შემოგვიერთდით

ნინო ჯინჯოლავა HR Partners ტოვებს და ლაბორატორიულ ბიზნესში გადადის

2012 წელს ნინო ჯინჯოლავამ HR Partners დააფუძნა და დღემდე მისი ხელმძღვანელი იყო. ახლა გადაწყვიტა, რომ ცვლილებების დროა. კომპანია მის თანამშრომლებს, HR hub Next-ის წევრებს ნინი ჯაშიაშვილს და ანი ანდღულაძეს ჩააბარა და თავად ლაბორატორიულ ბიზნესში გადაინაცვლა.

მიმდინარე კარიერულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ ნინოს და ინტერვიუ ჩავწერეთ.

HR hub: ნინო როგორც გავიგეთ სიახლეებია შენს პროფესიულ საქმიანობაში. მოგვიყევი რას აპირებ?

დიახ, ვტოვებ აქტიურ საქმიანობას HR Partners-ში და სრულიად სხვა სფეროში, ლაბორატორიულ ბიზნესში გადავდივარ.

HR hub: რატომ გადაწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა?

ვთვლი რომ კომპანიაში დგება მომენტი, როცა დამფუძნებელი უნდა გავიდეს აქტიური საოპერაციო პროცესებიდან და თანამშრომლებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება. HR Partners უკვე 8 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე, უკვე თავისი ადგილი აქვს, ჰყავს სტაბილური მომხმარებლები, აქვს ცნობადობა. მე ვფიქრობ, რაც საჭირო იყო და შემეძლო, მივეცი ამ კომპანიას იმისათვის რომ ამ ეტაპამდე მისულიყო. გავუძელით და გადავლახეთ ბევრი პრობლემა, მათ შორის გადავურჩით პანდემიის პირველ დარტყმას. გვქონდა ბევრი გამარჯვება, შეცდომებზე და მარცხზე ვისწავლეთ. ძალიან ბევრ დამწყებ HR-ს მივეცით საშუალება გამოცდილება მიეღოთ, საფეხურად გამოვეყენებინეთ HR სამყაროში შესაბიჯებლად, თითოეული მათგანი ძალიან წარმატებული HR მენეჯერია დღეს. მიხარია, როცა მათ პროგრესს ვხედავ და ძალიან ვამაყობ თითოეული მათგანით.

ახლა ვფიქრობ ზედმეტი ვარ, ახალი „სისხლია“ საჭირო, ახლებური ხედვა, დამოუკიდებელი, თამამი გადაწყვეტილებები. უკვე დროა HR Partners ცალკე არსებობდეს და ნინო ჯინჯოლავა ცალკე.

ლაბორატორიის დირექტორი 2015 წლიდან ვარ, თუმცა იმდენად კარგად გვაქვს პროცესი აწყობილი, ჩემს სრულ ჩართვას არ მოითხოვდა აქამდე. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, ნათლად დავინახე ამ ბიზნესის ახალი შესაძლებლობები. ვფიქრობ ახლა, როგორც არასდროს ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხია – უნდა ვიყოთ დარწმუნებული რომ საკვები, მედიკამენტები, წყალი, რომელსაც ვიღებთ უსაფრთხოა და შეესაბამება მათდამი წაყენებულ მოთხოვნებს. მე რასაკვირველია, უშუალოდ ლაბორატორიული საქმიანობა არ მეხება. ლაბორატორიას ჰყავს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები და ძალიან კომპეტენტური ხელმძღვანელი, მაგრამ როგორც დირექტორს მევალება სრული ადმინისტრაციული, მარკეტინგული და ფინანსური მართვა უზრუნველვყო.   მივხვდი რომ, ახლა აქ უფრო საჭირო ვარ. ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე სრულად გადმოვსულიყავი ლაბორატორიაში. ბუნებით რეფორმატორი ვარ, მიყვარს ცვლილებები და ძირითადად ჩემს კარიერასაც თუ გადავხედავთ, ყველგან სადაც ვმუშაობ რაღაცას ვცვლი, სიახლე შემაქვს, იმედი მაქვს არც ახლა იქნება გამონაკლისი.

