შემოგვიერთდით

აღმოაჩინეთ თვისებები, რომელიც დამსაქმებლის ყურადღებას იპყრობს – INCOMPASS 2021 სტაჟირების პროგრამა

პირველ სამუშაო გამოცდილებას სტუდენტთა 75% სტაჟიორის ამპლუაში იღებს, სწორად შერჩეული კომპანია და პოზიცია კი კარიერული წინსვლის მთავარ საფუძველს წარმოადგენს. Continue reading “აღმოაჩინეთ თვისებები, რომელიც დამსაქმებლის ყურადღებას იპყრობს – INCOMPASS 2021 სტაჟირების პროგრამა” →

“თანამშრომლები, ისე როგორც არასდროს, საჭიროებენ HR მენეჯერის ყურადღებას, რჩევებს და ინფორმაციის მიღებას” – ნინო ბურჯალიანი

პანდემიის გამო სასტუმრო სექტორი უდიდესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. HR hub ესაუბრა Accor ჯგუფის” სასტუმროების (Mercure Tbilisi Old Town და ibis styles Tbilisi Center) ტალანტებისა და ორგანიზაციული კულტურის მენეჯერს, ნინო ბურჯალიანს, რომელმაც მოგვიყვა გამოწვევების დაძლევის მათეულ სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე.

HR hub: ნინო როგორც ვიცით, პანდემიის განმავლობაში შეინარჩუნეთ თანამშრომლები, როგორ მოახერხეთ ეს?

მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ ჩვენი სასტუმროები #MercureTbilisiOldTown და #ibisStylesTbilisiCenter. ჩვენ ვართ ACCOR ჯუფის წევრი სასტუმროები. ACCOR-ი გახლავთ ფრანგული ჯგუფი, რომელსაც 55 წლის ოპერირების ისტორია აქვს და აერთიანებს 5000- მდე სასტუმროს მთელს მსოფლიოში.

სტუმარ-მასპინძლობის სფეროში უკვე 5 წელია ვმუშაობ და მინდა აღვნიშნო, რომ ეს სფერო ასეთი სირთულის წინაშე ჯერ არ ყოფილა. მაგრამ აქვე სიამაყით ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენმა კომპანიამ და მმართველმა გუნდმა გააკეთა მაქსიმუმი თანამშრომლების შენარჩნუნებისთვის, რაც სამწუხაროდ ბევრმა კომპანიამ ვერ/არ გშეძლო.

ჩვენი სასტუმროები არ დაკეტილა არც ერთი დღით და მმართველი გუნდის სწორი გადაწყვეტილებების წყალობით მოწინავე ადგილს ვინარჩუნებთ სტუმარ-მასპინძლობის სექტორში.

HR hub: კონკრეტულად, რა ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში და როგორ გაართვით თავი კრიზისულ პერიოდს?

ჩვენი გაყიდვების გუნდის დამსახურებით, მიჩვეულები ვიყავით სეზონზე და არამარტო 100%-იან დატვირთვას. ახლა კი მოგვიხდა გარკვეულწილად სტრატეგიის შეცვლა და აქცენტირება გავაკეთეთ კვებისა და სასმელების მიმართულებაზე. განვაახლეთ რესტორანი Mercure-ში და გავხსენით ASADO Steakhouse, რომელიც მალევე საკმაოდ პოპულარული გახდა. ასევე განახლებული კონცეფციით კარი კვლავ გააღო ibis Styles-ის  ტერასამ – Rum Roof Kitchen & Bar.

HR hub: გაკვეთილი, რაც პანდემიამ თქვენ, როგორც HR მენეჯერს გასწავლათ …

გარკვეულწილად Covid19 -მა გამომაფხიზლა და ბევრი რამ სხვა კუთხიდან დამანახა. HR მნიშვნელობა სწორედ ახლა უფრო მეტად გამოიკვეთა. თანამშრომლები, ისე როგორც არასდროს, საჭიროებენ HR ის ყურადღებას, რჩევებს და ინფორმაციის მიღებას. პანდემიამ მასწავლა საკუთარი ემოციების უკეთ მართვა, რადგან მე ვიყავი კრიტიკულ მომენტში მაგალითი და პანიკის უფლება არ მქონდა.

