შემოგვიერთდით

3 ივნისს ვაკის პარკში დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება

HR hubის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის მხარდაჭერით,  3 ივნისსვაკის პარკში, 17:00სთ-დან 20:00სთის ჩათვლით დასაქმების და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 75-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით. კომპანიები იხილეთ აქ:dasakmebis-festivalis-kompaniebi/.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შეგიძლიათ, www.sfero.ge -ზე.

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო კომპანიავაკანსია და მოდით ვაკის პარკში. ეს არის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

თუ სამსახურს ეძებთ და დაიღალეთ სივების გაგზავნით, შესაძლებლობა გაქვთ HR პროფესიონალებს ადგილზე შეხვდეთ, გაესაუბროთ და განაცხადი გააკეთოთ 200-ზე მეტ ვაკანსიაზე. ასევე დასვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები.

დასაქმებისა და განათლების ფესტივალის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი გაიმართება.

კიდევ რა გელოდებათ?

ადგილზე დაგხვდებათ წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია კომპანია Upgaming. ფესტივალის სტუმრებს აქ შეეძლებათ გაესაუბრონ კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომლებს, დეველოპერებს, დიზაინერებს, HR-ებს, მარკეტერებს, ციფრული პროექტების მენეჯერებს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ინფორმაციას გაუზიარებენ ვიზიტორებს. სტუმრები შეძლებენ მოისმინონ სხვადასხვა ქეისები, რჩევები და გაითვალისწინონ გამოცდილი თანამშრომლების მიერ გაცემული რეკომენდაციები. იმედი გვაქვს მათ რჩევებს გამოიყენებთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. Upgaming წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანიაა, რომელიც გლობალურ ბაზარზე 150-მდე საერთაშორისო კომპანიას უმაღლესი ხარისხის ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს აწვდის. ის ისეთ სიურპრიზებს გიმზადებთ, აქამდე არცერთ დასაქმების ფესტივალზე რომ არ ყოფილა.  როგორ? ამას ადგილზე გაიგებთ.

რომელი სპიკერები იქნებიან წარმატების კუთხეში?

17:30სთ. – ალტერბრიჯის გზა: 7 ნაბიჯი იდეიდან შედეგამდე.

სპიკერი: ნათია გოცაძე – საჯარო მმართველობის დოქტორი, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის დამფუძნებელი და რექტორი

18:00სთ გაიმართება ვორქშოპი თემაზე: სურვილების ფორმირება მიზნებად!

ვორქშოფზე გაიგებთ:

  • რა ძალა აქვს სიტყვას;
  • ჩვენი რომელი სუბ-პიროვნებაა პასუხისმგებელი სურვილების გაჯღერებაზე;
  • რა ან ვინ გვიშლის ხელს სურვილების ასრულებაში;
  • როგორ უნდა გარდავქმნათ სურვილები მიზნებად;
  • რა გვჭირდება მიზნების მისაღწევად.

ხანგრძლივობა: 1 სთ

ტრენერი: თამარ შოშიაშვილი – ტრანსფორმაციული ქოუჩი. განათლებისა და ცნობიერების ინსტიტუტის დამფუძნებელი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდთან შეგეძლებათ ეწვიოთ:
▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების საინფორმაციო ცენტრს, სადაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას და ისარგებლებთ ვაკანსიებზე განაცხადის გაკეთებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების სერვისებით;
▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრს, სადაც შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ კარიერული განვითარების პრაქტიკულ ვორკშოპებში;
▶ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრს, სადაც გაეცნობით ინფორმაციას ტრენინგებისა და სასერტიფიკატო პროგრამების შესახებ.

მოკლედ, გვენდეთ, მოკიდეთ თქვენს მეგობრებს და ახლობლებს ხელი და ყველა ერთად მოდით ვაკის პარკში.

დაგვიჯერეთ, პარასკევი საღამოს აქ გატარება ნამდვილად ღირს. ჩაინიშნეთ თარიღი, რომ არ გამოგრჩეთ.

თუ გინდათ, რომ დასაქმების ფესტივალის შესახებ მიიღოთ სიახლეები, დაგვიტოვეთ თქვენი ნომერი და  შეტყობინებებს გამოგიგზავნით: https://forms.gle/2PXzuQPYpYJ36K499

დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს პირადად;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური;
  • მოისმინოთ სპიკერების გამოსვლები და მიიღოთ მათგან კარიერული რჩევები და რეკომენდაციები.
  • საქმიანად, საინტერესოდ, სასიამოვნოდ და ხალიასიანად გაატაროთ რამდენიმე საათი.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვინც სამსახურს ეძებს.

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: sfero.geGrant Thornton Georgiaილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტიKing David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.

“დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე” კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

HR hub – ის ორგანიზებით, 3 ივნისს ვაკის პარკში, დასაქმებისა და განათლების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. Continue reading ““დასაქმებისა და განათლების ფესტივალზე” კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

მთავრობა 200 000 “საზოგადოებრივ სამუშაო ადგილს” შექმნის

მთავრობა “საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებს” შექმნის, ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა. უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა. გზა სიღარიბის შემცირებისკენ სამუშაო ადგილების შექნაზე გადის. წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა.

600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან  200 000-მდე შრომისუნარიანია. 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის ჩართული ეკონომიკაში, არიან დემოტივირებული დასაქმდნენ ლეგალურად. შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთრი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითრებისთვის, აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები, ყველას, ვისაც შეუძლია ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში. ამიტომ ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ 1 მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების მაშტაბურ პროგრამას.

საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფესბისთვის შეიქმნება და გულისხმობს ისეთ სამუშაოს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქლაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად და პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ.

აქ ჩვენ მივიღებთ ორმაგ შედეგს. ერთის მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები და ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გასაუმჯობესებლად, შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.

ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000-ზე მეტი ადამიანი.

პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტები და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, სხვა სამინისტროები, ყველანი მოახდენენ 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას.

ჩვენ შეილება წელს 100 000-ზეც კი გავიდეთ. ლიმიტი არ გვაქვს. 50 000-ით დავიწყებთ და ვნახოთ პროცესი როგორ გავითარდება, ამის მიხედვით, გადავაწყობთ სისტემას.

პროგრამას განახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარჩვევების, გამოცდილების, პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში დასაქმების ფორმალილზება რომ მოახდინოს ანუ ლეგალიზება ან მომზადება მომზადება-გადამზადების ქვე პროგრამებში ჩერთოს.

საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ამ პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ერთის მხრივ მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც შეიძლება იყოს  400, 500, 700, 800 ლარიც და ზემოდან კიდევ დამატებით სახელმწიფოსგან 300 ლარი ექნება. მოქალაქეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც თუ არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას. მაგრამ 1 წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონმიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება.

საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა იქცევა სიღარიბის დაძლევის გზაზე უნიშვნელოვანეს ნაბიჯად. 200000-ზე მეტ მოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებსა და თვითრეალიზაციის საშუალებას და მეორე მხრივ, უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ მოქალაქეებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩერთებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.” – ირაკლი ღარიბაშვილი.

 

“HR hub Next – ის კურსის გავლა მეგობრების რეკომენდაციით გადავწყვიტე. ჩემი მოლოდინები სრულად გამართლდა”- თათია კობიაშვილი

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading ““HR hub Next – ის კურსის გავლა მეგობრების რეკომენდაციით გადავწყვიტე. ჩემი მოლოდინები სრულად გამართლდა”- თათია კობიაშვილი”

დაიფინანსე სწავლა და დასაქმდი აგროჰაბში!

აგროჰაბის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს პირველი ნატურალური პროდუქტების  ჰიპერმარკეტ აგროჰაბის ქსელში დასაქმებული სტუდენტი თანამშრომლების სწავლის დაფინანსებას.

2021 წლის ნოემბრიდან სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოიყენონ უნიკალური შანსი, დასაქმდნენ აგროჰაბში და მიიღონ სასწავლო გრანტი 600 ლარამდე, რაც ზოგიერთი სტუდენტისთვის სწავლის დარჩენილი ნაწილის 90%-მდე შეადგენს.

გარდა ამისა, სტუდენტი-დასაქმებულები ისარგებლებენ კომპანიის თანამშრომლებისთვის განსაზღვრული სხვა შეღავათებითაც.

ჩვენი მიზანია სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სხვადასხვა სპეციალობაზე, მივცეთ შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდნენ აგროჰაბში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს შევუქმნათ კომფორტული გარემო. გვაქვს მუშაობის მოქნილი გრაფიკები, ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკა, ბონუსების და ლოიალობის სისტემები და სხვა საინტერესო სამოტივაციო სქემები. ამ პროექტის წარმოწყებით კი, გვინდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისთვისაც გარდა დასაქმებისა, პრიორიტეტი ასევე არის განათლება და განვითარება.

უნდა ავღნიშნო, რომ  ამ ინიციატივის დაფინანსებით აგროჰაბს თავისი წვლილი შეაქვს შრომისმოყვარე ახალგაზრდების განათლების საქმეში“- განმარტავს აგროჰაბის დირექტორი ლაშა გოცირიძე პროექტის ფარგლებში იგეგმება რამდენიმე ასეული სტუდენტი-დასაქმებულის წახალისება.

უახლოეს მომავალში USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ინოვაციური საგრანტო პროგრამის განხორციელებას დაიწყებს

უახლოეს მომავალში USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” იწყებს ინოვაციური საგრანტო პროგრამის განხორციელებას, რომლის საგრანტო ფონდიც $13 მილიონი აშშ დოლარია.
თანადაფინანსებაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის საშუალებით, შესაძლებელია კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადება ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორების მოთხოვნების შესაბამისად და პარალელურად, ამ პროცესში სამიზნე ჯგუფების – ახალგაზრდები, ქალები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური უმცირესობები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, ჩართულობის უზრუნველყოფა. HR მენეჯერებისთვის საინტერესო დეტალებზე პროგრამის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.

Continue reading “უახლოეს მომავალში USAID-ის პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” ინოვაციური საგრანტო პროგრამის განხორციელებას დაიწყებს”

28 ოქტომბერს კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub-ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით, 28 ოქტომბერს, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 – დან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება.  Continue reading “28 ოქტომბერს კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება”

GROW – პაშა ბანკში ფრონტ-ოფისის სტაჟირებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა იწყება

პაშა ბანკი ახალგაზრდა ტალანტების მისაღებად ემზადება! Continue reading “GROW – პაშა ბანკში ფრონტ-ოფისის სტაჟირებისა და დასაქმების უნიკალური პროგრამა იწყება”

დასაქმების ფესტივალზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

28 ოქტომბერს, 17:00 – 20:00  HR hub – ის ორგანიზებით, ღია სივრცეში, განახლებულ კიკვიძის პარკში დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” ჩატარდება. Continue reading “დასაქმების ფესტივალზე კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”

Gasaubreba.ge – HR hub რეკრუტინგული კამპანიების პლატფორმას ქმნის

დღეს დასაქმების ბაზარზე სერიოზული გამოწვევებია. განსაკუთრებით დაბალია ვაკანსიებზე გამოხმაურება და გართულებულია კანდიდატების დაინტერესება, მოზიდვა და ვაკანტური პოზიციების შევსება. Continue reading “Gasaubreba.ge – HR hub რეკრუტინგული კამპანიების პლატფორმას ქმნის”