HR hub–ის ორგანიზებით, 14 ივნისს, ვაკის პარკში, 17:00 სთ-ზე დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები და აქტიური ვაკანსიები. Continue reading “დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო”
6 და 7 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება
HR hub–ის ორგანიზებით, 6 და 7 ოქტომბერს 13:00სთ–დან 16:00სთ-მდე ექსპო ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში, განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB 2023 ჩატარდება. Continue reading “6 და 7 ოქტომბერს ექსპო ჯორჯიაში კარიერის და დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება”
თუ ფარმაცევტი ხართ, თქვენთვის შემოთავაზება გვაქვს – ახალი სამუშაო ადგილები “გეფაში”
“გეფაში“ სიახლეა, კომპანია იზრდება და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ამჯერად კომპანიაა თბილისში, ფარმაცევტის ვაკანსია აქვს გამოცხადებული.
რესტორანი “ფუნიკულიორის” გუნდი იზრდება და 20 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის
“ფუნიკულიორის კომპლექსი” თბილისის ისტორიული ადგილია. Continue reading “რესტორანი “ფუნიკულიორის” გუნდი იზრდება და 20 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის”
„რიგის“ გუნდის წევრობა ნიშნავს ქართულ კულინარიაში სწრაფად დაიმკვიდრო წარმატებული მზარეულის სახელი – ნიკა ბორაშვილი
რიგი გასტროდუქანის შესახებ გეცოდინებათ. უკვე რა ხანია, ზედ მტკვრის პირას, ნაღდი თბილისური რიგი გამართეს. ძველი ყაიდა ახალთან შეაზავეს, ქართული სამზარეულოს მარგალიტები სულ კუთხე-კუთხე აგროვეს და გულთბილი მასპინძლობა აქაურობის მთავარ წესად აქციეს.
მთელი ეს ამბავი კიდევ, მათი კეთილი ამფსონების გარეშე, არაფრის დიდებით არ გამოვიდოდა. ესენი არიან, ვინც არიან — მათი მარჯვენაცა და მარცხენაც. რიგის გონიცა და განგებაც. გაიცანი, ეამხანაგე და კარგადაც მოუსმინე — თუ ამათ რიგებში ყოფნა მოინდომო, მათი კარი შენთვისაც ღიაა! ხმა გააგონე, კარგ ალაგას უნდა მოგაწყონ!
როგორც ხედავთ, ჩვენც მათ ყაიდაზე აგვამეტყველეს და სიახლეც გაგვიზიარეს, რომ თურმე გასტრონომიული დუქანი „რიგი“ ახალი წევრების შემოსამატებლად ემზადება და ყველა, ვინც ამ გამორჩეულ ადგილას დასაქმებას მოინდომებს, მათ გუნდში ელიან. თუ უკვე დაინტერესდი აქ მუშაობით, გადადი ბმულზე მინდა მუშაობა.
მანამდე კი, ამ სტატიაში საინტერესო ადამიანს ნიკა ბორაშვილს, გასტრონომიული დუქანი „რიგის“ შეფ-მზარეულს, გაგაცნობთ.
HR hub: ნიკა საიდან დაიწყო კულინარიის მიმართ თქვენი დაინტერესება? როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ კულინარიაა ის სფერო, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ?
კულინარიით დაინტერესების მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახის წევრები და მათ მიერ გემრიელად მომზადებული კერძები აღმოჩნდა. როდესაც სახლში უგემრიელესი კერძების სურნელი ტრიალებდა, ვფიქრობდი, რომ ჩემი ადგილიც შეიძლებოდა სამზარეულოში მეპოვნა. 16 წლიდან უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სამზარეულო ჩემი საყვარელი ადგილი გახდებოდა.
HR hub: თქვენთვის, როგორც შეფ-მზარეულისთვის რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც თვლით, რომ თავი წარმატებულად გაართვით?
ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რიგის კონცეფციის იდეის ჩამოყალიბება იყო; პირველი ნაბიჯებიდან ჩართული ვიყავი მენიუს შედგენაში; თითოეული კერძი, რომლითაც დღეს თავს ვიწონებთ, დიდი შრომისა და ფიქრის შედეგად შეიქმნა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. თუმცა, დავამატებ, რომ ჩვენი კომპანია განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ვფიქრობ, მთავარი გამოწვევები წინ გვაქვს.
HR hub: ბოლო დროს საქართველოში მზარეულის პროფესიის პოპულარობა იზრდება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამ პროფესიით ასეთი დაინტერესება?
ჩვენი ქვეყანა მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანაა, რომლის მთავარ კულტურულ მემკვიდრეობად ითვლება ქართული ძირძველი კულინარია თავისი კუთხური გამორჩეული გემოებით; ვფიქრობ, ამიტომ გადაწყვიტა ახალმა თაობამ, რომ სტუმრებს ეს დიდი კულტურული მემკვიდრეობა დაახვედროს შესაბამის დონეზე განვითარებული და თანამედროვე ეპოქას მორგებული.
