HR სკოლა – ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის ინოვაციური სკოლა, იწყებს ფუნქციონირებას და აცხადებს მიღებას რამდენიმე მიმართულებაზე.
HR სკოლაში მიღება დაიწყო


HR სკოლა – ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის ინოვაციური სკოლა, იწყებს ფუნქციონირებას და აცხადებს მიღებას რამდენიმე მიმართულებაზე.

HRhub.ge აგრძელებს ბლიც ინტერვიუების ჩაწერას სხვადასხვა HR პროფესიონალთან. Continue reading “,,არასდროს მივიღებ სამსახურში ადამიანს, რომელიც არ არის მზად ისწავლოს და განვითარდეს” – თინა მუხურაძე”

Continue reading “19-23 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტი ვირტუალურ დასაქმების ფორუმს ჩაატარებს”

“მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ორგანიზაიას, მათ შორის კერძო ორგანიზაციებს დაიცვან წესები. Continue reading ““მაქსიმალურად დისტანციურ მუშაობაზე უნდა გადავიდეთ ყველა” – გიორგი გახარია”

ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი (PMC) ადამიანური რესურსის მართვის სპეციალისტებს სთავაზობს ტრენინგკურსს „ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“. ტრენინგის (დეტალები იხ. ) მიზნისა და თემატიკის შესახებ PMC-ის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი სოფიო დოლიძე გვესაუბრა.
HR hub: რა მიზანს ემსახურება PMC-ის მიერ შემოთავაზებული ტრენინგკურსი?
დღეს ალბათ შეიძლება უკვე ითქვას, რომ ადამიანური რესურსის მართვა სამეცნიერო დისციპლინაა. და როგორც სამეცნიერო დისციპლინა, ის გარკვეულ თეორიულ მოდელებსა და კვლევით გამოვლენილ კანონზომიერებს ეფუძნება, რომლებიც სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა სფეროდან მომდინარეობს. თუმცა როცა ადამიანურ რესურსზე ვლაპარაკობთ, ცხადია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელსაც HRM ეყრდნობა, ფსიქოლოგია და კონკრეტულად შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაა.
შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა და, ამავდროულად გამოყენებითი ფსიქოლოგიის დარგი, შრომის პროცესში ან ორგანიზაციაში ადამიანის ქცევის აღწერის, ახსნისა და წინასწარმეტყველების საშუალებას გვაძლევს. ცნობილი ფსიქოლოგი, კურტ ლევინი ამბობდა, რომ „არ არსებობს არაფერი იმაზე პრაქტიკული, ვიდრე კარგი თეორია“. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში ნამდვილად არის დაგროვილი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცოდნა ადამიანური რესურსის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამ ცოდნის, ალბათ მისი ნაწილის მაინც, გაზიარება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის არის ჩვენი კურსის მიზანი.
HR hub: უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა თემებს მოიცავს კურსი?
თემების მართლაც საინტერესო სპექტრია შერჩეული. მათი ერთგვარად კლასიფიცირება რომ ვცადოთ: ერთი მხრივ, წარმოდგენილია ფსიქოლოგიისა და შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის ფუნდამენტური კონსტრუქტები – ადამიანის პიროვნულო მახასიათებლები, კოგნიტური უნარები, მოტივაცია, შრომითი განწყობები (კმაყოფილება, ერთგულება, ჩართულობა) სამუშაო სტრესი, სამუშაო-პირადი ცხოვრების ბალანსი, ორგანიზაციულ კულტურა, ორგანიზაციული კომუნიკაცია და ა.შ. მეორე მხრივ, მსმენელები მიიღებენ ცოდნას დღეს დარგისთვის განსაკუთრებით აქტუალური საკითხების შესახებ, როგორებიცაა სამართლიანობის კონცეფცია ორგანიზაციაში, სამოქალაქო ორგანიზაციული ქცევა, „თანამშრომლის ხმა“, ემოციური შრომა, პერფექციონიზმი და სოცაილიაზაცია, ორგანიზაციული ქედმაღლობა, ბედნიერი თანამშრომლის კონცეფცია და სხვა.
ტრენინგკურსი ორიენტირებულია იმაზე, რომ გააცნოს ადამიანური რესურსის მართვაში ჩართულ სპეციალისტებს ის ფსიქოლოგიური კონსტრუქტები, რომლებიც ორგანიზაციაში ადამიანის ქცევის საფუძველია და მათ სამუშაო ადგილზე წარმოქმნილი პრაქტიკული პრობლემებისა თუ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება. თემატიკის თვალსაზრისით, ეს კურსი, შეიძლება ითქვას, უნიკალურია.
HR hub: როგორ ფიქრობთ, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია, ვინ იქნება დაინტერესებული ამ კურსით?
დაინტერესებული, ჩემი აზრით, უნდა იყოს ყველა, ვინც ორგანიზაციულ კონტექსტში ადამიანის ქცევაზე, განცდებსა და განწყობებზე ფიქრობს. ნებისმიერი დასაქმებული ადამიანისთვის, როგორც მომუშავისთვის, საკუთარი ან სხვათა ქცევის კანონზომიერებების აღმოჩენა, საკუთარი განცდებისთვის ან ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებისთვის „სახელის დარქმევა“ ხომ საოცრად საინტერესო უნდა იყოს. მაგრამ თუ სამიზნე აუდიტორიაში ვიგულისხმებთ ადამიანებს, რომლებიც ამ კურსზე მიღებულ ცოდნას ადამიანური რესურსის მართვაში გამოიყენებენ, მაშინ ესენი არიან ორგანიზაციის მენეჯერები ან სპეციფიკურად ადამიანური რესურსის მართვის სპეციალისტები, რომელთაც არა აქვთ მიღებული ფსიქოლოგიური განათლება. თუმცა, ეს კურსი საინტერესო იქნება ფსიქოლოგებისთვისაც, რადგან ჩვენ მათ ვაცნობთ ახალ თეორიებსა და უახლეს კვლევით მონაცემებს. ვფიქრობთ, ტრენინგის პროცესში დაგეგმილი პრაქტიკული შემთხვევების განხილვა და მათ ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე საუბარი, ამ მხრივ გამოცდილების გაზიარება ერთმანეთისთვის დაეხმარება მათ სამუშაო პროცესში.
HR hub: ვინ გაუძღვება ტრენინგ-კურსს?
ტრენერები ფსიქოლოგები არიან, მაგრამ განსხვავებული სამუშაო გამოცდილებით ცხადია, უმრავლესობა ადამიანური რესურსის მართვაში მუშაობს (და თანაც უკვე ძალიან დიდი ხანია – PMC ხომ პრაქტიკულად პირველი საკონსულტაციო ორგანიზაციაა ამ სფეროში). ტრენერთა უმარვლესობა აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა – ძირითადად, თსუ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე. იმედი გვაქვს, მსმენელებისთვის საინტერესო იქნება ჩვენთან ერთად მუშაობა. ჩვენთვის ტრენინგი, ერთგვარად, გამოცდილების გაზიარების პროცესია და ყველანი ყოველთვის ბევრს ვსწავლობთ ამ პროცესში.

