როლი შრომის უსაფრთხოების მართვის ციკლში – 20 წუთი;
  • რა არის ინციდენტი და მისი კლასიფიკაცია – 10 წუთი;
  • ინციდენტების გამომწვევი მიზეზები (უშუალო და სისტემური) – 10 წუთი;
  • ინციდენტების მოკვლევის ტექნიკა (IOSH საერთაშორისო მოკვლევის მეთოდი) – 20 წუთი;
  • გაზიარებული, ინციდენტის მაგალითის განხილვა (ინტერაქტივი)- 20 წუთი;
  • ინციდენტების მოკვლევის შედეგების შემდგომი გადანაწილება/გაზიარება – 10 წუთი;
  • კითხვა-პასუხი – 20 წუთი;
  • HR-ის მზაობა შრომის უსაფრთხოების პერსონალის დაკონტრაქტებისთვის (შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა) – 10 წუთი;
  • ვებინარის მოკლე შეჯამება – 10 წუთი.
ვებინარზე დასასწრები ზუმის ბმული: https://theonevalley.zoom.us/j/99665512199…
Meeting ID: 996 6551 2199
Passcode: 553688

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მემონტაჟის პროფესია და რა არის საჭირო ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის?!

HR hub აგრძელებს ინტერვიუებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან. ამჯერად ჩვენ მემონტაჟის პროფესიაზე ვისაუბრებთ და გაგაცნობთ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მონტაჟი და როგორ შეიძლება დავეუფლოთ მას.  Continue reading “რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მემონტაჟის პროფესია და რა არის საჭირო ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის?!” →

Sevsamora Resort & Spa – ჯანსაღი გარემო თბილისთან ახლოს, მუშაობისთვის და თქვენი განტვირთვისთვის

ახალმა რეალობამ ადამიანების ცხოვრება და სამუშაო პირობები შეცვალა, ბევრი აღნიშნავს, რომ სახლიდან მუშაობა უჭირს, რადგან საქმის ნაყოფიერად შესასრულებლად ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი – განწყობა და გარემო რომელიც ხშრად განწყობასაც ქმნის. Continue reading “Sevsamora Resort & Spa – ჯანსაღი გარემო თბილისთან ახლოს, მუშაობისთვის და თქვენი განტვირთვისთვის” →

როგორ აფასებენ HR hub Next-ის მერვე ნაკადის წევრები პროექტს ?!

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “როგორ აფასებენ HR hub Next-ის მერვე ნაკადის წევრები პროექტს ?!” →

დასაქმების ონლაინ კვირეული – დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება

პროექტის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ,,აგროდუოს” და HR hub-ის ორგანიზებით, დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 1 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე დასაქმების ონლაინ კვირეული გაიმართება.

პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ დუალური პროგრამის პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობების გაძლიერებას და დასაქმების მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტრენინგი, მასტერკლასები და საინფორმაციო შეხვედრები ექვს სხვადასხვა რეგიონში:

  • მცხეთა-მთიანეთი;
  • სამცხე-ჯავახეთი;
  • სამეგრელო;
  • შიდა ქართლი;
  • რაჭა-ლეჩხუმი;
  • კახეთი.

1 დეკემბერი 15:00 საათზე ტრენინგზე,  ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება მოისმინოს ისეთი თემები როგორიცაა:

  • ლინკდინის როლი დასაქმებაში;
  • დასაქმების ელექტრონული პლატფორმების მიმოხილვა;
  • გასაუბრებისთვის მომზადება;
  • რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შექმნა.

Zoom/რეგისტრაციისთვის: გადადით ლინკზე

 USAID Zrda  უზრუნველყოფს მასტერკლასებს შემდეგ დარგებში:

2 დეკემბერი:

  1. მეფუტკრეობა 11:00 საათი – https://us02web.zoom.us/j/88657908746
  2. მეხილეობა 15:00 საათი – https://us02web.zoom.us/j/89408263823

დასაქმების კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდები ასევე შეხვდებიან დამსაქმებელს, მოისმენენ კომპანიისა და ვაკანსიის შესახებ დამატებით ინფორმაციას. მოახდენენ დამსაქმებელთან საკუთარი თავის პრეზენტაციას და დასვამენ შეკითხვებს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

მეწარმეებთან/დამსაქმებლებთან შეხვედრები: 5 და 7 დეკემბერი.

დასაქმების ონლაინ კვირეულში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა/მეწარმეებმა მოგვწერეთ info@hrhub.ge.

დარეგები და რეგიონები: სამეგრელო:მებაღეობა; მეხილეობა. სამცხე–ჯავახეთი: მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, ვეტერინარია კახეთი: მეხილეობა, მეცხოველეობა, ფერმერობა მეთევზეობაში. მცხეთა–მთიანეთი: მეხილეობა შიდა ქართლი: მეფუტკრეობა.

პროექტი “სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება” ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), მხარდაჭერით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.

“თანამშრომლები ვამუშაოთ სახლიდან” – მაია ცქიტიშვილი

საქართველოს მთავრობა კერძო სექტორს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. Continue reading ““თანამშრომლები ვამუშაოთ სახლიდან” – მაია ცქიტიშვილი” →