HR hub: რამდენად რთულია კულინარიულ სფეროში თავის დამკვიდრება და რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც კულინარიისადმი ინტერესით გამოირჩევიან, თუმცა წარუმატებლობის ეშინიათ?
კულინარიის სფეროში თავის დამკვიდრება არც თუ ისე ადვილია. პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის ნებისმიერ მზარეულს სჭირდება სამზარეულოში ყველა იმ ეტაპისა და ბარიერის გავლა და გადალახვა, რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებს მის წინსვლასა და განვითარებას. რას ვეტყოდი? ალბათ, იმას რომ არ უნდა შეეშინდეთ ამ საფეხურების ავლა და წარმატება აუცილებლად ექნებათ.
HR hub: „რიგის“ სამზარეულოს განსაკუთრებულობაზე ბევრს საუბრობენ. რა არის თქვენი საიდუმლო, რაც მას სხვა სამზარეულოსგან გამოარჩევს და ასე განსაკუთრებულს ხდის?
ჩვენი მთავარი საიდუმლო დანერგილი კონცეფციის ზედმიწევნით სწორად შესრულებაშია. ამ პროცესში გუნდის თითოეული წევრი ჩართულია და დაუღალავად შრომობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „რიგში“ მოსულ სტუმარს იმედი არ გაუცრუვდეს და ყველა კერძით მოიხიბლოს ისე, როგორც აქამდე არასდროს;
HR hub: თქვენს სამსახურზეც მოგვიყევით, რას ნიშნავს იყო „რიგის“ გუნდის წევრი?
იყო „რიგის“ გუნდის წევრი ნიშნავს იმას, რომ ახლო მომავალში დაიმკვიდრო ქართულ კულინარიაში წარმატებული მზარეულის სახელი. „რიგის“ სამზარეულო იძლევა უსაზღვრო გამოწვევებს ძველი და ახალი კულინარიის შერწყმის შესასწავლად.
HR hub: გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე
დაუღალავი შრომით ვაგრძელებთ წინსვლას, სტუმრების მოზიდვას ჩვენი ხარისხითა და გემოებით. ასევე, „რიგში“ ახალი წევრების შემომატებისთვის ვემზადებით და მზად ვარ რიგიანად დავხვდეთ.
HR hub: ნიკა ახლა რა ვაკანსიებია „რიგში“?
მზარეულებისა და მეხინკლის აქტიური ვაკანსიები გვაქვს. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც აინტერესებს სამზარეულო და მზადაა ჩვენი დიდი გუნდისა და ოჯახის წევრი გახდეს.
თუ მზად ხართ, თქვენს თავზე სტუმრების რიგიანი გამასპინძლება აიღოთ, მაშინ დარეგისტრირდით ამ ბმულზე და შევხვდებით გასაუბრებაზე: https://forms.gle/GdeTcqPR5qNjn3bu7
დარეგისტრირება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.
რესტორანი, რომლის ვაკანსიებმაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია
სოციალურ ქსელში გავრცელდა რესტორანი ,,იმფერის” ვაკანსიები, რომელიც სამ პოზიციაზე ეძებდა თანამშრომლებს: მიმტანი, მრეცხავი და დიასახლისი. Continue reading “რესტორანი, რომლის ვაკანსიებმაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია”
სამსახურს ეძებ?! – “პეპსიკოს” შენთვის ვაკანსიები აქვს
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. Continue reading “სამსახურს ეძებ?! – “პეპსიკოს” შენთვის ვაკანსიები აქვს”
სამსახურს ეძებ?! – “ეიჩესი ჯგუფს” შენთვის ვაკანსიები აქვს
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც www.Studentjob.ge -ზეა გამოქვეყნებული.
მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l
შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ეიჩესი ჯგუფის ტექნიკური დირექტორის დავით გოგსაძისა კომერციული დირექტორის ვახტანგ აშმეიბას ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
ეიჩესი ჯგუფს, როგორც კომპანიას, მნიშვნელოვანი მისია აკისრია. იზრუნოს პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოებაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ზრუნვა, პირველ რიგში, საკუთარი თანამშრომლებით უნდა დავიწყოთ. ამიტომ, ჩვენთვის მთავარია ჩვენი დასაქმებულები თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობნდნენ. უკვე 5 წელია ეიჩესი ჯგუფი გუნდური მუშაობით აღწევს წარმატებას. ყველაზე სასიამოვნო კი ამ პროცესში, მიღწეული შედეგების ერთობლივად გაანალიზებაა.
