შემოგვიერთდით

23 მარტს ღონისძიება “HR საზღვრებს მიღმა” ჩატარდება

23 მარტს, 19:00 სთ-ზე, HR hub – ის ორგანიზებით და Signify – ის მხარდაჭერით  ონლაინ ღონისძიება ,,HR საზღვრებს მიღმა” გაიმართება. Continue reading “23 მარტს ღონისძიება “HR საზღვრებს მიღმა” ჩატარდება”

საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი ტარდება

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
Continue reading “საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი ტარდება”

“დასაქმების ონლაინ ფესტივალზე” კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ის ორგანიზებით, დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. Continue reading ““დასაქმების ონლაინ ფესტივალზე” კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

შეფ HR – გემრიელი და მხიარული საახალწლო HR ღონისძიება

26 დეკემბერს “შეფ HR” – გემრიელი და მხიარული საახალწლო ონლაინ HR ღონისძიება ჩატარდება.
HR hub-ის ელფებმა ძალიან ბევრი იფიქრეს თქვენთვის 2020 წლის ყველაზე განსხვავებული და რაც მთავარია მხიარული ღონისძიება მოეწყოთ.

Continue reading “შეფ HR – გემრიელი და მხიარული საახალწლო HR ღონისძიება”

4 ოქტომბერს “სევსამორაში” HR რთველი გაიმართება

HR hub – ის ორგანიზებით 4 ოქტომბერს (10:00-16:00), საგურამოში,  სევსამორაში HR რთველი გაიმართება. Continue reading “4 ოქტომბერს “სევსამორაში” HR რთველი გაიმართება”

19 სექტემბერს HR hub Coaching Party გაიმართება

HR hub– ის ორგანიზებით და ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 19 სექტემბერს, 17:00-21:00, Sevsamora Resort & Spa-ში (მის: საგურამო, სევსამორას ქუჩა N1), ღია სივრცეში, ახალი სეზონის პირველი ღონისძიება გაიმართება.

თუ გაინტერესებთ როგორ დანერგოთ და გამოიყენოთ ქოუჩინგი კომპანიაში (რა გამოწვევებს შეხვდებით და როგორ დაძლიოთ ისინი), რა სარგებელს მოგიტანთ ეს პროცესი, როგორ შეიძლება HR-ის ტრანსფორმაცია ქოუჩად და გსურთ მონაწილეობა მიიღოთ გუნდურ ქოუჩინგში, გელოდებით HR-Ceo Coaching Party-ზე.

სპეციალურად ამ დღისთვის საინტერესო სპიკერებსა და თემებს შემოგთავაზებთ:

  • ეკატერინე ბაბუნაშვილი – ICF (ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს წარმომადგენლობა) პრეზიდენტი;

თემა: ICF ქოუჩინგის ოქროს სტანდარტი – მეცნიერება და პრაქტიკა

  • რუსუდან სანიკიძე – ადამიანური კაპიტალის განვითარების ექსპერტი – ქოუჩი;

თემა: ქოუჩინგი, როგორც ტრანსფორმაციის ინსტრუმენტი

  • დეა ჩხაიძე – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის CHRO, ლიდერობის განვითარების ქოუჩი;

თემა: ლიდერობის განვითარება და ქოუჩინგის პრაქტიკა ორგანიზაციაში

  • ნინო ბერუაშვილი – ICF საქართველოს ბორდის წევრი, ეროვნული ბანკის HR სამსახურის უფროსი.

თემა: ქოუჩინგი: კარიერული ცისარტყელა HR-ებისთვის

სპიკერების გამოსვლების შემდეგ გაიმართება გუნდური ქოუჩინგ სესიები.

ეს ყველაფერი კი Sevsamora Resort & Spa – ს მრავალფეროვან სივრცეებში ჩატარდება.

ღონისძების ჩატარების მიზანია გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, მსჯელობა საინტერესო მიდგომებსა და გამოწვევებზე HR სფეროში.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/2Hjh4jh

თუ მაგ. კვირას დასვენებას გადაწყვეტთ, ამაზეც ვიზრუნეთ და Sevsamora Resort & Spa ღონისძიების მონაწილეებს სპეციალურ ფასებს გთავაზობთ ოთახებში განთავსებაზე (ფასდაკლებებით ისარგებლებთ მაშინ, როცა ისურვებთ):

  • ორადგილიანი განთავსება სასტუმროს ოთახში – 195 ლარი. ფასი მოიცავს საუზმეს და დღგ-ს 2 პერსონაზე, ასევე ღია აუზით სარგებლობას.
  • ვილა – 1,800 ლარი. ფასი მოიცავს 12 სტუმრის განთავსებას ორადგილიან ოთახებში საუზმის და დღგ-ს ჩათვლით. ვილას გააჩნია საკუთარი აუზი და ტერასები.
  • სპა პროცედურებზე გთავაზობთ 30%-იან ფასდაკლებას.

დასაჯავშნად დაუკავშირდით: 032 280 15 15

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 700-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:  პსპ დაზღვევა – PSP Insurance Grant Thornton Georgia  Rem•Bow Events პალიტრა მედია ჰოლდინგი BIA • ბია  Hotsale.ge 

29 აგვისტოს, ბათუმში, HR hub-ის ღონისძიება ,,ცხელი თემები HR-ში” გაიმართება

HR hub – ის ორგანიზებით და PSP დაზღვევის მხარდაჭერით, 29 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო გრანდ გლორიაში, ღია სივრცეში, ღონისძიება  ,,ცხელი თემები HR-ში” გაიმართება.   Continue reading “29 აგვისტოს, ბათუმში, HR hub-ის ღონისძიება ,,ცხელი თემები HR-ში” გაიმართება”

HR ბიზნეს სამიტი 2020-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო

HR hub-ის ორგანიზებით და პსპ დაზღვევის მხარდაჭერით, 31 ივლისსშატო მუხრანში, ღია ცის ქვეშ,  წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2020 გაიმართება. Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2020-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო”

HR ბიზნეს სამიტი 2020-ის სპიკერები და თემები ცნობილია

გახდი წლის მთავარი HR მოვლენის, HR ბიზნეს სამიტი 2020-ის მონაწილე, რომელიც 31 ივლისს, HR hub-ის ორგანიზებით შატო მუხრანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

Continue reading “HR ბიზნეს სამიტი 2020-ის სპიკერები და თემები ცნობილია”