მე და ჩემი თანაგუნდელი, ანა პაპიაშვილი, მაქსიმალურად ჩავერთეთ Covid19-ის პრევენციის ღონისძიებების გატარებაში პირველივე დღიდან. ფაქტობრივად ვიყავით წინა ფლანგზე და ყველანაირად ვცდილობდით ჩვენი თანამშრომლების მხარდაჭერას და მოტივირებას.

ვთვლი, რომ ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია. ცხოვრება ბუმერანგია, როდესაც ზრუნავ და გასცემ სითბოს ადამიანებისთვის, იგივე გიბრუნდება.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ჩემი აზრით, თუ ერთხელ შეაბიჯე ფეხი სტუმარ-მასპინძლობის სამყაროში და შეიყვარე იგი, არასდროს დატოვებ ამ სფეროს, შესაბამისად მეც აქ ვრჩები.

სამომავლოდ კი ვგეგმავთ მესამე, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს, Swissôtel-ის  გახსნას, რომლის თაობაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ.

Japan Tobacco International ახალგაზრდებს საერთაშორისო სტაჟირების მოპოვების უპრეცენდენტო შესაძლებლობას სთავაზობს!

Make It Bright 2021 არის საინტერესო გამოწვევა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 32 ქვეყნის წარმომადგენელი. Continue reading “Japan Tobacco International ახალგაზრდებს საერთაშორისო სტაჟირების მოპოვების უპრეცენდენტო შესაძლებლობას სთავაზობს!” →

“ალფა ჰაბი” – ახალი მულტიფუნქციური სივრცე თბილისში

თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე “ალფა ჰაბი” გაიხსნა. სივრცე მდებარეობს კომპლექსში “შენი სახლი ჯიქიაზე”, ანა პოლიტკოვსკაიას 3 ნომერში და მოიცავს შემდეგ ფუნქციურ სივრცეებს:

  • საკონფერენციო დარბაზი;
  • სივრცე პირადი შეხვედრებისთვის;
  • სამუშაო ოთახები;
  • სივრცე პრეზენტაციისთვის;
  • სივრცე ტრენინგებისთვის.

ორი ტრენინგი უკვე ჩანიშნულია.

მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

სივრცის დასაჯავშნად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 599116811.

სამოტივაციო წერილი შაბლონი თუ კანდიდატების გადარჩევის რეალური საშუალება?!

სამსახურის ძიების პროცეში ხშირად ვაწყდებით ვაკანსიებს სადაც სამოტივაციო წერილს ითხოვენ.  Continue reading “სამოტივაციო წერილი შაბლონი თუ კანდიდატების გადარჩევის რეალური საშუალება?!” →

დამსაქმებლების რეგისტრაცია მარი ბურდულის სახელობის ილიას საახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმზე დაიწყო

2021 წლის მაისსა და ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და HR hub-ის მხარდაჭერით მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი გაიმართება.  Continue reading “დამსაქმებლების რეგისტრაცია მარი ბურდულის სახელობის ილიას საახელმწიფო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმზე დაიწყო” →

31 მაისს წინანდლის მამულში “HR ბიზნეს სამიტი” ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით, Signify.ge – ის მხარდაჭერით და თიბისი დაზღვევის პარტნიორობით, 31 მაისს 11:00 – 19:00, წინანდლის მამულში, ღია სივრცეში,  წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2021 გაიმართება.  Continue reading “31 მაისს წინანდლის მამულში “HR ბიზნეს სამიტი” ჩატარდება” →

ხელფასებისა და გრეიდების კურსზე მიღება დაიწყო

HR სკოლა –  ადამიანური კაპიტალის თანამედროვე მენეჯმენტის ინოვაციური სკოლაა, რომელიც HR სფეროში უფწვეტი განვითარების შესაძლებლობებებს ქმნის. Continue reading “ხელფასებისა და გრეიდების კურსზე მიღება დაიწყო” →

HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა

HR hub Next – ეს არის HR hub-ის ინოვაციური პროექტი მომავალი ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა. Continue reading “HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მიღება გამოცხადდა” →

HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მენტორები ცნობილია

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი ადამიანური რესურსების მენეჯერებისთვის. Continue reading “HR hub Next-ის მეთორმეტე ნაკადის მენტორები ცნობილია” →