წარმატების გასაღები კი ერთმანეთის მიმართ ნდობა და ურთიერთპატივისცემაა.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
აქტიური, განვითარებაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი – ეს ის მახასიათებლებია, რომლებსაც შერჩევის პროცესში დიდ ყურადღებას ვაქცევთ.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
რეზიუმე – ეს არის პირველი შთაბეჭდილება კანდიდატზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია იყოს მოწესრიგებული და ,რაც მთავარია, პოზიციასთან შესაბამისი.
არასოდეს განვიხილავთ მოუწესრიგებელ, არასრულ რეზიუმეებს.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
შერჩეულ კადრებს ეიჩესი ჯგუფში დახვდებათ მეგობრული გარემო, პროფესიონალთა გუნდი, საინტერესო საქმიანობა და განვითარების უამრავი შესაძლებლობა.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
კონკურენციის პირობებში, სამუშაოს მაძიებლებს ვურჩევთ, რომ
მოაწესრიგონ რეზიუმე, ინდივიდუალურად მიუდგნენ თითოეულ ვაკანსიას, შეთანხმებულ დროს მივიდნენ გასაუბრებაზე, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია პოტენციურ დამსაქმებელზე და იყვნენ თავდაჯერებულები. სჯეროდეთ, რომ აუცილებლად შეძლებენ, მთავარია სურვილი.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.
სამსახურს ეძებ?! – “ეფეს საქართველოს” შენთვის ვაკანსიები აქვს
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l
შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ ეფეს საქართველოს პერსონალის მართვის უფროსის ნინო თვალთვაძის ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
ეფეს საქართველო – ANADOLU EFES-ის შვილობილი კომპანია – უკვე 10 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს და ქართული ლუდის ბაზარზე ლიდერი პოზიცია უკავია. ჩვენი კომპანიის საქმიანობაში მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტი თანამშრომლებისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა. ეფეს საქართველოს კორპორაციული კულტურა ეფუძნება ღირებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებლის მოტანას როგორც კომპანიის, ისე საზოგადოებისათვის.
- გვიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებთ
- მოქნილები ვართ ცვლილებების მიმართ
- ერთობლივად ვმუშაობთ და ერთად ვიზრდებით
- ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს საქმიანობაზე
- სამართლიანები ვართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებისა თუ ქმედებისას
აღსანიშნავია, რომ ბინზეს გადაწყვეტილებების მიღებისას, ჩვენი თითოეული ნაბიჯი დამყარებულია ჩვენი კომპანიის ღირებულებებზე. ჩვენი კორპორაციული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მზრუნველობაა. კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. თითოეული თანამშრომელი ითავისებს ორგანიზაციის კორპორაციულ კულტურას და გარემოზე ზრუნვის მაღალ პასუხისმგებლობას.
ვამაყობთ, რომ ჩვენი შრომით ბედნიერებას ვუზიარებთ სხვებს. ჩვენი მისიაც ხომ ეს არის – „ერთად ვაწარმოოთ სიხარული!“
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს ….
ჩემთვის, იყო HR პროფესიონალი ნიშნავს, რომ იყო კომპეტენტური, განვითარებაზე ორიენტირებული, თანამშროლებზე ორიენტირებული, ემპათიით და მაღალი ჩართულობით დაეხმარო თანამშრომლებს, რომ შეუქმნა ისეთი გარემო, სადაც მაქსიმალურად გამოავლენენ შესაძლებლობებსა და პოტენციალს. უზრუნველყო სამართლიანობა და ხშირი, კონსტრუქციული უკუკავშირი.
რაც შეეხება რეკრუტერს, მან უნდა შეძლოს, რომ გასაუბრების პროცესში შექმნას მეგობრული გარემო, დასვას სწორი სიტუაციური კითხვები, რათა დაეხმაროს პოტენციურ კანდიდატს გახსნაში და მისი შესაძლებლობებისა და უნარების მაქსიმალურად წარმოჩენაში.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ …
კანდიდატის მოტივაციას, შემართებას, განვითარებაზე ორიენტირებულობას, გულახდილობას, პიროვნულ უნარებსა და ღირებულებებს, რადგან ის თანხვედრაში უნდა იყოს კომპანიის კორპორაციულ კულტურასთან.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც …
პირველ ეტაპზე განვიხილავთ ყველა შემოსულ რეზიუმეს, საიდანაც ვარჩევთ შესაბამის კანდიდატებს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში?