HR hub: პირველ რიგში გვიხარია, რომ HR Partners-ში ახლა HR hub Next-ის წევრები მუშაობენ და სწორედ მათ ჩააბარე ეს საქმიანობა. როგორ მოხვდნენ შენთან ნინი და ანი?

ნინი და ანი საოცარი გოგონები არიან ხალისიანი, კეთილი და დაუზარელი. ანი HR Hub Next-ში ჩემი გუნდის წევრი იყო. ყველაზე ჩუმი, არაფერს ამბობდა, მაგრამ ვხედავდი ყველაფერს აკვირდებოდა და ყველაფერზე საკუთარი აზრი ჰქონდა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ შევთავაზე მას ჩემთან დარჩენა. ნინი თავისით დამიკავშირდა. მომხიბლა მისმა სითამამემ, მზაობამ, მონდომებამ ესწავლა და მიეღწია მიზნისთვის. ორივესთან ჯერ სტაჟირებით დავიწყეთ, მერე გამოსაცდელი ვადით და აი უკვე 1 წელი ერთად ვართ. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ერთი წელი გავატარეთ ერთად. ვფიქრობ სრული ტრანსფორმაცია განიცადეს გოგონებმაც და მეც, რაღაცნაირად ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ, ერთმანეთისგან ვისწავლეთ ძალიან ბევრი.

HR hub: ფიქრობ, რომ მზად არიან შენი დაწყებული საქმე გააგრძელონ?

საერთოდ ვფიქრობ რომ ახალი თაობის დროა. ვფიქრობ, ბევრად უფრო ჯანსაღი, უკეთესი ხედვა აქვთ, კრიტიკულად აზროვნებენ, ცდილობენ გაუგონ კანდიდატს/მომხმარებელს და არა – შეასრულონ ვინმეს დავალება, არ იაზროვნონ სტერეოტიპულად. ამიტომ ვფიქრობ ისინი ჩემზე უკეთესად გააგრძელებენ ჩემს დაწყებულ საქმეს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რადგან მე დავიწყე, სიცოცხლის ბოლომდე მე უნდა ვაკეთო. პირიქით, სიახლეა საჭირო განვითარებისთვის და ძალიან რეალურად გავაანალიზე, რომ ამ სიახლის მოტანა ახლა მე არ შემეძლო. სადაც შემიძლია, იქ მივდივარ. თუ მომავალში ჩავთვლი, რომ ისევ უნდა დავბრუნდე, ასეც მოვიქცევი, ან კიდევ სხვაგან წავალ. მიყვარს ცვლილებები.

HR hub: სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

ამ ეტაპზე ჩემი ყველა გეგმა უკავშირდება ლაბორატორიას და მის განვითარებას. რატომღაც დამკვიდრებული აზრია, რომ ლაბორატორიაში მთავარი აპარატურაა, თუმცა მე ამას არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ ლაბორატორიაშიც, როგორც ყველგან, მთავარი ადამიანური რესურსია. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემი ლაბორატორია მდიდარია, როგორც თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე გამოირჩევა თავის პროფესიონალთა გუნდით. პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ვფიქრობ, მგონია, ძალიან მალე, დიჯიტალიზაცია იქნება ყველაზე აქტუალური გამოწვევა ბიზნესისთვის. ძალიან გრძელვადიან გეგმებს აღარ ვისახავ, ცხოვრებამ დამანახა, რომ გარემო იმაზე უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე წარმოვიდგენდით. შესაბამისად, უკვე სიურპრიზად მინდა დარჩეს, რა მოხდება ხვალ. მე კი, სტაბილურად ფეხდაფეხ ვადაპტირდე მიმდინარე ცვლილებთან.

“პსპ დენტი” – სტომატოლოგიის დაზღვევის ინოვაციური და უნიკალური პროდუქტი პსპ დაზღვევისგან!

პსპ დენტი”  – სტომატოლოგიის დაზღვევის ინოვაციური და უნიკალური პროდუქტი პსპ დაზღვევისგან!

პსპ დაზღვევამ შექმნა სრულიად ახალი, ინოვაციური და ექსკლუზიური სადაზღვევო პროდუქტი „პსპ დენტი“, რომლის ანალოგიც სადაზღვევო ბაზარზე არ არსებობს და რომელიც ფარავს სტომატოლოგიურ მომსახურებას სრულად, გამონაკლისების გარეშე.