პირველად საქართველოსა და კავკასიაში, 14 ოქტომბერს 11:00-12:00 საათებში ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით “იაპონური მენეჯმენტ ცენტრის” გახსნა, პრეზენტაცია გაიმართება. Continue reading “14 ოქტომბერს პირველად საქართველოსა და კავკასიაში “იაპონური მენეჯმენტ ცენტრი” იხსნება”

პროფესიით ფინანსისტია, თუმცა 13 წელია სარესტორნო ბიზნესშია. მუშაობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რესტორანში ჭურჭლის მწმენდავის პოზიციაზე დაიწყო და რამდენიმე წელიწადში მისი ხელმძღვანელობით ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი, ნებისმიერი კუთხიდან მოწვეულ სტუმარს ჭეშმარიტ ქართულ სამზარეულოს რომ აზიარებს, წლის საუკეთესო რესტორანი, ხოლო თავად უჩა სამგზის წლის საუკეთესო ხელმძღვანელი გახდა. Continue reading “დანკინის საოპერაციო დირექტორი უჩა ჩიხლაძე გახდა”

ამირან გამყრელიძემ დღეს, უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და ამ კონტექსში დამსაქმებლების პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.
„სახელმწიფო – დამსაქმებელი – საზოგადოება – სამივე შტო უნდა ვიყოთ ერთად. პირველ რიგში, სახელმწიფოს მოვალეობაა, ზრუნვა თავის მოქალაქეებზე, თუმცა როცა ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დამსაქმებლების თუ როგორი იქნება მათი პირადი პასუხისმგებლობა, რომ შენობაში არ დაიშვას ადამიანი ტემპერატურით; თუ ვინმეს უდასტურდება სიცხე, სამსახურეობრივი კონტაქტები გადაყვანილ იქნენ იზოლაციაში – ეს ყველაფერი დამსაქმებლის პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღესვე, სახელმწიფო უწყებებს და კერძო სექტორს მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრმაც.

HR hub-მა მოქმედი და დამწყები HR მენეჯერებისთვის ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის ინოვაციური სასწავლო ცენტრი შექმნა. Continue reading “საქართველოში პირველი HR სკოლა”

