შემოგვიერთდით

20 ოქტომბერს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub–ის ორგანიზებით, 20 ოქტომბერს, 17:00 – 19:00 სთ–ებში, თბილისში, “ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში მის: წერეთლის 118, დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება 30 დამსაქმებელი და აქტიური ვაკანსიები.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების”  შეკრებაზე.

ფესტივალზე  შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • მოუსმინოთ სპიკერების გამოსვლებს კარიერისა და წარმატების თემებზე;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.

სპიკერები “წარმატების სცენაზე”

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა“წარმატების სცენა”, სადაც  სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, კარიერულ გზას და წარმატების ისტორიებს.

ვინ იქნებიან სპიკერები?

სცენაზე სპიკერების გამოსვლის განრიგი:

  • 17:10 მია კუპრავა – საქართველოს შეფთა ასოციაციის დამფუძნებელი და გენერალური მმართველი
  • ფაბრის დელბარი – კულინარიის ასოციაციის წარმომადგენელი, ბრაზილიის საელჩოს შეფმზარეული და კულინარიული პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი.

თემა: წარმატების რეცეპტი კულინარიაში: შეფი როგორც ლიდერი, პროფესიონალი და ქვეყნის ელჩი

17:20 რუსუდან კბილაშვილი -“ინვიას” წევრი კომპანიების PR და CSR სამსახურის ხელმძღვანელი

თემა: 20 წლით წინ! – ორგანიზაციული მეხსიერება, როგორც მუდმივი განვითარების საფუძველი

  • 17:35 ალექსანდრე ჩომახიძე – ციფრული მარკეტინგისა და AI-ის სპეციალისტი | ლექტორი და კონსულტანტი.

თემა: როგორ გახდე შეუცვლელი AI-ის ეპოქაში – კარიერა, უნარები და შესაძლებლობები

  • 17:50 კახა იმერლიშვილი – სადაზღვევო ბროკერი, “ინფორსის” დამფუძნებელი;

თემა: „როგორ გაყიდო ის, რასაც ვერ შეეხები“ – B2B გაყიდვების გაკვეთილები დაზღვევიდან

  • 18:05 ოლღა ნებიერიძე – Helio.AI-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

თემა: თამაშის თეორია და კორპორატიული კულტურა თამაში, რომელსაც ყოველდღე ვთამაშობთ.

  • 18:20 აჩი ბახსოლიანი – პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელი.

თემა: როგორ ვმართოთ ციფრული პროდიქტები AI-ის ეპოქაში? უნარები, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადს გაგხდის

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ!

დამსაქმებლები – მობრძანდით და გაესაუბრეთ რომელსაც გინდათ:

შპს თბილისი ენერჯი
ტერავიტა +
ბრიტანულ-ქართული აკადემია და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა
Girteka
ორი ნაბიჯი
სს “სილქნეტი”
შპს თიფი საქართველო
Nutrimax
ენგადი
სილქ ჰოსფითალითი
Evolution Georgia
შპს რითეილ ჯგუფი (დეილი ჯგუფი)
სს ჰუალინგ ინთერნეიშენალ სფეშიალ ექონომიქალ ზოუნ
RIVO.GE – შპს „რივო ტექ“
,,ამბარი”
Carrefour
ევექსი
სს ტერაბანკი
Grant Thornton
sos-kd.ge
Astoria Tbilisi – Pine Astoria
CN Group

ფესტივალის მხარდამჭერები  არიან: Geosoft, Digital studio Invitee – ციფრული მოსაწვევების პრემიუმ ვებგამოცდილება და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK

მედია მხარდამჭერები: ბიზნეს ინსაიდერ საქართველო და BMG.

გელოდებით ყველას “დასაქმების ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!

წარადგინე შენი ბრენდი კორპორატიულ მარკეტზე და გაზარდე გაყიდვები!

HR კორპორატიული მარკეტი — ადგილი, სადაც ბიზნესისთვის საინტერესო შეთავაზებები ერთ სივრცეში იყრის თავს! Continue reading “წარადგინე შენი ბრენდი კორპორატიულ მარკეტზე და გაზარდე გაყიდვები!” →

HR Corporate Market 2026 – სპიკერების გამოსვლები, ნეთვორქინგი და საუკეთესო კორპორატიული შეთავაზებები ერთ სივრცეში!

HR hub – ის ორგანიზებით, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე ,,ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში ღონისძიება “HR კორპორატიული მარკეტი” გაიმართება. Continue reading “HR Corporate Market 2026 – სპიკერების გამოსვლები, ნეთვორქინგი და საუკეთესო კორპორატიული შეთავაზებები ერთ სივრცეში!” →

HR ბიზნეს სამიტი 2026-ის განრიგი და ვორქშოპების დეტალები ცნობილია

HR hub-ის ორგანიზებით, 7 მაისს, მოსავალი ივენთ ჰოლში, ქვეყნის მთავარი HR მოვლენა, HR ბიზნეს სამიტი 2026 ჩატარდება. ღონისძიება 12:30 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2026-ის განრიგი და ვორქშოპების დეტალები ცნობილია” →

HR ბიზნეს სამიტი 2026 – ქვეყნის მთავარი HR ღონისძიება 7 მაისს “მოსავალი ივენთ ჰოლში” ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, 7 მაისს, მოსავალი ივენთ ჰოლში, ქვეყნის მთავარი HR მოვლენა, HR ბიზნეს სამიტი 2026 ჩატარდება. ღონისძიება 12:30 სთ-ზე დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. კარი გაიხსნება 11:30სთ-ზე.

Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2026 – ქვეყნის მთავარი HR ღონისძიება 7 მაისს “მოსავალი ივენთ ჰოლში” ჩატარდება” →

17 მარტს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub–ის ორგანიზებით, 17 მარტს, თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამეფონო დარბაზში, (მის. ლადო გუდიაშვილის 7) 17:00-19:00 სთ-ზე, ყოველწლიური დასაქმების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით. Continue reading “17 მარტს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება” →

27 მარტს ღონისძიება “The Future of Work: HR + Tech Leadership – როგორ ავაშენოთ მომავლის ორგანიზაცია” გაიმართება

HR hub – ის ორგანიზებით და ASBC – ის მხარდაჭერით, 27 მარტს 16:00სთ-ზე Pullman Tbilisi Axis Towers – ში (ილია ჭავჭავაძის 37მ) ღონისძიება The Future of Work – HR & Tech Leadership გაიმართება. Continue reading “27 მარტს ღონისძიება “The Future of Work: HR + Tech Leadership – როგორ ავაშენოთ მომავლის ორგანიზაცია” გაიმართება” →

“HR Vision 2026” – 19 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება HR ტრენდებსა და სიახლეებს დაეთმობა

HR hub – ის ორგანიზებით, 19 თებერვალს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში (მის: პაატა სააკაძე N1), 2026 წლის პირველი HR ღონისძიება გაიმართება. Continue reading ““HR Vision 2026” – 19 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება HR ტრენდებსა და სიახლეებს დაეთმობა” →

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ის ორგანიზებით, 17 მარტს 17:00 – 19:00 თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას. Continue reading “დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო” →

3 დეკემბერს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub–ის ორგანიზებით, 3 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნში (26 მაისის მოედანი N1), 17:00-19:00 სთ-ზე წინა საახალწლოდ, ყოველწლიური დასაქმების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

თუ სამსახურს ეძებთ ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი და ახალი სამსახური გინდათ უკეთესი პირობებით, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ,,სამსახურის მაძიებლების”  შეკრებაზე.

ფესტივალზე  შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ და გაესაუბროთ კომპანიების HR მენეჯერებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

თუ გსურთ ფესტივალის შესახებ სიახლეები მიიღოთ, დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო

რატომ უნდა მოხვიდეთ ფესტივალზე?

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს და კარიერის კონსულტანტებს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს,  კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს და გაესაუბრებიან.

ადგილზე დაგხვდებათ ბარბარე ხასია — რეკრუტინგისა და კარიერული განვითარების ექსპერტი საერთაშორისო გამოცდილებით, რომელიც მოგცემთ კარიერულ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ წარმატებით გაიაროთ გასაუბრება.

კერძოდ კი, მიიღებთ:

  • კარიერულ კონსულტაციას
  • რეზიუმეს და LinkedIn პროფილის შეფასებას
  • პირადი ბრენდის გაძლიერების რეკომენდაციებს
  • რჩევებს გასაუბრებისთვის
  • კონსულტაციას დასაქმების საერთაშორისო და დისტანციური შესაძლებლობების შესახებ.

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ!

მონაწილე კომპანიები:

  • Girteka Group
  • შპს ,,თბილისი ენერჯი”
  • შპს კონცენტრიქს სერვისის (საქართველო)
  • სს “რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია”
  • Grant Thornton
  • შპს აუტო ჰოუმი 2019
  • Adjara Group
  • Midea Caucasus
  • Evolution Georgia
  • შპს მეიჯერელ საქართველო
  • Six Values
  • სს გეფა
  • შპს რითეილ ჯგუფი – ბრენდი კალათა
  • ss Hualing International Special Economic Zone კუთვნილი სასტუმრო ჰოტელს&პრეფერენსს ჰუალინგ თბილისი”
  • პსპ ფარმა
  • შპს დიეს პრო
  • wendys
  • dunkin
  • subway
  • ბიომარკეტი
  • ამბერ სტუდიოს
  • 020-EPOS EUROPEAN POINT OF SERVICE GEORGIA LLC
  • smgroup.ge
  • სს ნიკორა ტრეიდი
  • შპს “ორი ნაბიჯი”
  • OK! Magazine Georgia
  • კარფური
  • HR School – პირველი HR სკოლა საქართველოში.

ფესტივალის მხარდამჭერები  არიან: Geosoft სასტუმრო ეპიზოდი და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK

გელოდებით ყველას “დასაქმების ფესტივალზე” და გისურვებთ წარმატებებს!