რა იფარება?

სტომატოლოგიური  სერვისების  სრული  სპექტრი   გამონაკლისების   გარეშე:

  1. გეგმიური თერაპია;
  2. გეგმიური ქირურგია;
  3. გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება;
  4. ორთოპედია;
  5. ორთოდონტია;
  6. რედიოვიზიოგრაფია;
  7. იმპლანტაცია;
  8. პროფილაქტიკა და ჰიგიენა;
  9. ესთეტიური სტომატოლოგია;
  10. პაროდონტოლოგია.

ვის შეუძლია „პსპ დენტის“ შეძენა?

პროდუქტის შეძენა შეუძლია ნებისმიერ პირს, განურჩევლად კორპორატიული თუ სახელმწიფო დაზღევვით სარგებლობისა. ასევე, მოქალაქეს, რომელიც არ საგებლობს დაზღვევის არცერთი პროგრამით:

  1. მოქალაქე, რომელიც სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიული პროგრამით – პირობები ითვალისწინებს სტომატოლოგიურ მომსახურებასაც, თუმცა მომსახურება ლიმიტირებულია და აქვს გამონაკლისები. „პსპ დენტის“  შეძენის შემთხვევაში კი, დაზღვეულს  საშუალება აქვს მიიღოს ნებისმიერი სტმომატოლოგიური მომსახურება გამონაკლისის გარეშე და გამოიყენოს აღნიშნული პროდუქტის ლიმიტები სრულად;
  2. მოქალაქე, რომელიც სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით – აღნიშნული პროგრამით საერთოდ არ არის გათვალისწინებული სტომატოლოგიური მომსახურება. შესაბამისად „პსპ დენტის“ შეძენის შემთხვევაში, დაზღვეული დაიმატებს სტომატოლოგიის დაზღვევას და  ამასთანავე, იგი ჩვეულებრივ დარჩება სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მოსარგებლედ.  

პროდუქტის ღირებულება

  • ინდივიდუალური პაკეტის ფასი 20 ლარი;
  • ოჯახის 2 წევრზე 36 ლარი;
  • საოჯახო პაკეტზე 54 ლარი.

გაიგე მეტი მათ შესახებ: ვებ-გვერდი

შეუკვეთე მომსახურება: +995 32 218 55 55  info@ipsp.ge

HR shop – მუდმივად დაემატება HR მენეჯერებისთვის საინტერესო და საჭირო სერვისები და პროდუქტები სპეციალური შეთავაზებებით.

იშოპინგეთ HR-ულად!

დარეგისტრირეთ კომპანია თქვენც, ჩაერთეთ დღესვე და განათავსეთ სერვისი/პროდუქტი!

4 ოქტომბერს “სევსამორაში” HR რთველი გაიმართება

HR hub – ის ორგანიზებით 4 ოქტომბერს (10:00-16:00), საგურამოში,  სევსამორაში HR რთველი გაიმართება. Continue reading “4 ოქტომბერს “სევსამორაში” HR რთველი გაიმართება”

HRjobs.ge – ვაკანსიების განთავსების ახალი პლატფორმა HR hub-სგან

HR hub – ში სიახლეა. ჩვენს ვებ სერვისებს დაემატა www.HRJobs.ge. ეს არის HR მენეჯერებისთვის განკუთვნილი ვაკანსიებისთვის შექმნილი გვერდი. ამიერიდან ისინი მხოლოდ მათთვის საინტერესო განცხადებების ნახვას HR ვაკანსიების მთავარ პლატფორმაზე შეძლებენ. Continue reading “HRjobs.ge – ვაკანსიების განთავსების ახალი პლატფორმა HR hub-სგან”

,,მხოლოდ საუკეთესო ადამიანები შემოვიკრიბეთ გარშემო, დანარჩენი თავისთავად ხდება”, – გურანდა ხოხობაშვილი

