შემოგვიერთდით

ტრენინგზე “შრომის სამართალი მთელი გუნდისთვის” რეგისტრაცია დაიწყო

HR სკოლას დაემატა ახალი კურსი “შრომის სამართალი მთელი გუნდისთვის”, რომელიც  Grant Thornton – თან ერთად განხორციელდება. Continue reading “ტრენინგზე “შრომის სამართალი მთელი გუნდისთვის” რეგისტრაცია დაიწყო”

HR hub Next-ის მეჩვიდმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეჩვიდმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა”

,,კორპორატიული კულტურის ქეისები” – 26 მარტს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება

HR hub – ის ორგანიზებით, 26 მარტს 12:00-15:00 საათზე (მის: ჩუბინაშვილის 55, N1 პურის ქარხანა) გაიმართება ღონისძიება ,,კორპორატიული კულტურის ქეისები”, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციული კულტურის 3 მაგალითი და ვიმსჯელებთ როგორ ვქმნით, ვავითარებთ და ვმართავთ ამ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკითხს ორგანიზაციებში.

რატომ კორპორატიული კულტურა?

ორგანიზაციული კულტურა გავლენას ახდენს და მართავს გუნდის წევრების ქცევას. კორპორატიული კულტურა მოიცავს სამუშაო გარემოს, ეთიკას, მიზნებს, ფასეულობებს, მუშაობის სტილს, ურთიერთობებს თანამშრომლებს შორის და ა.შ.

კორპორატიული კულტურა ფილტრია, სამსახურში სწორი ადამიანების ასაყვანად, ისევე როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, რომლებმაც უნდა აირჩიონ იმუშაონ მათ ღირებულებებთან შესაბამის კულტურაში.

მარტის ღონისძიება ამ მნიშვნელოვან თემას ვუძღვნით.

რომელი კომპანიების ქეისები იქნება წარმოდგენილი და ვინ იქნებიან სპიკერები?

 1. რუსკა თამაზაშვილი –  აჭარაბეთის ადამიანების განვითრებისა და ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი.

თემა: A people თავისუფალი ადამიანების კულტურა;

ღონისძიება ჩატარდება აჭარაბეთის მაღალტექნოლოგიურ საერთო სამუშაო სივრცეში. ამით პრაქტიკულ მაგალითს განვიხილავთ თუ როგორ აისახება კომპანიის კულტურა ყველა დეტალში, რაც ორგანიზაციას, გუნდს, სამუშაო სტილს უკავშირდება.  ამ კომპანიის სამუშაო სივრცე ძალიან მკაფიოდ გადმოსცემს თავად კომპანიის მთავარ ფასეულობებსა და ხედვებს.

შენობა ჩვენთვის განსაკუთრებულია პირველ რიგში იმის გამო, რომ ის იდეალურად გამოხატავს კომპანიის კულტურას და ძირითად ღირებულებებს: არის ღია და თავისუფალი სამუშაო სივრცეებით მოწყობილი. apeople სწორედ თავისუფალი ადამიანების ერთობაა, სადაც ყველას შეუძლია ბოლომდე გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალიზმი. ოფისის საერთო სამუშაო სივრცეები ხალისიანი და ფერადია – მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა, დისკრიმინაციის გარეშე, ჩვენი კულტურის ორგანული ნაწილია.” – აცხადებენ კომპანიაში.

2. სულხან სახვაძე Sweeft Digital – ის  HR ბიზნეს პარტნიორი.

თემა: კორპორატიული კულტურა როგორც ცოცხალი ორგანიზმი.

3. თეა მახარაძე – TBC დაზღვევა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.

თემა: თანამშრომლების ბედნიერებაზე ორიენტირებულეი კულტურა

მაკა ყუბუსიძე – Click Events, დამფუძნებელი

4. თემა: შიდა კორპორატიული ღონისძიება, როგორც არამატერიალური მოტივაციის ინსტრუმენტი.

დარეგისტრირდით 26 მარტამდე: https://forms.gle/SddW487KXJGAuvvKA

ადგილები შეზღუდულია.

ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრანის მხარდაჭერის ნიშნად პოსტერი ლურჯ და ყვითელ ფერებშია. ღონისძიებაზე დასწრებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინაში გასაგზავნი საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენას, რომლებსაც ქართველი HR-ებისა და HR hub-ის სახელით გავგზავნით.  We stand with Ukraine

HR hub-ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს დაიწყო. ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და ყოველთვე ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ მიმდინარეობს ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. პროფესიონალები ჰაბის ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. ამ ეტაპზე HR hub–ში 1000-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.
მის: ჩუბინაშვილის 55, N1 პურის ქარხანა

ღონისძიების პარტნიორია: Grant Thornton Georgia, Kind david KD4US შატო ართვაინი.