2012 წელს ნინო ჯინჯოლავამ HR Partners დააფუძნა და დღემდე მისი ხელმძღვანელი იყო. ახლა გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დროა. კომპანია მის თანამშრომლებს, HR hub Next-ის წევრებს ნინი ჯაშიაშვილს და ანი ანდღულაძეს ჩააბარა და თავად ლაბორატორიულ ბიზნესში გადაინაცვლა.
მიმდინარე კარიერულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ ნინოს და ინტერვიუ ჩავწერეთ.
HR hub: ნინო როგორც გავიგეთ სიახლეებია შენს პროფესიულ საქმიანობაში. მოგვიყევი რას აპირებ?
დიახ, ვტოვებ აქტიურ საქმიანობას HR Partners-ში და სრულიად სხვა სფეროში, ლაბორატორიულ ბიზნესში გადავდივარ.
HR hub: რატომ გადაწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა?
ვთვლი რომ კომპანიაში დგება მომენტი, როცა დამფუძნებელი უნდა გავიდეს აქტიური საოპერაციო პროცესებიდან და თანამშრომლებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება. HR Partners უკვე 8 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე, უკვე თავისი ადგილი აქვს, ჰყავს სტაბილური მომხმარებლები, აქვს ცნობადობა. მე ვფიქრობ, რაც საჭირო იყო და შემეძლო, მივეცი ამ კომპანიას იმისათვის რომ ამ ეტაპამდე მისულიყო. გავუძელით და გადავლახეთ ბევრი პრობლემა, მათ შორის გადავურჩით პანდემიის პირველ დარტყმას. გვქონდა ბევრი გამარჯვება, შეცდომებზე და მარცხზე ვისწავლეთ. ძალიან ბევრ დამწყებ HR-ს მივეცით საშუალება გამოცდილება მიეღოთ, საფეხურად გამოვეყენებინეთ HR სამყაროში შესაბიჯებლად, თითოეული მათგანი ძალიან წარმატებული HR მენეჯერია დღეს. მიხარია, როცა მათ პროგრესს ვხედავ და ძალიან ვამაყობ თითოეული მათგანით.
ახლა ვფიქრობ ზედმეტი ვარ, ახალი „სისხლია“ საჭირო, ახლებური ხედვა, დამოუკიდებელი, თამამი გადაწყვეტილებები. უკვე დროა HR Partners ცალკე არსებობდეს და ნინო ჯინჯოლავა ცალკე.
ლაბორატორიის დირექტორი 2015 წლიდან ვარ, თუმცა იმდენად კარგად გვაქვს პროცესი აწყობილი, ჩემს სრულ ჩართვას არ მოითხოვდა აქამდე. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, ნათლად დავინახე ამ ბიზნესის ახალი შესაძლებლობები. ვფიქრობ ახლა, როგორც არასდროს ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია – უნდა ვიყოთ დარწმუნებული რომ საკვები, მედიკამენტები, წყალი, რომელსაც ვიღებთ უსაფრთხოა და შეესაბამება მათდამი წაყენებულ მოთხოვნებს. მე რასაკვირველია, უშუალოდ ლაბორატორიული საქმიანობა არ მეხება. ლაბორატორიას ჰყავს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები და ძალიან კომპეტენტური ხელმძღვანელი, მაგრამ როგორც დირექტორს მევალება სრული ადმინისტრაციული, მარკეტინგული და ფინანსური მართვა უზრუნველვყო. მივხვდი რომ, ახლა აქ უფრო საჭირო ვარ. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე სრულად გადმოვსულიყავი ლაბორატორიაში. ბუნებით რეფორმატორი ვარ, მიყვარს ცვლილებები და ძირითადად ჩემს კარიერასაც თუ გადავხედავთ, ყველგან სადაც ვმუშაობ რაღაცას ვცვლი, სიახლე შემაქვს, იმედი მაქვს არც ახლა იქნება გამონაკლისი.