ჩვენ კანდიდატებს ვთავაზობთ განვითარების შესაძლებლობას, ძლიერ კორპორაციულ კულტურას, კონსტრუქციულ და დროულ უკუკავშირს, აღიარებას, იდეებისა და ინოვაციების მხარდაჭერას, რასთან დაკავშირებითაც მოქმედებს სპეციალური პროექტი – An-Idea; ასევე, სხვადასხვა მონეტარულ და არამონეტარულ წახალისებას.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს …
პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ სწორად აირჩიონ პროფესია და განსაზღვრონ ინტერესის სფერო, იმისათვის, რომ მათი სამუშაო არ გახდეს მოსაწყენი და უინტერესო მათთვის. იყვნენ მიზანდასახულები, თავდაჯერებულები და განვითარებაზე ორიენტირებულები. გასაუბრებაზე იყვნენ გულწრფელები, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ გამოავლინონ მათი უნარები, დაარწმუნონ პოტენციური დამსაქმებელი საკუთარ შესაძლებლობებში. ინტერვიუმდე წინასწარ მოემზადონ, გაეცნონ დამსაქმებლის მოლოდინებს და მოიძიონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის შესახებ.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.
სამსახურს ეძებ?! – JTI-ს შენთვის ვაკანსიები აქვს
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება. ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომლებიც წინასწარ www.Studentjob.ge -ზე გამოქვეყნდება. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან. პროექტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება საინტერესო მასტერკლასები.
დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით: https://bit.ly/3pgic8l
შეხვედრები გაიმართება ონლაინ – ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
ჩვენ გავესაუბრეთ დასაქმების ფესტივალში მონაწილე ყველა კომპანიის HR მენეჯერს და თქვენთვის საინტერესო კითხვები დავუსვით. ამჯერად წარმოგიდგენთ JTI-ს HR ბიზნეს პარტნიორის თიკო ჯანაშვილის ინტერვიუს.
HR hub: რას გვეტყოდით თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურის შესახებ?
ჩვენ JTI ვართ, Japan Tobacco International და ჩვენ თავისუფლების გვჯერა. არჩევანის თავისუფლების პირობებში, ჩვენ შეუზღუდავი შესაძლებლობისაც გვჯერა. ბოლო 20 წელია, ინოვაციურ და მრავალფეროვან პროდუქტებს ვქმნით, ჩვენს მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება რომ შევუქმნათ. ასე გავიზარდეთ, ასე განვვითარდით იმ 130 ქვეყანაში, სადაც ვმუშაობთ.
თუმცა, ჩვენი ბიზნესი სულაც არ არის უბრალოდ ბიზნესი. ჩვენი ბიზნესი ჩვენი თანამშრომლები არიან, მათი ტალანტი, მათი პოტენციალი. ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ჩვენს თანამშრომელს აქვს თავისუფლება, იყოს უბრალოდ ის, ვინც არის, გაიზარდოს, იმოგზაუროს და განვითარდეს, სწორედ მაშინ ხდება საოცარი ამბები ჩვენი ბიზნესის სასარგებლოდ.
- სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლები მთელ მსოფლიოში არჩევანს სწორედ JTI -ში მუშაობაზე აკეთებენ.
- სწორედ ამიტომ, ყოველი 9 თანამშრომელი 10-დან მეგობარს ურჩევს ჩვენს კომპანიაში მუშაობის დაწყებას.
- სწორედ ამიტომ, ექვსჯერ ზედიზედ გლობალური საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს ვიღებთ.
თუ შენც მზად ხარ, არჩევანი გააკეთო ისეთ კარიერაზე, რომელსაც შეიყვარებ, ისეთ კომპანიაში, რომელსაც შეიყვარებ, შემოგვიერთდი: #JoinTheIdea.
უფრო მეტს კი ჩვენი ვებგვერდიდან შეიტყობ: jti.com
HR hub: იყო HR პროფესიონალი/რეკრუტერი ნიშნავს
შეცდომებს, რომლებზეც სწავლობ. იმედგაცრუებას, რომლის გამო მეტად აფასებ ღირსეულ ადამიანებს. ადამიანის მომავლის ერთგვარი ჭვრეტის უნარს.
HR hub: შერჩევისას ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ
ადამიანის მიდგომას, ღირებულებებს, ერთგულებას და მზაობას, ისწავლოს და განვითარდეს.
HR hub: არასდროს განვიხილავ რეზიუმეს, რომელიც
განვიხილავ ყველა რეზიუმეს. ფორმის გამო უარს რეზიუმის წაკითხვაზე არასოდეს ვამბობ.
HR hub: რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს კანდიდატს, თქვენთან მუშაობის დაწყების შემთხვევაში
განვითარების უდიდესი შესაძლებლობები, კარგი გუნდი, საერთაშორისო გარემო, საინტერესო ბიზნესი.
HR hub: ჩემი რჩევა სამუშაოს მაძიებლებს
იყავით გულწრფელები. ილაპარაკეთ, თქვენ გისმენენ. განვითარდით. შეაფასეთ და დააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები.
დასაქმების ონლაინ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: GoandGrow, SS.ge jobs, Grant Thornton Georgia, რადიო იმედი.