შემოგვიერთდით

6 მაისს, ვაკის პარკში კარიერის ფესტივალი ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით, 6 მაისს ვაკის პარკში 14:00სთ-დან 17:00სთ–ის ჩათვლით კარიერის ფესტივალი გაიმართება. Continue reading “6 მაისს, ვაკის პარკში კარიერის ფესტივალი ჩატარდება”

“კარიერის ფესტივალში” მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hubის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით,  6 მაისს, ვაკის პარკში, 14:00სთ-დან 17:00სთ–ის ჩათვლით გაიმართება კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი, რომელიც შედგება რამდენიმე ნაწილისგან:

  1. დამსაქმებლების ბრენდების გამოფენა. კანდიდატების შეხვედრა დამსაქმებლებთან, გასაუბრება, მათთვის კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაცნობა და დასაქმება;
  2. კარიერული კონსულტაციები;
  3. სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანების გამოსვლა მთავარ სცენაზე და გამოცდილების გაზიარება. ტრენინგები, ვორქშოპები, მასტერკლასები;

კარიერის ფესტივალის მიზანი:

კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. კანდიდატებზე მაღალი მოთხოვნაა, მიწოდება კი დაბალი.

გარდა ამისა, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმარებით ცნობადობის ზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.

ასევე ფესტივალზე მოსულ კანდიდატებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს შევთავაზებთ, რაც დაეხმარებათ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, დასაქმებასა და კარიერის დაგეგმვაში.

ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:

ასაკობრივი ჯგუფი:

  • 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
  • 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:

  1. კომპანიების წარმომადგენლების სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება;
  2. დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა.
  3. გაიგოთ მოხვდებით თუ არა სამუშაოს მაძიებელთა სასურველი კომპანიების სიაში.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია:

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე: docs.google.com/forms 5 მაისამდე.

დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება: 495 ლარი + დღგ.

ღირებულებაში შედის ფესტივალაზე წარსადგენი ვაკანსიების უფასოდ გამოქვეყნებაც www.sfero.ge – ზე.

პროექტის თაიმლაინი:

1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. კარიერის ფესტივალი.

საორგანიზაციო დეტალები:

  • თქვენი სივრცე: 10 კვ.მ;
  • ადგილზე დაგხვდებათ ორი მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;

როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე: შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

გაეცანით რა ხდებოდა HR hub – ის მიერ ორგანიზებულ წინა დასაქმების ფესტივალზე და როგორ იყო მოწყობილი კომპანიების სტენდები:  ფოტოები

ჩვენ მიერ ჩატარებული დასაქმების მასშტაბური ფესტივალები:

  • კარიერისა და დასაქმების საახალწლო ფესტივალი;
  • საყოველთაო გასაუბრება;
  • Tbilisi Jobs;
  • Expo Job;
  • ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
  • ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
  • Job Fest.

შევხვდებით კარიერის ფესტივალზე!

“შენი კარიერის მრჩეველი” – პროექტი, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარებათ

“შენი კარიერის მრჩეველი” – პროექტი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეკომენდაციები, მხარდაჭერა და რჩევები სჭირდებოდათ სამსახურის ძიების/კარიერის სწორად დაგეგმვის პროცესში. Continue reading ““შენი კარიერის მრჩეველი” – პროექტი, რომელიც დასაქმებაში დაგეხმარებათ”

10 დეკემბერს, თბილისში “კარიერის ფესტივალი” ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ისა და კომპანია Softswissის მხარდაჭერით,  10 დეკემბერს, სასტუმრო რუმსის გარდენ ჰოლში (მის. მერაბ კოსტავას N 14), 14:00სთ-დან 18:00სთის ჩათვლით კარიერის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. Continue reading “10 დეკემბერს, თბილისში “კარიერის ფესტივალი” ჩატარდება”

“კარიერის ფესტივალში” მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub – ის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით, 10 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო რუმსის გარდელ ჰოლში, 14:00 – 18:00 სთ-ებში  გაიმართება კარიერის მასშტაბური ფესტივალი, რომელიც შედგება რამდენიმე ნაწილისგან: Continue reading ““კარიერის ფესტივალში” მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

რესტორანი “ფუნიკულიორის” გუნდი იზრდება და 20 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის

ფუნიკულიორის კომპლექსი” თბილისის ისტორიული ადგილია. Continue reading “რესტორანი “ფუნიკულიორის” გუნდი იზრდება და 20 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის”

21 ოქტომბერს ქუთაისში CMX Solutions-ის ღია კარის დღე გაიმართება

თუ გამართულად საუბრობთ გერმანულ ენაზე და გსურთ იმუშაოთ საერთაშორისო კომპანიაში, არ გამოტოვოთ CMX Solutions- ის ღონისძიება, რომელიც 21 ოქტომბერს, ქუთაისში, სასტუმრო Kutaisi Inn-ში (მის. დ. აღმაშენებლის N2) 12:00-14:00 ან 16:00-18:00სთ-ებში გაიმართება.
ღია კარის დღეზე მიიღებთ ინფორმაციას კომპანიისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ!
CMX ღია კარის დღეზე ელის ადამიანებს, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ გერმანულად! დასაქმების მსურველებს არ ესაჭიროებათ სამუშაო გამოცდილება, საკმარისია მხოლოდ გერმანული ენის კარგი ცოდნა და კომუნიკაციის საუკეთესო უნარები. დასაქმება ეხება მომხმარებელთა მომსახურებას და არა გაყიდვებს. დასწრება შეუძლია ყველას, ვინც ფლობს გერმანულ ენას. ამისთვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია, აირჩიოთ სასურველი დრო და მიხვიდეთ ღონისძიებაზე. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: www.google.form
CMX Solutions ეს არის გერმანული კომპანია ბერლინიდან, რომელსაც აქვს მომხმარებელთა მომსახურების კონტაქტ ცენტრი სკოპიეში – მაკედონია, თბილისში – საქართველო და ერევანში – სომხეთი. მაკედონიაში კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 120-ზე მეტი თანამშრომელი, საქართველოში 200-ზე მეტი და სომხეთში – 220.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ CMX-ის ვებგვერდს www.cmx-solutions.com ან Facebook-ს www.facebook.com/CMXSolutionsGeorgia.

დასაქმების მაძიებელთათვის ახალი პლატფორმა talantebi.ge შეიქმნა

ჩაერთე ჩვენს კამპანიაში „რას ნიშნავს ტალანტები შენს კომპანიაში“! Continue reading “დასაქმების მაძიებელთათვის ახალი პლატფორმა talantebi.ge შეიქმნა”

“ტალანტების დეფიციტი – ბიზნესის N1 გამოწვევა” – 2 აგვისტოს Meta Business Hotel-ში HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება

2 აგვისტოს, 19:00სთ-ზე, Meta Business Hotel-ში HR hub – ის მორიგი ღონისძიება ყველაზე ,,ცხელ” თემას დაეთმობა. Continue reading ““ტალანტების დეფიციტი – ბიზნესის N1 გამოწვევა” – 2 აგვისტოს Meta Business Hotel-ში HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება”

“მხარს ვუჭერთ ბიზნესს ადამიანური კაპიტალის მოზიდვისა და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით.” – მარიამ იობიძე

HR hub-ის ორგანიზებით 7 ივლისს, შატო მუხრანში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2022 გაიმართება. რა დაგხვდებათ სამიტზე? გამორჩეული სპიკერები ინსპირაციული ქეისებით, მასტერკლასები, ვორქშოპები, ნეთვორქინგი “HR კაფეში” და ბევრი სიურპრიზი.

წელს ღონისძიებაზე მონაწილეობას იღებს ESCape. ჩვენ მარიამ იობიძეს ვესაუბრეთ და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

HR hub: ESCape HR ბიზნეს სამიტი 2022 – ის მხარდამჭერია, რატომ გადაწყვიტეთ წლის მთავარი HR ღონისძიების მხარდაჭერა?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რომ ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი საინტერესო და თავისი შინაარსით მრავალფეროვანი ღონისძიების მხარდაჭერა. გვჯერა რომ ეს ჩვენთვის სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო გამოცდილება იქნება. ჩვენი მოტივაცია, ვყოფილიყავით სამიტის მხარდამჭერები განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. მათ შორის, უმთავრესი იყო სამიტის და მისი ორგანიზატორის – HR hub – ის წარმატებული და საქმიანი იმიჯი ქართულ ბიზნეს-სივრცეში. სამიტი აერთიანებს  ქართულ ბაზარზე ოპერირებად აქტიურ ბიზნესებსა და დამსაქმებლებს. შესაბამისად,  ეს პლატფორმა, პროექტისთვის  კარგი შესაძლებლობაა გაავრცელოს ინფორმაცია სამიზნე აუდიტორიაში იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სთავაზობს პოტენციურ დამსაქმებლებსა და ბიზნეს-პარტნიორებს.

HR hub: მოგვიყევით პროექტის შესახებ

„ESCape – დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ არის ევროკავშირის ერთ-ერთი მსხვილი პროგრამის – “უნარები დასაქმებისთვის” ქოლგის ქვეშ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ხორციელდება კონსორციუმის მიერ. კონსორციუმში წამყვანი ორგანიზაცია არის ფრიდრიხ ებერტის ფონდი და მთავარი პარტნიორია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. პროექტის მთავარი მიზანია დასაქმებისა და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში. აღნიშული მიზნის მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს, ქვეყანაში არსებული დასაქმების ხელშეწყობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი სტრუქტურების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით. პროექტის ფარგლებში დავნერგეთ ინდივიდზე ორიენტირებული კონსულტირება-ქოუჩინგის და მენტორობის სრულიად ახალი მოდელი, რომელიც ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლების შესაბამისი კომპეტენციების,  უნარ-ჩვევების განვითარებას და მათთვის რეალური დასაქმების პერსპექტივების  გაჩენას. პროექტი სთავაზობს ბიზნესს მხარდაჭერას და დახმარებას გაუმკლავდეს ქართულ შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, როგორიც არის, მაგალითად, შეუსაბამობა დამსაქმებლის საჭიროებებსა და სამუშაოს მაძიებლის შესაძლებლობებს და კომპეტენციებს შორის ან სამუშაო ძალის ხშირი გადინება.

ამ მიზნის მისაღწევად პროექტის მთავარ ინსტრუმენტს „დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები“ წარმოადგენს. დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრი ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში. ცენტრებში, მაღალკვალიფიციური კონსულტანტები ახდენენ  შრომის ბაზარზე არსებული დასაქმების შესაძლებლობების ანალიზს, ბიზნესის საჭიროებების კვლევას და დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის ინტერესების თანხვედრას.

ამასთან, პროექტი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან ინკლუზიური ბიზნეს-გარემოს გასავითარებლად, რომ ის გახდეს მეტად მოქნილი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და შესთავაზოს თანაბარი პირობები და გარემო სამუშაოს მაძიებელს. ამ მიზნით, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვთავაზობთ გადამზადებას ინკლუზიურობის გაძლიერების მიმართულებით.

HR hub: როგორ იქნებით წარმოდგენილი სამიტზე და ბიზნეს სექტორთან სამომავლო თანამშრომლობისთვის რა შეთავაზება გექნებათ ღონისძიების მონაწილეებისთვის?

ჩვენი სამიტში მონაწილეობით გვსურს გავაკეთოთ განახცადი, რომ ვართ ღია ბიზნეს-სექტორთან ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მზად ვართ გავუწიოთ მათ მხარდაჭერა და შევთავაზოთ მაქსიმალურად მათ ინტერესებზე და შესაძლებლობებზე მორგებული სერვისები შესაბამისი ადამიანური რესურსის მოზიდვის და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით. ჩვენი სერვისი მოიაზრებს დამსაქმებლის მოლოდინების, მოთხოვნებისა და შესაძლებლობების დეტალურ შესწავლას და ანალიზს. ამის გათვალისწინებით,  ვთავაზობთ მას ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას.

აქვე, მნიშვნელოვანია აღვნიშნო რომ სერვისი სრულად არაკომერციულია!

სამიტის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლები უფრო დეტალურად გაეცნობიან პროექტს და მის სერვისებს, პირადად შეხვდებიან პროექტის კონსულტანტებს და განიხილავენ უშუალოდ მათთვის საჭირო და სასარგებლო სერვისების მიღების შესაძლებლობას.

HR hub: როგორია პროექტის სამომავლო გეგმები?

გვსურს, რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე დავასაქმოთ და ბიზნესთან პარტნიორობით, შევქმნათ კერძო-საჯარო თანამშრომლობის ისეთი ეფექტური და წარმატებული მოდელი, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძობს არსებობას.

აღნიშნულის გარდა, გვსურს, უზრუნველვყოთ პროექტის შედეგების მდგრადობა დასაქმების ან მომიჯნავე სფეროში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებით. ამისთვის, მათ გავუზიარებთ ჩვენ მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.

დარწმუნებული ვარ რომ ამ სამიტში მონაწილეობა დასახული გეგმის შესრულებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.