HR hub: პირველ რიგში გვიხარია, რომ HR Partners-ში ახლა HR hub Next-ის წევრები მუშაობენ და სწორედ მათ ჩააბარე ეს საქმიანობა. როგორ მოხვდნენ შენთან ნინი და ანი?
ნინი და ანი საოცარი გოგონები არიან ხალისიანი, კეთილი და დაუზარელი. ანი HR Hub Next-ში ჩემი გუნდის წევრი იყო. ყველაზე ჩუმი, არაფერს ამბობდა, მაგრამ ვხედავდი ყველაფერს აკვირდებოდა და ყველაფერზე საკუთარი აზრი ჰქონდა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ შევთავაზე მას ჩემთან დარჩენა. ნინი თავისით დამიკავშირდა. მომხიბლა მისმა სითამამემ, მზაობამ, მონდომებამ ესწავლა და მიეღწია მიზნისთვის. ორივესთან ჯერ სტაჟირებით დავიწყეთ, მერე გამოსაცდელი ვადით და აი უკვე 1 წელი ერთად ვართ. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ერთი წელი გავატარეთ ერთად. ვფიქრობ სრული ტრანსფორმაცია განიცადეს გოგონებმაც და მეც, რაღაცნაირად ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ, ერთმანეთისგან ვისწავლეთ ძალიან ბევრი.
HR hub: ფიქრობ, რომ მზად არიან შენი დაწყებული საქმე გააგრძელონ?
საერთოდ ვფიქრობ რომ ახალი თაობის დროა. ვფიქრობ, ბევრად უფრო ჯანსაღი, უკეთესი ხედვა აქვთ, კრიტიკულად აზროვნებენ, ცდილობენ გაუგონ კანდიდატს/მომხმარებელს და არა – შეასრულონ ვინმეს დავალება, არ იაზროვნონ სტერეოტიპულად. ამიტომ ვფიქრობ ისინი ჩემზე უკეთესად გააგრძელებენ ჩემს დაწყებულ საქმეს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადგან მე დავიწყე, სიცოცხლის ბოლომდე მე უნდა ვაკეთო. პირიქით, სიახლეა საჭირო განვითარებისთვის და ძალიან რეალურად გავაანალიზე, რომ ამ სიახლის მოტანა ახლა მე არ შემეძლო. სადაც შემიძლია, იქ მივდივარ. თუ მომავალში ჩავთვლი, რომ ისევ უნდა დავბრუნდე, ასეც მოვიქცევი, ან კიდევ სხვაგან წავალ. მიყვარს ცვლილებები.
HR hub: სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
ამ ეტაპზე ჩემი ყველა გეგმა უკავშირდება ლაბორატორიას და მის განვითარებას. რატომღაც დამკვიდრებული აზრია, რომ ლაბორატორიაში მთავარი აპარატურაა, თუმცა მე ამას არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ ლაბორატორიაშიც, როგორც ყველგან, მთავარი ადამიანური რესურსია. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემი ლაბორატორია მდიდარია, როგორც თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე გამოირჩევა თავის პროფესიონალთა გუნდით. პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ვფიქრობ, მგონია, ძალიან მალე, დიჯიტალიზაცია იქნება ყველაზე აქტუალური გამოწვევა ბიზნესისთვის. ძალიან გრძელვადიან გეგმებს აღარ ვისახავ, ცხოვრებამ დამანახა, რომ გარემო იმაზე უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე წარმოვიდგენდით. შესაბამისად, უკვე სიურპრიზად მინდა დარჩეს, რა მოხდება ხვალ. მე კი, სტაბილურად ფეხდაფეხ ვადაპტირდე მიმდინარე ცვლილებთან.