 

HR 2022 – HR სკოლის ახალ კურსზე მიღება გამოცხადდა

ჩვენს დროში ტრანსფორმაცია და ცვლილებები ორგანიზაციების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, რაც უპირველესად HR მენეჯერებს უქმნის ახალ-ახალ გამოწვევებს. Continue reading “HR 2022 – HR სკოლის ახალ კურსზე მიღება გამოცხადდა”

“დრიმლენდ ოაზისის წარმატების მთავარი საწინდარი თითოეული თანამშრომელია” – თამარ ჩხაიძე

HRhub.ge აგრძელებს ინტერვიუებს HR პროფესიონალებთან. რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია, დრიმლენდ ოაზისის HR მენეჯერი თამარ ჩხაიძე

HR hub: თამარ რას გვეტყვით ადამიანური კაპიტალის მართვის თქვენეულ მიდგომაზე, რაც გამოარჩევს თქვენს კომპანიას, როგორც დამსაქმებელს და როგორ აისახება ამ მიდგომის ეფექტიანობა შედეგებზე?

კომპანია დრიმლენდ ოაზისის ადამიანური რესურსების მართვის მიდგომები გამომდინარეობს კომპანიიის სტრატეგიული მიზნებიდან და ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ კომპანიის წარმატების მთავარ საწინდარს თითოეული თანამშრომელი წარმოადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანიის ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანებისთვის ბედნიერების და დადებითი ემოციების მინიჭებასთან, გვჯერა რომ ამ ყველაფერში თითოეულ პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს შეაქვს უდიდესი წვლილი და სწორედ მათი ჩართულობა, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი სიყვარული განაპირობებს კომპანიის მუდმივ განვითარებასა და წარმატებას.

დრიმლენდ ოაზისის HR გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკრუტინგული პროცესის სათანადოდ წარმართვა და თითოეული ვაკანტური პოზიციისთვის შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა, რომელიც წვლილს შეიტანს კომპანიის განვითარებაში, ასევე აქ მუშაობის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობთ შევუქმნათ გარემო, სადაც ექნებათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები.

ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტი შერჩევის პროცესში გახლავთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მაქსიმალური ხელშეწყობა. ნებისმიერ პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადებიდან, ჩვენი ამოცანაა პირველ რიგში რეგიონში მოვიძიოთ შესაბამისი კანდიდატურები.  გვყავს თანამშრომლები აჭარიდან, რომლებიც კომპანიის დაარსებიდან  არიან ჩვენი გუნდის წევრები და თითოეულ მათგანს გამოარჩევს მუდმივი განვითარების სურვილი და კომპანიის სიყვარული.

სწორედ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი სტუმრებისთვის ასოცირდებიან დრიმლენდ ოაზისთან, ჩვენს სახეს წარმოადგენენ და მათ გარეშე სასტუმროს წარმოდგენა შეუძლებელია.

ასევე, კომპანიაში დასაქმებულები არიან სხვადასხვა ქალაქიდან. მათ შორის თბილისიდან, რომელთა  წარმატებასა და სასურველი სამუშაო სივრცის შექმნაში ჰრ დეპარტამენტი ყველაზე დიდ როლს თამაშობს. ორიენტირებულები ვართ გრძელვადიან თანამშრომლობაზე და  თითოეული თანამშრომლის კარიერულ განვითარებაზე.

HR hub: პანდემიაზე კითხვას გვერდს ვერ ავუვლით, რა მთვარი გამოწვვები გამოიკვეთა პანდემიის პირობებში და როგორ უმკლავდებით მათ?

ჩემი აზრით სწორედ პანდემიის  დაწყების პერიოდი იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც კომპანიას უნდა დაემტკიცებინა,  რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო თითოეული თანამშრომელი და მათი შენარჩუნება. იმ დროს, როდესაც ჰორეკა ბიზნესი მნიშვნელოვანად დაზარალდა, ჩვენც არ ვყოფილვართ გამონაკლისები და სასტუმრო ფაქტიურად მომხმარებლის და შესაბამისად შემოსავლის გარეშე დარჩა. ჩვენთვის თითოეული თანამრომელი არის მნიშვნელოვანი ამიტომ, მაქსიმალურად მოვერგეთ არსებულ მდგომარეობას. გარკვეული თანამშრომლების ნაწილი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე და შედგა სპეციალური გრაფიკი. ამ ყველაფრის საფუძველზე შევინარჩუნეთ გუნდი და არცერთი მათგანი არ დავტოვეთ შემოსავლის გარეშე.

HR hub: როგორ ვითარდება კომპანია და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

კომპანიას ამ ეტაპზე მუდმივად დასაქმებული ჰყავს  200 თანამშრომელი. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სეზონურ პერიოდში თანამშრომლების რაოდენობა გაიზრდება 600-მდე. ამავდროულად კომპლექსს ემატება ახალი სასმელებისა და კვების ობიექტი, საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მოიცავს როგორც სასტუმროს ნომრებს ისე აპარტამენტებს,  რაც მუდმივ დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის 250 თანამშრომლამდე.

გარდა ამისა,  HR დეპარტამენტი მუდმივად მუშაობს პროცესების დახვეწაზე, თანამშრომელთა სამუშაო უნარების განვითარებაზე.

როგორც აღვნიშნე, თანამშრომლების გარკვეული ნაწილი, შერჩეულია სხვადასხვა ქალაქიდან რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს სასტუმროში, მათ შორის მეც. ასეთ დროს, ჩვენი მთავარი ამოცანაა და ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახური გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომელი თავს იგრძნობს კომფორტულად, ბედნიერად, იქნება მოტივირებული შეასრულოს მისი საყვარელი საქმე, რაც რა თქმა უნდა საწინდარია კომპანიის წარმატების.

მთავრობა 200 000 “საზოგადოებრივ სამუშაო ადგილს” შექმნის

მთავრობა “საზოგადოებრივ სამუშაო ადგილებს” შექმნის, ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა. უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა. გზა სიღარიბის შემცირებისკენ სამუშაო ადგილების შექნაზე გადის. წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა.

600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან  200 000-მდე შრომისუნარიანია. 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის ჩართული ეკონომიკაში, არიან დემოტივირებული დასაქმდნენ ლეგალურად. შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთრი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითრებისთვის, აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები, ყველას, ვისაც შეუძლია ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში. ამიტომ ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ 1 მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების მაშტაბურ პროგრამას.

საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფესბისთვის შეიქმნება და გულისხმობს ისეთ სამუშაოს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი მოქლაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად და პროგრამა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ.

აქ ჩვენ მივიღებთ ორმაგ შედეგს. ერთის მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები და ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გასაუმჯობესებლად, შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.

ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000-ზე მეტი ადამიანი.

პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტები და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, სხვა სამინისტროები, ყველანი მოახდენენ 50 000-მდე ვაკანსიის მობილიზებას.

ჩვენ შეილება წელს 100 000-ზეც კი გავიდეთ. ლიმიტი არ გვაქვს. 50 000-ით დავიწყებთ და ვნახოთ პროცესი როგორ გავითარდება, ამის მიხედვით, გადავაწყობთ სისტემას.

პროგრამას განახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. მოსარგებლეს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარჩვევების, გამოცდილების, პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. ან თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში დასაქმების ფორმალილზება რომ მოახდინოს ანუ ლეგალიზება ან მომზადება მომზადება-გადამზადების ქვე პროგრამებში ჩერთოს.

საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ამ პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ერთის მხრივ მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც შეიძლება იყოს  400, 500, 700, 800 ლარიც და ზემოდან კიდევ დამატებით სახელმწიფოსგან 300 ლარი ექნება. მოქალაქეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც თუ არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას. მაგრამ 1 წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონმიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება.

საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა იქცევა სიღარიბის დაძლევის გზაზე უნიშვნელოვანეს ნაბიჯად. 200000-ზე მეტ მოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებსა და თვითრეალიზაციის საშუალებას და მეორე მხრივ, უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ მოქალაქეებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩერთებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.” – ირაკლი ღარიბაშვილი.

 

,,როგორ გავახაროთ თანამშრომლები?!” -15 თებერვალს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება

15 თებერვალს  HR hub – ის ორგანიზებით ღონისძიება HR Online ჩატარდება. Continue reading “,,როგორ გავახაროთ თანამშრომლები?!” -15 თებერვალს HR hub – ის ღონისძიება ჩატარდება”

Disrupt Camp – საუკეთესო ინოვაციური კონკურსი საუკეთესო დამსაქმებლისგან

წელს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი” საუკეთესო დამსაქმებლის წოდების მფლობელი ზედიზედ მეექვსედ გახდა.  Continue reading “Disrupt Camp – საუკეთესო ინოვაციური კონკურსი საუკეთესო დამსაქმებლისგან”

გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორის მოადგილის პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა

გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორის მოადგილის პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა 2022 წლის იანვრიდან და ზედამხედველობას გაუწევს კომპანიას ბიზნესის განვითარების, მარკეტინგის და კომუნიკაციის კუთხით. Continue reading “გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორის მოადგილის პოზიციაზე პაატა შურღაია დაინიშნა”

10 HR საკითხი, რისი ცოდნაც ყველა ხელმძღვანელს სჭირდება

HR hub – მა მედეა ტაბატაძესთან ერთად კომპანიების ხელმძღვანელებისთვის ვორქშოპების უნიკალური, პრაქტიკული პროგრამა შექმნა.  Continue reading “10 HR საკითხი, რისი ცოდნაც ყველა ხელმძღვანელს სჭირდება”