მაშინ როცა, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და კომპანიებიდან თანამშრომლების გაშვება და ხელფასების შემცირება დაიწყო, ,,ბლაუენშტაინ საქართველომ” თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა და სამუშაო დრო შეამცირა. Continue reading “,,მხოლოდ საუკეთესო ადამიანები შემოვიკრიბეთ გარშემო, დანარჩენი თავისთავად ხდება”, – გურანდა ხოხობაშვილი”

,,ეს არის პროფესია, რომელიც საშუალებას მაძლევს ადამიანებს ვაპოვნინო ის ფარული რესურსები, რაც თითოეულ მათგანშია”, – მაკა მჟავანაძე

HRhub.ge აგრძელებს ბლიც-ინტერვიუებს HR მენეჯერებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია HR, ტრენერი, ქოუჩი. სატრენინგო საკონსულტაციო კომპანია QBQ სერვის აკადემია-ს დირექტორი და დამფუძნებელი მაკა მჟავანაძე.

თქვენი პროფესია

HR

რატომ HR?

ეს არის პროფესია, რომელიც საშუალებას მაძლევს ადამიანებს ვაპოვნინო ის ფარული რესურსები, რაც თითოეულ მათგანშია.

პირველი სამსახური და ანაზღაურება

პირველი სამსახური HR-ში არ იყო და ანაზღაურებაც საკმაოდ დაბალი მქონდა 200 ლარი.

პირველი  სამსახური, როგორც HR მენეჯერი,  იყო Privatbank.

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კარიერის განმავლობაში იყო

როდესაც გონივრულად გავრისკე. ვიცოდი რომ მივდიოდი დაბალ ხელფასზე, ნაკლებად ცნობილ კომპანიაში ბრენდიდან (მონსტრიდან), მაგრამ ჩემი კარიერული განვითარებისთვის ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო.

ის, რაც ,,ქართულ“ HR-ში არ მოგწონს

არ მომწონს ასე ვერ ვიტყვი. ჩემი მეგობრები, ასევე ჩემი კოლეგები, არიან საუკეთესოები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სწორი აქცენტების დასასმელად. თუმცა ხანდახან გვიწევს რომ დავნებდეთ და ეს არ მომწონს.

კითხვა, რომელსაც გასაუბრებაზე არასდროს დასვამ

ალბათ ერთადერთი – რომელია თქვენი საყვარელი კერძი.  დანარჩენი ყველაფერი მიკითხავს სხვადასხვა  კომპანიაში მუშაობისას.

რჩევა სამუშაოს მაძიებელს

დაიწყონ. რაღაცით დაიწყონ. ეს ალბათ საკვანძო რჩევაა.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, იმუშაონ საკუთარი უნარების გაძლიერებაზე. მიზანი იქონიონ მყარი.

ქართველი წარმატებული ადამიანი, რომელსაც ყავაზე დაპატიჟებდი და სიამოვნებით გაიცნობდი

უცებ რატომღაც სპორტი გამახსენდა. ბავშვობაში ძალიან მინდოდა ჩოგბურთის თამაში და ახლაც ვთვლი რომ ერთ-ერთი ლამაზი სპორტია. ამიტომ ლეილა მესხი უდავოდ და მეორე ზაზა ფაჩულია.  აი ეს ორი ადამიანი.

წარმატების ფორმულა არსებობს?

არსებობს.  უდავოდ არსებობს)   ოღონდ ყველამ უნდა იპოვოს თავისი.

მე ვმოქმედებ ერთი პრინციპით – „გადადი“ .   ძალიან კარგად ხსნის ამ სიტყვის შინაარსს რაიან მერფი ცნობილ ფილმში „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“    “attraversiamo”. გადადი და გადაკვეთე.

რისთვის ღირს ცხოვრება?

ყველაფრისთვის, აი ყველაფრისთვის. ეს მარტივად.

 ისე, გაცემისთვის, ზრუნვისთვის, სიკეთისთვის …

19 სექტემბერს HR hub Coaching Party გაიმართება

HR hub– ის ორგანიზებით და ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 19 სექტემბერს, 17:00-21:00, Sevsamora Resort & Spa-ში (მის: საგურამო, სევსამორას ქუჩა N1), ღია სივრცეში, ახალი სეზონის პირველი ღონისძიება გაიმართება.

