21 ოქტომბერს ქუთაისში CMX Solutions-ის ღია კარის დღე გაიმართება

28-29 ოქტომბერს, ბაკურიანი ინნ-ში HR hub-ის ღონისძიება და კვარტეტი ,,რანინას” კონცერტი გაიმართება. Continue reading “28-29 ოქტომბერს “Bakuriani Inn-ში” HR hub-ის ღონისძიება და კვარტეტი ,,რანინას” კონცერტი გაიმართება”
HR hub – ის ორგანიზებით 2 ოქტომბერს (12:00-18:00), კახეთში (თელავი, რუისპირი), Hotel & Wine Cellar ARGE – ში გაიმართება HR რთველი, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა.
რთველის შემდეგ გადავინაცვლებთ Hotel & Wine Cellar ARGE – ში, სადაც გაიმართება ღონისძიება და შემდეგი აქტოვობები:
ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგება: ძირითადი და არაფორმალური.
პირველ ნაწილში საუბარი იქნება HRM – ის ახალ პროფესიებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომლებიც HR მენეჯერებს ყოველდღიურ საქმიანობაში სჭირდებათ.
სპიკერი I: მედეა ტაბატაძე – სპიკერი, ტრენერი, კონსულტანტი.
თემა: HRM – ის ახალი პროფესიები, პოზიციები, საქმიანობები და ამოცანები.
HRM-ს დაემატა ახალი საქმიანობები (მაგ.კომუნიკაციები, დამსაქმებლის ბრენდინგი, Tech და ა.შ) რომლებიც გაჩნდა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად. მედეა იასუბრებს რა ახალი მიმართულებები, როლები გვჭირდება ადამიანური კაპიტალის მართვაში, გაგვიზიარებს რჩევებსა და რეკომენდაციებს.
ასევე, გაგაცნობთ კომპანიას Aisitec – სა და ჯეოსოფტს, რომლებიც საინტერესო და სასარგებლო პროდუქტებს წარმოადგენენ სპეციალური შეთავაზებებით.
სპიკერი II: თამარ ბოსიკაშვილი – აისიტექის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
თემა: HR პროცესების სრული გაციფრულება და რუტინული სამუშაოების მინიმუმამდე დაყვანა.
აისიტექი ქართული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2016 წელს. აისიტექმა შექმნა პროდუქტები, რომლებიც ორგანზაციებს ეხმარება ბიზნეს-პროცესებიდან ამოიღონ ქაღალდის დოკუმენტები და სრულად გადავიდნენ საქმეების ელექტრონულ წარმოებაზე.
აისიტექი გთავაზობთ ორ პროდუქტს: ელექტრონული ხელმოწერებისა და დოკუმენტბრუნვის სისტემას www.validate.ge, ასევე ადამიანური რესურსების მართვისა და თვითმომსახურების სისტემას www.selfservice.ge.
validate.ge -ზე შეგიძლიათ ატვირთოთ ნებისმიერი ელექტრონული დოკუმენტი, შეამოწმოთ მასზე დადებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერებისა და შტამპების უტყუარობა, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შესრულებული. ამით სამომავლოდ თავიდან აიცილებთ ყველანაირ პრობლემას, რაც არასწორად ხელმოწერილმა დოკუმენტმა შეიძლება გამოიწვიოს. პორტალის მეშვეობით თავადაც შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი ID ბარათით ან დაადოთ კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. მეტიც, განსხვავებით ID ბარათისგან, რომლის თან ტარება ისედაც სულ საჭიროა, შტამპის ბარათი შეგიძლიათ თან არ იქონიოთ – გჭირდებათ მხოლოდ მისი შეერთება რომელიმე კომპიუტერზე ოფისში. validate.ge საშუალებას მოგცემთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაადოთ შტამპი და თან ისე, რომ უსაფრთხოება სრულად დაცული იყოს. პორტალის საშუალებით შეგიძლიათ მარტივად გაუზიაროთ დოკუმენტები სხვებს, მოიწვიოთ თქვენი თანამშრომლები ელექტრონულ სამუშაო სივრცეებში, რომლებსაც შექმნით პროექტებისთვის, სამუშაო ჯგუფებისთვის ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სხვა მიზნით.
სპიკერი III: ანდრო მესხორაძე – ჯეოსიფთის დირექტორი.
თემა: Google Workspaceკორპორატიულ კულტურაში
მეორე ნაწილში კი გელოდებათ შემდეგი აქტივობები:
თუ სასტუმროში დარჩენას გადაწყვეტთ, გიზიარებთ შეთავზებას.
HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.
აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Aisitec ჯეოსოფთი Hotel & Wine Cellar ARGE sfero.ge King David KD4US Grant Thornton Georgia.
15 სექტემბერს, 19:00 – 22:00 სთ-ზე, ექსპო ჯორჯიაში (ა.წერეთლის 118, პავილიონი N3, დარბაზი E), HR hub – ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
Continue reading “15 სექტემბერს HR hub-ის ახალი სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება”
2 აგვისტოს, 19:00სთ-ზე, Meta Business Hotel-ში HR hub – ის მორიგი ღონისძიება ყველაზე ,,ცხელ” თემას დაეთმობა. Continue reading ““ტალანტების დეფიციტი – ბიზნესის N1 გამოწვევა” – 2 აგვისტოს Meta Business Hotel-ში HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება”
HR ბიზნეს სამიტი 2022 შედგა!
HR hub – ის მეხუთე, საიუბილეო წლის მთავარი HR ღონისძიება 7 ივლისს შატო მუხრანში სრული ანშლაგით ჩატარდა. 600 – ზე მეტი სტუმრის (HR პროფესიონალები და დირექტორები) წინაშე 10 სპიკერი წარსდგა. აუდიტორიის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სპიკერის წოდება დავით ბირმანმა მოიპოვა. ღონისძიების წარმდგენია eteam.
წლევანდელი სამიტის მთავარი თემა HR ტრანსფორმაცია იყო, რომლის გარშემოც დაიგეგმა სპიკერების გამოსვლები მთავარ სცენაზე, მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები (ვორკშოპი), HR კაფე და სხვა.
ღონისძიებაზე დაანონსდა HR hub – ის ახალი იცნიციატივის შესახებაც. ორგანიზაცია მასშტაბურ სახელფასო კვლევას ჩაატარებს.
ტრადიცია არც ამჯერად დავარღვიეთ და HR ბიზნეს სამიტზე რეგისტრირებული პირველ მონაწილეს, ნათია ქუტიძეს Kreston Georgia-ს მიერ დაწესებული საჩუქარი გადაეცა.
საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ტრადიციული გათამაშებისა და გამაჯვებულებისთვის პრიზების გადაცემის შემდეგ, დაგვირგვინდა ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების კონცერტით.
ღონისძიების ფასილიტაცია უზრუნველყო კომპანია – Teamboat-მა. ფასილიტატორი კი პაატა პაპავა იყო.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Kreston Georgia, Signify, Dreamland Oasis Chakvi, პროექტი ESCape – დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება
შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, Grant Thornton Georgia Sfero.ge King David KD4US პალიტრა მედია ჰოლდინგი BIA • ბია Hotsale.ge.
მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი
HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია eteam.
Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2022-ის ვორქშოფები და მასტერკლასები ცნობილია”
HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია eteam. Continue reading “7 ივლისს შატო მუხრანში საიუბილეო HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება”