შემოგვიერთდით

ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვისა და HR ანალიტიკის კურსზე მიღება გამოცხადდა

HR სკოლა წარმოგიდგენთ LEADERSHIP SCANNER -ის სასერტიფიკატო კურსს ,,ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და HR ანალიტიკა” HR პროფესიონალებისთვის, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკულად გამოყენებადი ცოდნების მიღებაზე. Continue reading “ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვისა და HR ანალიტიკის კურსზე მიღება გამოცხადდა” →

Diomas Group თბილისში მოტივაციისა და ლიდერობის თემაზე 2 დღიან ვორქშოფს ჩაატარებს

Diomas Group-მა მოტივაციისა და ლიდერობის თემაზე ვორქშოფების სერია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩაატარა.  Continue reading “Diomas Group თბილისში მოტივაციისა და ლიდერობის თემაზე 2 დღიან ვორქშოფს ჩაატარებს” →

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub–ის ორგანიზებით,  6 და 7 ოქტომბერს, ექსპოჯორჯიაში  13:00სთ-დან 15:00სთ-მდე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი ,,Expo Job” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 000-მდე კანდიდატი.

4 ოქტომბრამდე დაარეგისტრირეთ კომპანია ამ ბმულზე: docs.google.com/forms 

დასაქმების ფესტივალი, ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში. აქ პირისპირ შეხვდებით უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, მიიღებთ პროფესიონალურ რჩევებსა და ამომწურავ ინფორმაციას გრანტებსა და დაფინანსებაზე და ადგილზე აღმოაჩენთ თქვენთვის საინტერესო საგანმანათლებლო პროგრამებს, კურსებსა და ტრენინგებს.

კარიერისა და დასაქმების მასშტაბური ფესტივალი,  შედგება რამდენიმე ნაწილისგან:

  1. დამსაქმებლების ბრენდების გამოფენა;
  2. კანდიდატების შეხვედრა დამსაქმებლებთან და გასაუბრებები, მათთვის კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაცნობა და დასაქმება;
  3. სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანების გამოსვლები მთავარ სცენაზე და გამოცდილების გაზიარება და მასტერკლასები. ფესტივალზე მოსულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ  სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას გაეცნონ, რაც დაეხმარებათ დამსაქმებლებთან კომუნიკაციაში, დასაქმებასა და კარიერის დაგეგმვაში.

მიზანი:

კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. კანდიდატებზე მაღალი მოთხოვნაა, მიწოდება კი დაბალი.

გარდა ამისა, დამსაქმებლის ბრენდებს დავეხმარებით ცნობადობის ზრდაში და კანდიდატებისთვის კომპანიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების გაცნობაში.

როგორ დავარეგისტრიროთ კომპანია ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად?

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ კომპანიას.

ვინ მოვა დასაქმების ფესტივალზე:

ასაკობრივი ჯგუფი:

  • 18 – 31 წლამდე ახალგაზრდები 70%.
  • 31 – 45 ასაკის ადამიანები – 30%.

რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა:

  1. კომპანიების წარმომადგენლების სამსახურის მაძიებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია/გასაუბრება/დასაქმება;
  2. დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის ზრდა. რეკრუტმენტ მარკეტინგის კარგი შესაძლებლობაა.
  3. გაიგოთ მოხვდებით თუ არა სამუშაოს მაძიებელთა სასურველი კომპანიების სიაში.

რა არის დასაქმების ფესტივალში კომპანიის მონაწილეობის ღირებულება:

  • შიდა სივრცე – ყველა ადგილი დაკავებულია
  • გარე სივრცე/ Outside 1000 ლარი + VAT (ორივე დღე) – მდაბარეობს პავილიონის შესასვლელთან

თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიების სპონსორობით, მოგვწერეთ: hrhubgeorgia@gmail.com

საორგანიზაციო დეტალები:

  • თქვენი სივრცე: 4 კვ.მ
  • ადგილზე დაგხვდებათ 1 მაგიდა და 4 სკამი. მაგიდა იქნება გადასაფარებლის გარეშე;

როგორ მოვაწყოთ ჩვენი კომპანიის კუთხე:

შეგიძლიათ მაქსიმალურად შემოქმედებითად, საინტერესო დიზიანით წარმოადგინოთ დამსაქმებლის ბრენდი.

პროექტის თაიმლაინი:

1. კომპანიების რეგისტრაცია;
2. დამსაქმებლის ბრენდების პრომოუშენი და კანდიდატების რეგისტრაცია;
3. კარიერის ფესტივალი.

HR hub არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წლიდან ატარებს მასშტაბურ დასაქმების ფესტივალებს.

გადაავლეთ თვალი წინა დასაქმების ფესტივალების ფოტო მასალას და გაეცანით როგორია ფორმატი და როგორ არის მოწყობილი კომპანიების სტენდები: 

  1. კარიერისა და დასაქმების ფესტივალიები;
  2. საყოველთაო გასაუბრება;
  3. Tbilisi Jobs;
  4. Expo Job;
  5. ჩვენ გეძებთ შენ – დასაქმების ფესტივალები რეგიონებში;
  6. ონლაინ დასაქმების ფესტივალი;
  7. Job Fest.
დასაქმების ფესტივალს წარმდგენია ტელეპრმერფორმანს ჯორჯია და სააქციო საზოგადოება გეფა, რომელიც ჯპს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელების გაერთიანებაა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ლაქტალის ჯორჯია და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.

 

ტელეპერფორმანსი არის გლობალური ციფრული ბიზნეს სერვისების კომპანია.

410,000-ზე მეტი შთაგონებული და მოტივირებული ადამიანით, რომლებიც საუბრობენ 300-ზე მეტ ენაზე, ჩვენი გლობალური მასშტაბი და ადგილობრივი ოპერირება, საშუალებას გვაძლევს დადებითი როლი ვითამაშოთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი კლიენტებისა და გარემოს მხარდაჭერის კუთხით.

ჩვენ ვთავაზობთ ყველაზე მოწინავე, ციფრულ ბიზნეს სერვისებს, რითიც მნიშვნელოვნად ვეხმარებით მსოფლიოში საუკეთესო ბრენდებს თავიანთი ბიზნესის ოპტიმიზაციაში და მდგრადობის შენარჩუნებაში.

რას სთავაზობს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი HR ბიზნეს სამიტის მონაწილეებს?!

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი HR ბიზნეს სამიტზე იქნება წარმოდგენილი. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ეწვიოთ მათ სტენდს საგამოფენო სივრცეში. დეტალებზე ვესაუბრეთ სკოლის დამფუძნებელს  ნინო ჩიკვაშვილს. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. Continue reading “რას სთავაზობს ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი HR ბიზნეს სამიტის მონაწილეებს?!” →

HR ბიზნეს სამიტი 2023-ის ვორქშოპები ცნობილია

HR hub-ის ორგანიზებით 14 ივლისს, ბიოლში, 15:30სთ-ზე წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  თიბისი დაზღვევა. Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2023-ის ვორქშოპები ცნობილია” →

HR ბიზნეს სამიტი 2023 14 ივლისს “ბიოლში” ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით 14 ივლისს, ბიოლში, 15:00სთ-ზე წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ღონისძიების  წარმდგენია  თიბისი დაზღვევა. Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2023 14 ივლისს “ბიოლში” ჩატარდება” →

როგორ გავხდე ფრილანსერი და დავსაქმდე დისტანციურად

 საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  დისტანციურად დასაქმების მსურველებისთვის აცხადებს მიღებას ონლაინ ტრენინგ კურსზე „როგორ გავხდე ფრილანსერი და დავსაქმდე დისტანციურად“. Continue reading “როგორ გავხდე ფრილანსერი და დავსაქმდე დისტანციურად” →

10 ივნისს კახეთში,”იკანო მამულებში” HR hub-ის დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდება

HR hub – ის ღონისძიებების სერია TOP HR თემები გრძელდება. ამჯერად 10 ივნისს, კახეთში, იკანო მამულებს ვესტუმრებით.   Continue reading “10 ივნისს კახეთში,”იკანო მამულებში” HR hub-ის დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდება” →

კორპორატიული კულტურის ქეისებზე 30 მაისს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება

HR hub სხვადასხვა კომპანიაში სტუმრობას და მათი ორგანიზაციული კულტურის გაცნობას აგრძელებს. Continue reading “კორპორატიული კულტურის ქეისებზე 30 მაისს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება” →

“კარიერის ფესტივალზე” წარმოვადგენთ მრავალფეროვან ვაკანსიებს და ყველაზე სასიამოვნო სიახლეს “ევო სტიპენდიას”- ქეთევან ჯაფარიძე

HR hub–ის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით, 6 მაისს ვაკის პარკში 14:00სთ-დან 17:00სთ–ის ჩათვლით კარიერის ფესტივალი გაიმართება.

ევოლუშენი ფესტივალის მხარდამჭერია.

კომპანია ,,კარიერის ფესტივალის” ფარგლებში  განსაკუთრებით ემზადება სამუშაოს მაძიებლებთან შესახვედრად. ჩვენ ვესაუბრეთ ამ ორგანიზაციის  ტალანტების მართვის მენეჯერს, HR ბიზნეს პარტნიორს ქეთევან ჯაფარიძეს და გთავაზობთ ინტერვიუს.

HR hub: რა ვაკანსიებით იქნებით წარმოდგენილი კარიერის ფესტივალზე?

კარიერის ფესტივალზე ევოლუშენ საქართველო ვაკანსიების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ სამსახურის მაძიებლებს ჩვენ ვთავაზობთ ისეთ ვაკანსიებსაც, რომელსაც არ სჭირდება სამუშაო გამოცდილება. ევოლუშენის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ადამიანებს ვაძლევთ შანსს გადადგან პირველი კარიერული ნაბიჯი საერთაშორისო კომპანიაში და შეიძინონ უნარები, რომელიც კონკურენტულს გახდით დასაქმების ბაზარზე.

  • ინგლისურენოვანი თამაშის წარმდგენი
  • თურქულენოვანი თამაშის წამდგენი
  • ბანქოს მჩეხავი
  • ტალანტების მოზიდვის გუნდის სტაჟიორი – აზღაურებადი სტაჟირება
  • უმცროსი ბუღალტერი – ანაზღაურებადი სტაჟირება
  • ოფისის რეცეფციონისტი
  • უმცროსი HVAC ტექნიკოსი
  • ონლაინ ჩატის მოდერატორი

HR hub:  რატომ უნდა შეაჩერონ სამუშოს მაძიებლებმა არჩევანი თქვენზე?

ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჩვენ სამუშაოს მაძიებლებისგან არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას, ვთავაზობთ მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და მსხვილ საერთაშორისო კომპანიაში პირველი სამუშაო გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას. ამას თან ერთვის ჩვენს კორპორაციულ ღირებულებებზე დაფუძნებული კულტურა, ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში მოვიქცეთ სწორად, ვიმუშაოთ ერთად და მუდმივად ვიყოთ მოძრაობაში.

ჩვენ ვართ მეტი, ვიდრე სამუშაო ადგილი, ჩვენ ერთად და გუნდურად ვაკეთებთ ყველა პროექტს, ყველა დავალებას და ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთად ვდგავართ ნებისმიერი გამოწვევის წინაშე.

ჩვენ ინოვაციური, ახალ შესაძლებლობებზე ორიენტირებული და გამოწვევების მოყვარული კომპანია ვართ, სადაც ყველა ერთი მიზნისთვის ერთიანდება: ვაკეთოთ ის, რაც აქამდე შეუძლებლად წარმოგვედგინა, და ამავდროულად, გადავლახოთ ყველა წინაღობა  და შევეჭიდოთ იმას, რაც აქამდე არავის უცდია.

კომპანია ევოლუშენი ადამიანების დიდი ჯაჭვია, სადაც თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

 HR hub: სტუდენტებს თუ უწყობთ ხელს რომ თან ისწავლოს და თან იმუშაონ?

ევოლუშენში დასაქმებულთა საშუალო ასაკი 22-25 წელია, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ – ჩვენ ადგილობრივ შრომის ბაზარს, განსაკუთრებით კი დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას, სამუშაო გამოცდილების გარეშე დასაქმდნენ, სწავლას შეუთავსონ სამუშაო გრაფიკი, ჰქონდეთ კონკურენტული ანაზღაურება, იმუშაონ საერთაშორისო გარემოში და ჰქონდეთ კარიერული წინსვლის საშუალება. სწორედ სტუდენტებზე არის მორგებული ჩვენი მიდგომა, რომ სტანდარტული სამუშაო ცვლები თვეში მხოლოდ 120 საათს შეადგენს ნორმირებული საშუალოდ 168 საათის ნაცვლად. გარდა ამისა, დღის განმავლობაში 3 სხვადასხვა სამუშაო ცვლაა, რაც სტუდენტებს მეტად უწყობს ხელს სწავლას სამსახური შეუთავსონ.

HR hub: რა ბენეფიტებით სარგებლობენ თქვენი თანამშრომლები?

ევოლუშენი მუდმივად ცდილობს საკუთარი თანამშრომლებისთვის გუნდურ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს შექმნას. ჩვენს თანამშრომლებს მუდმივად აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებული სავარჯიშო დარბაზით, ჩაეწერონ იოგა გაკვეთილებზე, ისარგებლონ კორპორატიული ფასდაკლებით სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან გაწეული მომსახურების ფარგლებში, აქვთ შესაძლებლობა ულიმიტოდ ისარგებლონ bookboon ონლაინ პლატფორმით, რომელიც ელექტრონული წიგნების ონლაინ ბაზაა აქვთ ძალიან კარგი სადაზღვევო პაკეტი, სამუშაო სივრცეში ყავის და ჩაის ფართო ასორტიმენტი, შესაძლებლობა, ევოლუშენის სხვა რომელიმე სტუდიაში იმუშაონ.

ამ წლის ყველაზე სასიამოვნო სიახლე კი ევო სტიპენდიაა:

კომპანიაში, სადაც ამდენი სტუდენტი მუშაობს, ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა და სწავლაში მხარდაჭერაა. გვინდა დავეხმაროთ ჩვენს თანამშრომლებს მოიპოვონ ევოლუშენის სტიპენდია, რომელიც პირდაპირ სწავლის გადასახადის დაფინანსებისაკენ არის მიმართული.

 HR hub: რჩევა, რომელსაც იმ კანდიდატებს მისცემდით, ვინც ვაკის პარკში აპირებს მოსვლას კარიერის ფესტივალზე.

იყავით ღია სიახლეების მიმათ, გამოხატეთ მაქიმალურად ინტერესი და დასვით მაქსიმალურად ბევრი კითხვები! აუცილებლად იპოვით ადგილს სადაც კონკრეტულად თქვენ გელოდებიან!