თუ გაინტერესებთ როგორ დანერგოთ და გამოიყენოთ ქოუჩინგი კომპანიაში (რა გამოწვევებს შეხვდებით და როგორ დაძლიოთ ისინი), რა სარგებელს მოგიტანთ ეს პროცესი, როგორ შეიძლება HR-ის ტრანსფორმაცია ქოუჩად და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ გუნდურ ქოუჩინგში, გელოდებით HR-Ceo Coaching Party-ზე.

სპეციალურად ამ დღისთვის საინტერესო სპიკერებსა და თემებს შემოგთავაზებთ:

  • ეკატერინე ბაბუნაშვილი – ICF (ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობა) პრეზიდენტი;

თემა: ICF ქოუჩინგის ოქროს სტანდარტი – მეცნიერება და პრაქტიკა

  • რუსუდან სანიკიძე – ადამიანური კაპიტალის განვითარების ექსპერტი – ქოუჩი;

თემა: ქოუჩინგი, როგორც ტრანსფორმაციის ინსტრუმენტი

  • დეა ჩხაიძე – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის CHRO, ლიდერობის განვითარების ქოუჩი;

თემა: ლიდერობის განვითარება და ქოუჩინგის პრაქტიკა ორგანიზაციაში

  • ნინო ბერუაშვილი – ICF საქართველოს ბორდის წევრი, ეროვნული ბანკის HR სამსახურის უფროსი.

თემა: ქოუჩინგი: კარიერული ცისარტყელა HR-ებისთვის

სპიკერების გამოსვლების შემდეგ გაიმართება გუნდური ქოუჩინგ სესიები.

ეს ყველაფერი კი Sevsamora Resort & Spa – ს მრავალფეროვან სივრცეებში ჩატარდება.

ღონისძების ჩატარების მიზანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, მსჯელობა საინტერესო მიდგომებსა და გამოწვევებზე HR სფეროში.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:

თუ მაგ. კვირას დასვენებას გადაწყვეტთ, ამაზეც ვიზრუნეთ და Sevsamora Resort & Spa ღონისძიების მონაწილეებს სპეციალურ ფასებს გთავაზობთ ოთახებში განთავსებაზე (ფასდაკლებებით ისარგებლებთ მაშინ, როცა ისურვებთ):

  • ორადგილიანი განთავსება სასტუმროს ოთახში – 195 ლარი. ფასი მოიცავს საუზმეს და დღგ-ს 2 პერსონაზე, ასევე ღია აუზით სარგებლობას.
  • ვილა – 1,800 ლარი. ფასი მოიცავს 12 სტუმრის განთავსებას ორადგილიან ოთახებში საუზმის და დღგ-ს ჩათვლით. ვილას გააჩნია საკუთარი აუზი და ტერასები.
  • სპა პროცედურებზე გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას.

დასაჯავშნად დაუკავშირდით: 032 280 15 15

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 700-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:  პსპ დაზღვევა – PSP Insurance Grant Thornton Georgia  Rem•Bow Events პალიტრა მედია ჰოლდინგი BIA • ბია  Hotsale.ge 

ანდრო დგებუაძე “ორიენტ ლოჯიკის” დირექტორთა საბჭოს მრჩეველი გახდა

დღეიდან ანდრო დგებუაძე “ორიენტ ლოჯიკის” დირექტორთა საბჭოს მრჩეველი იქნება.

Continue reading “ანდრო დგებუაძე “ორიენტ ლოჯიკის” დირექტორთა საბჭოს მრჩეველი გახდა”

HR hub Next და STREAM თანამშრომლობას იწყებენ

STREAM და HR hub ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომლის მიზანია კვლევითი პროექტების საშუალებით, ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედ კომპანიებს ადამიანური კაპიტალზე ზრუნვისა და განვითარების სისტემების ეფექტიანობის გაზრდაში.  Continue reading “HR hub Next და STREAM თანამშრომლობას იწყებენ”

რას გულისხმობს პროგრამა “იმუშავე საქართველოდან”?

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” წინადადებას, “იმუშავე საქართველოდან” დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. Continue reading “რას გულისხმობს პროგრამა “იმუშავე საქართველოდან”?”